მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

გასტროენტერიტი

Back
1-ლი რიგის –

სითხის გადასხმა

გასტროენტერიტის მქონე ყველა პაციენტი სასურველია, გამოვიკვლიოთ გაუწყლოებისა ხარისხის და ელექტროლიტური დისბალანსის გამოსავლენად.[82]

მწვავე დიარეის ან გასტროენტერიტის მქონე პაციენტთა უმრავლესობას აქვს უნარი შეინარჩუნოს სითხისა და მარილის ბალანსი წყლის, წვენების, სპორტული სასმელების, სუფების და მარილიანი კრეკერების მოხმარების გზით.[68]

შემცირებული ოსმოლარობის პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარი (ORS) რეკომენდებულია, როგორც პირველი რიგის თერაპია მსუბუქი და საშუალი დეჰიდრატაციის მქონე ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში, რომელთაც აღენიშნებათ მწვავე დიარეა. ORS აგრეთვე იყენებენ ღებინებასთან ან მძიმე ფორმის დიარეასთან დაკავშირებული მსუბუქი და საშუალო დეჰიდრატაციის დროს.[66]

მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის მქონე ჩვილებს, ბავშვებს და ზრდასრულებს უნდა ჩაუტარდეთ ORS, სანამ კლინიკური დეჰიდრატაცია არ გამოსწორდება.[66]

პაციენტის რეჰიდრატაციის შემდეგ საჭიროა შემანარჩუნებელი სითხეების გამოყენება. ჩვილებში, ბავშვებში და ზრდასრულებში განავლით დაკარგული მოცულობა შეავსეთ ORS-ით, სანამ დიარეა და ღებინება არ შეწყდება.[66]

ORS-ის ნაზოგასტრული გზით გამოყენება უნდა განვიხილოთ იმ ჩვილებში, ბავშვებსა და ზრდასრულებში, რომელთაც აღენიშნებათ საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაცია, აქვთ პერორალური გზით მიღების აუტანლობა ან ნორმალური ფსიქიკური სტატუსის მქონე ჩვილებში, რომლებსაც აღენიშნებათ ძლიერი სისუსტე ან უარს ამბობენ სითხის სათანადოდ მიღებაზე.[66]

ინტრავენურ სითხეებს, როგორებიცაა რინგერის და ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარი, ვიყენებთ მძიმე დეჰიდრატაციის, შოკის ან ფსიქიკური სტატუსის ცვლილების შემთხვევაში, ასევე პერორალური რეჰიდრატაციული თერაპიის წარუმატებლობის ან ილეუსის დროს.[66] ბალანსირებული კრისტალოიდური ხსნარების გამოყენება შეიძლებამ შეიძლება შეამციროს ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის ვადა,ფიზიოლოგიურ ხსნარებთან შედარებით.[83] [ Cochrane Clinical Answers logo ] ინტრავენური რეჰიდრატაცია გრძელდება პულსის,, პერფუზიის და ფსიქიკური სტატუსი ნორმალიზებამდე, პაციენტი ფხიზლდება, არ აქვს ასპირაციის რისკფაქტორები და ილეუსი.

Back
განიხილე –

დიარეის საწინააღმდეგო

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატი არ ანაცვლებს სითხის და ელექტროლიტების პროდუქტებს.[66] მისი გამოყენება მხოლოდ ადექვატური ჰიდრატაციის შემდეგ არის მიზანშეწონილი.

ლოპერამიდი შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვავე წყლიანი დიარეის მქონე იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში. თუმცა, მისი გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ იმ საეჭვო თუ დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც ტოქსიკური მეგაკოლონი შესაძლოა გახდეს ანთებითი დიარეის ან ცხელებით მიმდინარე დიარეის მიზეზი. ლოპერამიდს არ ვიყენებთ მწვავე დიარეის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.[66]

ბისმუთის სუბსალიცილატი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ზრდასრულებში კუჭის მოქმედების სიხშირის საკონტროლოდ. და შესაძლოა დაეხმაროს პაციენტებს უკეთ ფუნქციონირებდეს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შეტევის დროს.[68]

პირველადი პარამეტრები

ლოპერამიდი: ზრდასრულები: 4 მგ პერორალურად დასაწყისში, 2 მგ ყოველ უფორმო განავლის შემდეგ, მაქსიმუმია 16 მგ/დღეში.

ან

ბისმუტის სუბსალიცილატი: ზრდასრულები: 524 მგ პერორალურად, დღეში ოთხჯერ

Back
განიხილე –

ანტი-ემეტური საშუალება

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატი არ ანაცვლებს სითხის და ელექტროლიტების პროდუქტებს.[66] მისი გამოყენება მხოლოდ ადექვატური ჰიდრატაციის შემდეგ არის მიზანშეწონილი.

პერორალური რეჰიდრატაციის ამტანობის გასაუმჯობესებლად იყენებენ ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტს, ონდანსეტრონს: >4 წლის ასაკის ბავშვებში და ღბინებით მიმდინარე მწვავე გასტროენტერიტის მქონე მოზარდებში.[66] [ Cochrane Clinical Answers logo ]

პირველადი პარამეტრები

ონდანსეტრონი: ბავშვები: დოზის შესახებ გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; ზრდასრულები: 4-8 მგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ

Back
განიხილე –

პრობიოტიკები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

პრობიოტიკებს იყენებენ სიმპტომების სიმძიმისა და ხანგრძლივობის შესამცირებლად იმუნოკომპეტენტურ მოზრდილებში და ინფექციური ან ანტიმიკრობულ საშუალებებთან დაკავშირებული დიარეის მქონე ბავშვებში.[66]

Back
განიხილე –

თუთია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

თუთიის პერორალური დანამატების გამოყენება ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ თუთიის დეფიციტის მაღალი პრევალენტობის ქვეყნებში ან ბავშვებში, რომელთაც აქვთ მალნუტრიციის ნიშნები.[66]

პირველადი პარამეტრები

ცინკის სულფატი: <6 თვის ასაკის ბავშვებში: 10 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში; ≥6 თვის ასაკის ბავშვები: 20 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში

მეტი
Back
განიხილე –

ანტიბიოტიკთერაპია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

პაციენტებში მძიმე დაავადებით ან უფრო მძიმე დაავადების მაგ: ბაქტერემიის, ან ექსტრაინტესტინალური სალმონელოზის სხვა ფორმების, განვითარების მაღალი რისკით, საჭიროა განვიხილოთ ანტიბიოტიკოთერაპიის მოკლე კურსის საკითხი. პაციენტთა ეს ჯგუფები მოიცავს: <3 თვის ასაკის ჩვილები ბაქტერიულ ეტიოლოგიაზე ეჭვით; 50 წელს ზემოთ მოზრდილები; აივ ინფიცირებული პაციენტები; პირები, რომელთაც ახლახან იმოგზაურეს საზღვარგარეთ სხეულის ტემპერატურით ≥38.5°C (101.3°F) და/ან სეფსისის ნიშნები; სისხლძარღვოვანი პრობლემების, მაგ. ხელოვნური სარქვლის ან ტრანსპლანტანტის მქონე პირები; ხელოვნური სახსრების მქონე პირები; და იმუნოსუპრესირებული პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ დაავადების მძიმე ფორმა და სისხლიანი დიარეა.[44][45][66]​​[93][94][95]

ანტიბიოტიკკები, რეკომენდებული მოზრდილთა მკურნალობისთვის, მოიცავს ფტორქინოლონებს (მაგ. ციპროფლოქსაცინი) ან აზითრომიცინს, რაც დამოკიდებულია ანტიბიოტიკების მიმართ ადგილობრივ მგრძნობელობასა და მოგზაურობის ანამნეზზე.[66][68]

ფთორქინოლონებისადმი რეზისტენტობა აღწერილია რამდენიმე რეგიონში; შესაბამისად, თუ ფთორქინოლონზე პაციენტი შესაბამისად არ რეაგირებს, სასურველია პაციენტის გადაყვანა ალტერნატიულ ანტიბიოტიკოთერაპიაზე მგრძნობელობის დადგენის შემდეგ.[96][97][98]

ფტოროქინოლონები დაკავშირებულია სერიოზულ, დამაინვალიდებელ და პოტენციურად გვერდით მოვლენებთან, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაგლეჯა, ართრალგია, ნეიროპათიები და კუნთოვანი ან ნერვული სისტემის სხვა ეფექტები.[100][101] აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გამოსცა გაფრთხილებები აორტის აშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ არასასურველი ეფექტების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფთორქინოლონებს.[102][103]

მესამე თაობის ცეფალოსპორინი ან აზითრომიცინი რეკომენდებულია სპეციფიკურად <3 თვემდე ასაკის ჩვილებში და დამოკიდებულია ანტიბიოტიკების მიმართ ადგილობრივ მგრძნობელობასა და მოგზაურობის ანამნეზზე.[66]

ბავშვების მკურნალობა გართულებულია, იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება სალმონელას იზოლატების რეზისტენტობა და, ამასთან, პედიატრიულ პაციენტებში ფთორქინოლონების ტიპის ანტიბიოტიკების გამოყენებას ტოქსიკურობის რისკი ახლავს.[97][104][105][106][107]

ტიფოიდური ცხელებისთვის ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შემსწავლელი კვლევის მიხედვით, ამ აგენტის გამოყენება შეიძლება უსაფრთხოდ სალმონელას ინფექციებისთვის.[108] ციპროფლოქსაცინი ზოგადად არ არის რეკომენდებული პედიატრიულ პოპულაციაში ართროპათიის პოტენციური რისკის გამო, მაგრამ არსებობს ინფორმაცია ამ პოპულაციის პაციენტებში წარმატებული და უსაფრთხო გამოყენების შესახებ განსაკუთრებულ შემთხვევებში.[109]

ანტიბიოტიკოთერაპიის ტიპიური კურსი ტარდება 3-7 დღე, ან გრძელდება ცხელების გაქრობამდე.[45][93] ანტიბიოტიკების კურსი დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, ან რეციდიული დაავადების დროს ხშირად გრძელდება 7-14 დღე.

პირველადი პარამეტრები

ციპროფლოქსაცინი: ბავშვებში: 20-30 მგ/კგ/დღეში პერორალურად, დაყოფილი ორ დოზად, მაქსიმუმ 1500 მგ/დღეში; ზრდასრულებში: 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ ან 400 მგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში ერთხელ

მეორეული ვარიანტები

აზიტრომიცინი: ბავშვებში: 10 მგ/კგ/დღეში პერორალურად, მაქსიმუმ 500 მგ/დღეში; ზრდასრულებში: 1000 მგ პერორალურად დღეში ერთხელ პირველ დღეს, შემდგომ 500 მგ დღეში ერთხელ

ან

ცეფტრიაქსონი: ბავშვებში: 60 მგ/კგ/დღე ინტრავენურად, 1-2 დაყოფილი დოზით

ან

ცეფოტაქსიმი: ბავშვებში: 100 მგ/კგ/დღე ინტრავენურად, დაყოფილი 4 დოზად

მიმდინარე

ქრონიკული მტარებლობა

Back
1-ლი რიგის –

ანტიბიოტიკთერაპია

არატიფოიდური სალმონელას ქრონიკული მტარებლობის სტატუსი დგინდება სალმონელაზე დადებითი განავლის კულტურით მწვავე ავადმყოფობიდან 12 თვეში ან მეტი ხნის შემდეგ და გვხვდება შემთხვევათა 0.5%-ში (S Typhi-ის შემთხვევაში 3%).[32][33]

მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფები ქრონიკული მატარებლობის მეტი რისკით გამოირჩევიან, მათ შორის ჩვილები, ქალები, ნაღვლკენჭოვანი, ან თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტები, ან პაციენტები, რომლებიც ასევე ინფიცირებული არიან Schistosoma haematobium-ით.

სასურველია, ანტიბიოტიკების ხანმოკლე კურსის მაგივრად უფრო ხანგრძლივი მკურნალობა გამოვიყენოთ. მიუხედავად შესაფერისი ანტიბიოტიკოთერაპიისა, მკურნალობა წარმატებულია მტარებლობის წინააღმდეგ შემთხვევათა მხოლოდ 80%-ში.[115]

ანტიბიოტიკოთერაპიის ტიპი ანალოგიურია S Typhi-ის მკურნალობისა: ამოქსიცილინი, ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი ან ციპროფლოქსაცინი.[45][115][116][117] ბოლო ორი ანტიბიოტიკი უკეთესი შეღწევადობით გამოირჩევა და შეიძლება, ისინი უპირატეს მედიკამენტებად ჩაითვალონ.[118][119] ბევრი პროვაიდერი ირჩევს ფტორქინოლონებს სხვა პრეპარატებისადმი რეზისტენტობისა და მკურნალობის უფრო ხანმოკლე პერიოდის გამო.[120]

ფტოროქინოლონები დაკავშირებულია სერიოზულ, დამაინვალიდებელ და პოტენციურად გვერდით მოვლენებთან, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაგლეჯა, ართრალგია, ნეიროპათიები და კუნთოვანი ან ნერვული სისტემის სხვა ეფექტები.[100][101] აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გამოსცა გაფრთხილებები აორტის აშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ არასასურველი ეფექტების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფთორქინოლონებს.[102][103]

ციპროფლოქსაცინი ზოგადად არ არის რეკომენდებული პედიატრიულ პოპულაციაში ართროპათიის პოტენციური რისკის გამო, მაგრამ არსებობს ინფორმაცია ამ პოპულაციის პაციენტებში წარმატებული და უსაფრთხო გამოყენების შესახებ განსაკუთრებულ შემთხვევებში.[109]

ანტიბიოტიკების შერჩევა სასურველია საბოლოოდ ემყარებოდეს კოლონიზებული შტამებისადმი მგრძნობელობის დადგენას.

პირველადი პარამეტრები

ციპროფლოქსაცინი: ბავშვებში: 20-30 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 2 დაყოფილი დოზით, 1 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ 1500 მგ/დღეში; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად ორჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში

მეორეული ვარიანტები

ტრიმეთოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი: >2 თვის ასაკის ბავშვებში: 12 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 2 დაყოფილი დოზით, 3 თვის განმავლობაში; მოზრდილებში: 160/800 მგ პერორალურად, დღეში ორჯერ 3 თვის განმავლობაში

მეტი

მესამე ვარიანტები

ამოქსიცინილი: >3 თვის ასაკის ბავშვებში: 50-100 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 2-3 დაყოფილი დოზით, 3 თვის განმავლობაში; ზრდასრულებში: 1000 მგ პერორალურად, დღეში სამჯერ 3 თვის განმავლობაში

Back
პლიუს –

საწყისი მკურნალობა პრაზიქვანტელით

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სალმონელას მტარებლობის სტატუსი შესაძლოა შენარჩუნდეს პარაზიტული ინფექციების დროსაც.

S haematobium-ის თანაარსებული ინფქეციების მქონე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ თერაპია პრაზიქვანტელით, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე.[33]

პირველადი პარამეტრები

პრაზიქუანტელი: ბავშვებში და მოზრდილებში: 20 მგ/კგ პერორალურად დღეში ორჯერ, 1 დღის განმავლობაში

Back
პლიუს –

ქოლეცისტექტომია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სალმონელას მტარებლობის სტატუსი შეიძლება შენარჩუნდეს თანარსებული ნაღვლოვანი კენჭების არსებობის დროს.[33]

ქოლეცისტექტომია რეკომენდებულია, განსაკუთრებით, თუ ქრონიკული მტარებლობა რჩება მიუხედავად ანტიბიოტიკოთერაპიისა.[121]

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას