ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ძირითადი რისკ-ფაქტორები მოიცავს თვითდაზიანების ან ბოლოდროინდელი კონფლიქტის ისტორიას, ფსიქიკურ დაავადებას, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას და პესტიციდებთან იოლ ხელმისაწვდომობას.

მძიმე ბრონქორეა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს წარმოადგენს დიაგნოსტიკური ღირებულების მახასიათებლებს.

ასევე გვხვდება ნერწყვდენა და ცრემლდენა.

ფასციკულაციები ხშირია ადრეულ ეტაპებზე და დიაგნოსტიკური ღირებულებისაა. სიმპტომი, როგორც წესი, გამოიხატება პერიორბიტალურ, გულმკერდის ან ქვედა კიდურების კუნთებზე და არ რეაგირებს ატროპინის მიმართ.

მძიმე შემთხვევებში სიმპტომი ფაქტობრივად უნივერსალურია ატროპინის გამოყენებამდე და არ რეაგირებს ნალოქსონზე (ოპიოიდის რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც გამოიყენება ოპიოიდების ზედოზირების სამკურნალოდ).

გამხსნელის გამორჩეული სუნი პაციენტს საკმაოდ ხშირად აღენიშნება.

გავრცელებული მსტვინავი სუნთქვა და ხიხინი მიუთითებენ ბრონქოსპაზმისა და ფილტვის შეშუპების არსებობაზე.

ჰოსპიტალიზაციისას პაციენტი შესაძლოა ნახევრად ცნობიერ მდგომარეობაში იყოს; კომა მიუთითებს ცუდ პროგნოზზე.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს მხედველობის დაბინდვას.

ორგანოფოსფატების ხშირი მუსკარინული სიმპტომებია გულისრევა და ღებინება.

მინიმალური ექსპოზიცია (მაგ. დერმალური) შესაძლოა გახდეს გრიპისმაგვარი სინდრომის გამომწვევი მიზეზი (მაგ. დაღლილობა, სურდო, თავის ტკვილი, თავბრუსხვევა, მადის გაქრობა, ოფლიანობა, დიარეა და კუნთების სისუსტე).

პაციენტმა შესაძლოა აღნიშნოს შეუკავებლობა. სიმპტომი შესაძლოა გამოვლინდეს ნახევრად ცნობიერ ან კონფუზირებულ პაციენტებში.

შესაძლოა განვითარდეს ადრეულ ეტაპებზე ან დანარჩენი ნიშნების კუპირების შემდგომ. არ პასუხობს ატროპინს.

ხშირია დასაწყისში, იკლებს ან საერთოდ ქრება მოგვიანებით. არ პასუხობს ატროპინს.

ვლინდება უკიდურესი ბრადიკარდია ან ტაქიკარდია

შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზია. რეფრაქტორული ჰიპოტენზია გაცილებით უფრო საგანგაშო ნიშანია და ცუდ პროგნოზზე მიუთითებს.

ჟანგბადით გაჯერება, როგორც წესი, დაბალია. სუნთქვის უკმარისობა უფრო ხშირია მძიმე მოწამვლის შემთხვევაში.

ჰოსპიტალიზაციისას ხშირად გამოხატულია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ჰიპოთერმია, თუ პაციენტს არ მიეწოდა ატროპინი.

იშვიათი

გულყრები ხშირდება მძიმე მოწამვლისას.

ვლინდება 1-5 კვირაში. ნეიროპათია შესაძლოა იყოს მძიმე და გამოიწვიოს მუდმივი ქმედუუნარობა. მას შესაძლოა თან ახლდეს ზედა მოტორული ნეირონების დაავადების ნიშნები.

რისკფაქტორები

ძლიერი

წარმოადგენს მთავარ ფაქტორს იმ სიხშირის განსაზღვრაში, რომელიც ასახავს პესტიციდებით მწვავე მოწამვლის ფატალურ თუ არაფატალურ შემთხვევებს არაერთ ქვეყანაში.[4]

ითვლება რისკფაქტორად (განზრახ საკუთარი თავის პესტიციდებით მოწამვლის კუთხით) ნებისმიერ კულტურაში.[5][6][7][8]

ითვლება რისკფაქტორად (განზრახ საკუთარი თავის პესტიციდებით მოწამვლის კუთხით) ნებისმიერ კულტურაში.[5][6][7][8]

ითვლება რისკფაქტორად (განზრახ საკუთარი თავის პესტიციდებით მოწამვლის კუთხით) ნებისმიერ კულტურაში.[5][6][7][8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას