ორგანოფოსფატებით მოწამვლა
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
შესაძლო მოწამვლა
რეანიმაცია + დამხმარე მოვლა
გულფილტვის რეანიმაცია, ინტრავენური გადასხმები, სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება და ვენტილაცია ადრეულ ეტაპებზე უნდა იქნას გამოყენებული. ამერიკის გულის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ენდოტრაქიალურ ინტუბაციას ძლიერი ორგანოფოსფატებით მოწამვლისას.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com ყველა პაციენტს უნდა ედგას ინტრავენური კათეტერი.
საჭიროა ხშირი დაკვირვება, ვინაიდან შეიძლება მოხდეს სწრაფი გაუარესება, მცირე სიმპტომების მქონე პაციენტებშიც კი.
დეკონტამინაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
დაბინძურებული ტანსაცმელი უნდა მოაშოროთ, კანი გაასუფთავოთ და კუჭის შიგთავსი ასპირატი ამოიღოთ თუ სასუნთქი გზა დაცულია.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com
პერსონალმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების მარტივი ზომები, როგორიცაა ხელთათმანის, წინსაფრის ტარება და ოთახის ვენტილაცია. მედიცინის მუშაკების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება დამოკიდებულია ფოსფორორგანული საშუალებების ზემოქმედებაზე, სიძლიერეზე.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com
ნევროლოგიური აგენტით მოწამლული პაციენტის შემთხვევაში პერსონალი მეტი რისკის ქვეშაა; თუმცა აღნიშნული რისკი არ გვხვდება ნაკლებად აქროლადი და ტოქსიკური პესტიციდების შემთხვევაში.
დეკონტამინაციას არ უნდა მიენიჭოს დამხმარე მოვლასა და რეანიმაციაზე მეტი პრიორიტეტი.
ატროპინი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ატროპინის გამოყენების მიზანია სეკრეციების კონტროლი, განსაკუთრებით სასუნთქი გზების გათავისუფლების მიზნით. ატროპინის ფონზე შეიძლება შემსუბუქდეს ბრადიკარდია, ჰიპოტენზია და ჰიპოთერმია, მცირდება ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტებიც.[12]Eddleston M, Buckley NA, Eyer P, et al. Management of acute organophosphorus pesticide poisoning. Lancet. 2008 Feb 16;371(9612):597-607. http://www.pubmedcentral.nih.gov/articlerender.fcgi?tool=pubmed&pubmedid=17706760 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17706760?tool=bestpractice.com [14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com [25]Roberts DM, Aaron CK. Management of acute organophosphorus pesticide poisoning. BMJ. 2007 Mar 24;334(7594):629-34. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17379909?tool=bestpractice.com
მკურნალობა მეტწილად ეყრდნობა სეკრეციების რაოდენობას. ორმაგი ბოლუს-დოზები გამოიყენება ყოველ 5 წუთში ერთხელ მანამ, სანამ გულმკერდი არ გათავისუფლდება.[15]Abedin MJ, Sayeed AA, Basher A, et al. Open-label randomized clinical trial of atropine bolus injection versus incremental boluses plus infusion for organophosphate poisoning in Bangladesh. J Med Toxicol. 2012 Jun;8(2):108-17. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22351300?tool=bestpractice.com ატროპინის სწორი დოზირების შემთხვევაში გულისცემის სიხშირე უნდა იყოს > 80 დარტყმა/წთ. პაციენტის კანი უნდა იყოს მშრალი. გუგები გაფართოვდება, თუმცა ეს ეფექტი შეიძლება მოგვიანებითი იყოს.
ტაქიკარდიის გამო ატროპინის მიცემა არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ სეკრეცია კონტროლს არ დაექვემდებარება; არასაკმარის ატროპინთან შედარებით უმჯობესია ზედმეტი ატროპინიზაცია.
როცა სეკრეცია კონტროლს დაექვემდებარება, პაციენტის მართვა შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიით. საჭირო ატროპინის რაოდენობა ძალზე ცვალებადია; დღიური დოზა შეიძლება იყოს 10 მგ-დან 1000 მგ-მდე ან მეტიც კი. დაუკავშირდით სპეციალისტს ინფუზიის დოზირებასთან დაკავშირებით.
პირველადი პარამეტრები
ატროპინი: თავდაპირველად 2 მგ ინტრავენურად, შემდეგ ორმაგი დოზები (მაგ. 4 მგ, 8 მგ, 16 მგ და ა.შ.) ყოველ 5 წუთში ერთხელ მანამ, სანამ სეკრეცია არ გაკონტროლდება
პროფესიული ან შემთხვევითი მოწამვლა
რეანიმაცია + დამხმარე მოვლა
გულფილტვის რეანიმაცია, ინტრავენური გადასხმები, სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება და ვენტილაცია ადრეულ ეტაპებზე უნდა იქნას გამოყენებული. ამერიკის გულის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ენდოტრაქიალურ ინტუბაციას ძლიერი ორგანოფოსფატებით მოწამვლისას.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com ყველა პაციენტს უნდა ედგას ინტრავენური კათეტერი.
საჭიროა ხშირი დაკვირვება, ვინაიდან შეიძლება მოხდეს სწრაფი გაუარესება, მცირე სიმპტომების მქონე პაციენტებშიც კი.
თუ სასუნთქი გზები დაცულია, შეიძლება კუჭის ასპირაცია ან ლავაჟირება ჩატარდეს. თუმცა, ვინაიდან ორგანოფოსფატები სწრაფად შეიწოვება, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ამყარებენ კუჭის ასპირაციის ან ლავაჟირების ეფექტურობას.[16]Li Y, Tse ML, Gawarammana I, et al. Systematic review of controlled clinical trials of gastric lavage in acute organophosphorus pesticide poisoning. Clin Toxicol (Phila). 2009 Mar;47(3):179-92. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18988062?tool=bestpractice.com მტკიცებულებების მიხედვით გააქტივებული ნახშირი კლინიკური ეფექტების შემცირების მხრივ არაეფექტურია.[17]Eddleston M, Juszczak E, Buckley NA, et al; Ox-Col Poisoning Study collaborators. Multiple-dose activated charcoal in acute self-poisoning: a randomised controlled trial. Lancet. 2008 Feb 16;371(9612):579-87. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2430417 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18280328?tool=bestpractice.com
დეკონტამინაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
დაბინძურებული ტანსაცმელი უნდა მოაშოროთ, კანი გაასუფთავოთ და კუჭის შიგთავსი ასპირატი ამოიღოთ თუ სასუნთქი გზა დაცულია.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com
პერსონალმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების მარტივი ზომები, როგორიცაა ხელთათმანის, წინსაფრის ტარება და ოთახის ვენტილაცია. მედიცინის მუშაკების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება დამოკიდებულია ფოსფორორგანული საშუალებების ზემოქმედებაზე, სიძლიერეზე.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com
დეკონტამინაციას არ უნდა მიენიჭოს დამხმარე მოვლაზე მეტი პრიორიტეტი.
ატროპინი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
აღნიშნულ პაციენტებში სიმპტომები მსუბუქიდან საშუალო ხარისხისამდეა.
ატროპინის გამოყენების მიზანია სეკრეციების კონტროლი, განსაკუთრებით სასუნთქი გზების გათავისუფლების მიზნით. ატროპინის ფონზე შეიძლება შემსუბუქდეს ბრადიკარდია, ჰიპოტენზია და ჰიპოთერმია, მცირდება ცენტრალური ნერვული სისტემის მოვლენებიც.[12]Eddleston M, Buckley NA, Eyer P, et al. Management of acute organophosphorus pesticide poisoning. Lancet. 2008 Feb 16;371(9612):597-607. http://www.pubmedcentral.nih.gov/articlerender.fcgi?tool=pubmed&pubmedid=17706760 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17706760?tool=bestpractice.com [14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com [25]Roberts DM, Aaron CK. Management of acute organophosphorus pesticide poisoning. BMJ. 2007 Mar 24;334(7594):629-34. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17379909?tool=bestpractice.com
მკურნალობა მეტწილად ეყრდნობა სეკრეციების რაოდენობას. ორმაგი ბოლუს-დოზები გამოიყენება ყოველ 5 წუთში ერთხელ მანამ, სანამ გულმკერდი არ გათავისუფლდება.[15]Abedin MJ, Sayeed AA, Basher A, et al. Open-label randomized clinical trial of atropine bolus injection versus incremental boluses plus infusion for organophosphate poisoning in Bangladesh. J Med Toxicol. 2012 Jun;8(2):108-17. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22351300?tool=bestpractice.com ატროპინის სწორი დოზირების შემთხვევაში გულისცემის სიხშირე უნდა იყოს > 80 დარტყმა/წთ. პაციენტის კანი უნდა იყოს მშრალი. გუგები გაფართოვდება, თუმცა ეს ეფექტი შეიძლება მოგვიანებითი იყოს.
ტაქიკარდიის გამო ატროპინის მიცემა არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ სეკრეცია კონტროლს არ დაექვემდებარება; არასაკმარის ატროპინთან შედარებით უმჯობესია ზედმეტი ატროპინიზაცია.
როცა სეკრეცია კონტროლს დაექვემდებარება, პაციენტის მართვა შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიით. საჭირო ატროპინის რაოდენობა ძალზე ცვალებადია; დღიური დოზა შეიძლება იყოს 10 მგ-დან 1000 მგ-მდე ან მეტიც კი. დაუკავშირდით სპეციალისტს ინფუზიის დოზირებასთან დაკავშირებით.
პირველადი პარამეტრები
ატროპინი: თავდაპირველად 2 მგ ინტრავენურად, შემდეგ ორმაგი დოზები (მაგ. 4 მგ, 8 მგ, 16 მგ და ა.შ.) ყოველ 5 წუთში ერთხელ მანამ, სანამ სეკრეცია არ გაკონტროლდება
თავის განზრახ მოწამვლა ან ტერორიზმი/საომარი მოქმედება ნევროლოგიური აგენტის გამოყენებით
რეანიმაცია + დამხმარე მოვლა
გულფილტვის რეანიმაცია, ინტრავენური გადასხმები, სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება და ვენტილაცია ადრეულ ეტაპებზე უნდა იქნას გამოყენებული.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com ამერიკის გულის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ენდოტრაქიალურ ინტუბაციას ძლიერი ორგანოფოსფატებით მოწამვლისას.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com ყველა პაციენტს უნდა ედგას ინტრავენური კათეტერი.
აღნიშნულ პაციენტებში სიმპტომები მძიმეა.
თუ სასუნთქი გზები დაცულია, შეიძლება კუჭის ასპირაცია ან ლავაჟირება ჩატარდეს. თუმცა, ვინაიდან ორგანოფოსფატები სწრაფად შეიწოვება, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ამყარებენ კუჭის ასპირაციის ან ლავაჟირების ეფექტურობას.[16]Li Y, Tse ML, Gawarammana I, et al. Systematic review of controlled clinical trials of gastric lavage in acute organophosphorus pesticide poisoning. Clin Toxicol (Phila). 2009 Mar;47(3):179-92. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18988062?tool=bestpractice.com მტკიცებულებების მიხედვით აქტივირებული ნახშირი კლინიკური ეფექტების შემცირების მხრივ არაეფექტურია.[17]Eddleston M, Juszczak E, Buckley NA, et al; Ox-Col Poisoning Study collaborators. Multiple-dose activated charcoal in acute self-poisoning: a randomised controlled trial. Lancet. 2008 Feb 16;371(9612):579-87. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2430417 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18280328?tool=bestpractice.com
ორგანოფოსფატით მძიმე მოწამვლის ზოგიერთი გამოვლინება ხშირად სტანდარტული მკურნალობის მიმართ რეფრაქტერულია. კერძოდ, საგანგაშო ნიშანია ძლიერი ჰიპოტენზია; შეიძლება მოვსინჯოთ ატროპინის და ვაზოპრესორების მაღალი დოზები, თუმცა ეფექტი აქაც სავარაუდოდ შეზღუდული იქნება. ცენტრალური ნერვული სისტემის ნიშნები და დამბლა ასევე ცუდად რეაგირებს ანტიდოტებზე. შეიძლება საჭირო გახდეს გახანგრძლივებული დამხმარე მკურნალობა.
დეკონტამინაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
დაბინძურებული ტანსაცმელი უნდა მოაშოროთ, კანი გაასუფთავოთ და კუჭის შიგთავსი ასპირატი ამოიღოთ თუ სასუნთქი გზა დაცულია.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com
პერსონალმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების მარტივი ზომები, როგორიცაა ხელთათმანის, წინსაფრის ტარება და ოთახის ვენტილაცია. მედიცინის მუშაკების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება დამოკიდებულია ფოსფორორგანული საშუალებების ზემოქმედებაზე, სიძლიერეზე.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com
ნევროლოგიური აგენტით მოწამლული პაციენტის შემთხვევაში პერსონალი მეტი რისკის ქვეშაა.
დეკონტამინაციას არ უნდა მიენიჭოს დამხმარე მოვლასა და რეანიმაციაზე მეტი პრიორიტეტი.
ატროპინი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ატროპინის გამოყენების მიზანია სეკრეციების კონტროლი, განსაკუთრებით სასუნთქი გზების გათავისუფლების მიზნით. ატროპინის ფონზე შეიძლება შემსუბუქდეს ბრადიკარდია, ჰიპოტენზია და ჰიპოთერმია, მცირდება ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტებიც.[12]Eddleston M, Buckley NA, Eyer P, et al. Management of acute organophosphorus pesticide poisoning. Lancet. 2008 Feb 16;371(9612):597-607. http://www.pubmedcentral.nih.gov/articlerender.fcgi?tool=pubmed&pubmedid=17706760 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17706760?tool=bestpractice.com [25]Roberts DM, Aaron CK. Management of acute organophosphorus pesticide poisoning. BMJ. 2007 Mar 24;334(7594):629-34. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17379909?tool=bestpractice.com
მკურნალობა მეტწილად ეყრდნობა სეკრეციების რაოდენობას. ორმაგი ბოლუს-დოზები გამოიყენება ყოველ 5 წუთში ერთხელ მანამ, სანამ გულმკერდი არ გათავისუფლდება.[15]Abedin MJ, Sayeed AA, Basher A, et al. Open-label randomized clinical trial of atropine bolus injection versus incremental boluses plus infusion for organophosphate poisoning in Bangladesh. J Med Toxicol. 2012 Jun;8(2):108-17. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22351300?tool=bestpractice.com ატროპინის სწორი დოზირების შემთხვევაში გულისცემის სიხშირე უნდა იყოს > 80 დარტყმა/წთ. პაციენტის კანი უნდა იყოს მშრალი. გუგები გაფართოვდება, თუმცა ეს ეფექტი შეიძლება მოგვიანებითი იყოს.
ტაქიკარდიის გამო ატროპინის მიცემა არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ სეკრეცია კონტროლს არ დაექვემდებარება; არასაკმარის ატროპინთან შედარებით უმჯობესია ზედმეტი ატროპინიზაცია.
როცა სეკრეცია კონტროლს დაექვემდებარება, პაციენტის მართვა შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიით. საჭირო ატროპინის რაოდენობა ძალზე ცვალებადია. დღიური დოზა შეიძლება იყოს 10 მგ-დან 1000 მგ-მდე ან მეტი. დაუკავშირდით სპეციალისტს ინფუზიის დოზირებასთან დაკავშირებით.
ამჟამად ხელმისაწვდომია კომბინაციური პრეპარატი, რომელსაც აუტო-ინექციური კალმის ფორმა აქვს და შეიცავს ატროპინსა და პრალიდოქსიმს.
დოზის ტიტრირება დინამიკას უნდა დაეყრდნოს.
პირველადი პარამეტრები
ატროპინი: თავდაპირველად 2 მგ ინტრავენურად, შემდეგ ორმაგი დოზები (მაგ. 4 მგ, 8 მგ, 16 მგ და ა.შ.) ყოველ 5 წუთში ერთხელ მანამ, სანამ სეკრეცია არ გაკონტროლდება
ბენზოდიაზეპინები
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
გამოიყენება გულყრის ან აგზნების საკონტროლოდ.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com ასევე გამოსადეგია სედაციის მიზნით ინტუბირებულ პაციენტებში.
ინტენსიური მოვლის პირობებში არსებობს გარკვეული რისკები, თუმცა შესაძლებელია ჭარბი სედაცია თუ პაციენტზე საჭირო მეთვალყურეობა არ მიმდინარეობს.
პირველადი პარამეტრები
დიაზეპამი: თავდაპირველად 5-10 მგ ინტრავენურად ყოველ 10-15 წუთში, მაქსიმუმ 30 მგ, შემდეგ კი 5-10 მგ ყოველ 2-4 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ
ან
ლორაზეპამი: თავდაპირველად 2-4 მგ ინტრავენურად ყოველ 10-15 წუთში ერთხელ, მაქსიმუმ 8 მგ
პრალიდოქსიმი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
პრალიდოქსიმის (ოქსიმის) მოხმარება შეგვიძლია ინჰიბირებული აცეტილქოლინესთერაზას რეაქტივაციისთვის. თუმცა მისი საშუალებით მხოლოდ "არადაბერებული" აცეტილქოლინესთერაზა-ორგანოფოსფატის კომპლექსები რეაქტივირდება.[14]Lavonas EJ, Akpunonu PD, Arens AM, et al. 2023 American Heart Association focused update on the management of patients with cardiac arrest or life-threatening toxicity due to poisoning: an update to the American Heart Association guidelines for cardiopulmonary resuscitation and emergency cardiovascular care. Circulation. 2023 Oct 17;148(16):e149-84. https://www.ahajournals.org/doi/full/10.1161/CIR.0000000000001161 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/37721023?tool=bestpractice.com "დაბერება" არის პროცესი, რომლის დროსაც ფოსფორილებული აცეტილქოლინესთერაზა უფერმენტოდ კარგავს ტუტოვან ჯაჭვს და ტოვებს ჰიდროქსილის ჯგუფს საკუთარ ადგილზე. შედეგად რეგენერაცია სამომავლოდ შეუძლებელი ხდება.
შესაბამისად, პრალიდოქსიმი არაეფექტურია ან შეზღუდული ეფექტიანობა ახასიათებს ორგანოფოსფატების მიმართ, რომლებიც ქმნიან სწრაფად "დაბერებად" აცეტილქოლინესთერაზას კომპლექსებს.
მძიმე მოწამვლის შემთხვევაში პრალიდოქსიმი ხშირად გამოიყენება. მტკიცებულებები მკურნალობის ამ მეთოდთან დაკავშირებით სადაოა და, ძირითადად, უარყოფითად ფასდება.[18]Banerjee I, Tripathi SK, Roy AS. A study on comparative evaluation of add-on pralidoxime therapy over atropine in the management of organophosphorus poisoning in a tertiary care hospital. JK Science. 2011 Apr-Jun;13(2):65-9. http://www.jkscience.org/archive/volume132/A%20Study%20on%20Comparative%20Evaluation%20of%20Add-on%20Pralidoxime%20Therapy%20over%20Atropine%20in%20the%20Management%20of%20Organophosphorus%20Poisoning%20in%20a%20Tertiary%20Care%20Hospital.pdf [19]Banerjee I, Tripathi SK, Roy AS. Efficacy of pralidoxime in organophosphorus poisoning: revisiting the controversy in Indian setting. J Postgrad Med. 2014 Jan-Mar;60(1):27-30. http://www.jpgmonline.com/article.asp?issn=0022-3859;year=2014;volume=60;issue=1;spage=27;epage=30;aulast=Banerjee http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24625936?tool=bestpractice.com [20]Buckley NA, Eddleston M, Li Y, et al. Oximes for acute organophosphate pesticide poisoning. Cochrane Database Syst Rev. 2011 Feb 16;(2):CD005085. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/14651858.CD005085.pub2/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21328273?tool=bestpractice.com [21]Blumenberg A, Benabbas R, deSouza IS, et al. Utility of 2-Pyridine Aldoxime Methyl Chloride (2-PAM) for Acute Organophosphate Poisoning: A Systematic Review and Meta-Analysis. J Med Toxicol. 2018 Mar;14(1):91-98. https://www.doi.org/10.1007/s13181-017-0636-2 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29230717?tool=bestpractice.com ერთ-ერთი კვლევის თანახმად, პრალიდოქსიმის მაღალი დოზით რუტინულმა გამოყენებამ შეიძლება ბევრ შემთხვევაში მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი, მიუხედავად ერითროციტების-აცეტილქსოლინესთერაზას რეაქტივაციისა.[22]Eddleston M, Eyer P, Worek F, et al. Pralidoxime in acute organophosphorus insecticide poisoning - a randomised controlled trial. PLoS Med. 2009 Jun 30;6(6):e1000104. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2696321/?tool=pubmed http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19564902?tool=bestpractice.com არასასურველი ეფექტები შეიძლება მძიმე იყოს და უფრო ხშირია პრალიდოქსიმის მაღალი ბოლუს-დოზების სწრაფი მიღებისას. საჭიროა დამატებითი კლინიკური კვლევები დოზირების სტრატეგიების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც გარკვეული ჯგუფის პაციენტებში გამოგვადგება.
კვლევების გარეთ გამოყენების შემთხვევაში პრალიდოქსიმის დოზა ტიტრირებული უნდა იყოს დინამიკის მიხედვით. დინამიკა ფასდება ნერვების გამტარობის ტესტირებით ან RBC-აცეტილქოლინესთერაზას ანალიზით.[23]Thiermann H, Zilker T, Eyer F, et al. Monitoring of neuromuscular transmission in organophosphate pesticide-poisoned patients. Toxicol Lett. 2009 Dec 15;191(2-3):297-304. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19793545?tool=bestpractice.com
პრალიდოქსიმმა ასევე შეიძლება გაააქტიუროს პლაზმის ქოლინესტერაზა, თუმცა პასუხი თერაპიაზე ვარიაბელური და არამდგრადია. შესაბამისად, მიღებულ მაჩვენებელს არ ვიყენებთ ოქსიმებზე პასუხის შესაფასებლად არ ვიყენებთ.[24]Konickx LA, Worek F, Jayamanne S, et al. Reactivation of plasma butyrylcholinesterase by pralidoxime chloride in patients poisoned by WHO class II toxicity organophosphorus insecticides. Toxicol Sci. 2013 Dec;136(2):274-83. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3858199 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24052565?tool=bestpractice.com
ამჟამად ხელმისაწვდომია კომბინაციური პრეპარატი, რომელსაც აუტო-ინექციური კალმის ფორმა აქვს და შეიცავს ატროპინსა და პრალიდოქსიმს.
პირველადი პარამეტრები
პრალიდოქსიმი: თავდაპირველად 1000-2000 მგ ინტრავენურად, შემდეგ 400-600 მგ/სთ უწყვეტი ინფუზია
მოწამვლის შემდგომი შუალედური (შუა პერიოდის) სინდრომი
დამხმარე მკურნალობა
მოწამვლიდან დაახლოებით 1-5 დღის შემდეგ, როცა სხვა ნიშნები უმჯობესდება, შეიძლება გამოვლინდეს პროქსიმული კუნთების სისუსტე და კრანიული ნერვის დამბლა. შუალედური სინდრომის მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის უკმარისობა.
ორგანოფოსფატებით გამოწვეული მოგვიანებითი ნეიროპათია
დამხმარე თერაპია და რეაბილიტაცია
გვიანი ნეიროპათია შეიძლება მოწმვლიდან 1-5 კვირაში განვითარდეს. შეიძლება დაემთხვეს შუალედურ სინდრომს. წამყვანია მოტორული ნეიროპათია, თუმცა შეიძლება ასევე განვითარდეს ზედა მოტორული ნეირონების პრობლემები და კოგნიტური დეფექტები. მკურნალობა არ არსებობს, თუმცა მდგომარეობა რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში შეიძლება თანდათან ალაგდეს.
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას