დიფერენციული დიაგნოზები

კარბამატით მოწამვლა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განსაკუთრებით რთულია კლინიკურად დიფერენცირება ორგანოფოსფატების მოწამვლისგან, ვინაიდან კარბამატის პესტიციდები ანტიქოლინესთერაზებია.

უფრო სწრაფი გამოვლინება და კუპირება მიუთითებს ამ დიაგნოზზე.

კვლევები

კლინიკური დიფერენციაციის ტესტები არ არსებობს.

ქლორფენოქსი ჰერბიციდით მოწამვლა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

რესპირატორული ჩივილები, წერტილოვანი გუგები და გაძლიერებული სეკრეციები არ ვლინდება.

კვლევები

ქოლინესთერაზას აქტივობა ნორმალურია.

მძიმე მოწამვლისას ხშირია მიოგლობინურია (რაბდომიოლიზი).

ოპიოიდებით ზედოზირება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გუგები დავიწროებულია და ცნობიერება დაქვეითებულია, მაგრამ ჭარბი სეკრეცია მინიმალურია და ფასციკულაციები, როგორც წესი, არ ვლინდება.

კვლევები

რეაქცია ნალოქსონზე დიაგნოსტიკურია. შარდის ტესტი მედიკამენტზე ასევე შეიძლება დადებითი იყოს. ქოლინესთერაზას აქტივობა ნორმალურია.

თავის ტვინის ღეროს ინსულტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჭარბი, თვალსაჩინო სეკრეციები არ ვლიდნება.

კვლევები

ატროპინის მიმართ პასუხი და ქოლინესთერაზას აქტივობა ნორმაშია.

თავის რადიოლოგიური კვლევისას შეიძლება გამოვლინდეს ინსულტი; თუმცა ადრეულ ეტაპებზე გამოსახულება შესაძლოა ნორმალური იყოს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას