მიდგომა
არატიფოიდური სალმონელოზი უფრო ხშირად გამოვლინდება თვითგანკურნებადი გასტროენტერიტით. დიაგნოზი დასტურდება კულტურების მიკრობიოლოგიური გამოკვლევით, ან პათოგენ-სპეციფიური ნუკლეინის მჟავის გამოვლენით.
ანამნეზი და კლინიკური გასინჯვა
აუცილებელია დეტალური კლინიკური და კონტაქტების ანამნეზის შეკრება თითოეული იმ პაციენტისგან, რომლის წამყვანი სიმპტომია დიარეაა.[66]
ანამნეზში ისეთი საკვების მიღება, რაც სავარაუდოდ შეიძლება დაბინძურებული იყოს სალმონელათი, შეიძლება დაგვეხმაროს საეჭვო სალმონელოზის დიაგნოზის დადგენაში. ამასთან, ასეთ შემთხვევებში გამოყენებული საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი სიმრავლის გამო აღნიშნულ ფაქტს შეიძლება, შეზღუდული მნიშვნელობა ჰქონდეს. საკვების სავარაუდო ზემოქმედება მაინც სასურველია დადგინდეს, რადგან აღნიშნულმა ინფორმაციამ შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისას.
არატიფოიდური სალმონელას მიერ გამოწვეული გასტროენტერინის მქონე პაციენტებს უვითარდებათ გულისრევა, ღებინება და დიარეა. თუ საეჭვო დაბინძურებული საკვები გავიხსენეთ, საკვების მიღებიდან პირველი სიმპტომების გამოვლინებამდე ძირითადად 6-დან 48 საათამდეა. CDC: guide to confirming an etiology in foodborne disease outbreak Opens in new window პაციენტებს აგრეთვე აწუხებთ ცხელება, მუცლის ტკივილი, შემცივნება, თავის ტკივილი და მიალგია.[67] გასინჯვისას შეიძლება, გამოვლინდეს ცხელება, მუცლის სუსტად გამოხატული მგრძნობელობა, და ნაწლავის ხმამაღალი ყურყური. პაციენტს ასევე შეიძლება, გამოუვლინდეს დეჰიდრატაციის ნიშნები, როგორიცაა მშრალი ლორწოვანი გარსები, კანის დაქვეითებული ტურგორი და ორთოსტატიკული სასიცოცხლო ნიშნები.
არ არსებობს პათოგნომური ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც სალმონელას გასტროენტერიტს სხვა ბაქტერიული მიზეზებისგან გამოგვარჩევინებს მხოლოდ ანამნეზსა და ფიზიკურ გასინჯვაზე დაყრდნობით.
განავლის გამოკვლევა
არატიფოიდური სალმონელას ინფექციის დიაგნოზის დადგენა შეიძლება ახალი განავლის ნიმუშიდან მიკროორგანიზმის იზოლირებით, დათესვის ან სპეციფიკური დნმ-ის გამოვლენის მეშვეობით..
პაციენტის მიერ შეგროვებული განავალი არის ჩვეულებრივი დიაგნოსტიკური ნიმუში რექტალური ნაცხის კულტურა ნაკლებად მგრძნობიარეა და ამიტომაც მისი გამოყენება არაა რეკომენდებული გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვერ ხერხდება განავლის ბაქტეროლოგიური ანალიზის ჩატარება.[44] მიკროსკოპიით შეიძლება, გამოვლინდეს ლეოკოციტოზი და ხანდახან სისხლის წითელი უჯრედებიც.
განავლის ნიმუშები უშუალოდ ითესება დაბალსელექტიურ ნიადაგზე (მაგ. მაკკონკის აგარზე), ან სალმონელასთვის უფრო სელექტიურ ნიადაგში (მაგ. ჰეკტოენის აგარი). მაღალსელექტიური ნიადაგი (მაგ. სელენიტი ბრილიანტის მწვანესთან) ძირითადად გადანახულია დადგენილი მტარებლების, ან ეპიდაფეთქების გამოკვლევებისთვის.[45] ბევრი ლაბორატორია იყენებს ინკუბაციას გამდიდრებულ ბულიონში, მაგ. სელენიტი-F, განავლის ულტურის მგრძნობელობის გაზრდის მიზნით.
როდის უნდა ჩატარდეს განავლის ტესტები
გაიდლაინები გვირჩევენ დიაგნოსტიკურ კვლევებს, თუ პაციენტს აქვს
საშუალო ან მძიმე ფორმის დაავადება და სიმპტომები გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს[68]
დიარეა, რომელსაც თან ახლავს ცხელება, განავალი შეიცავს სისხლს ან ლორწოს, ძლიერი სპაზმები ან ტკივილი მუცელში ან სეფსისის ნიშნები.[66]
განავლის ტესტირება უნდა შესრულდეს იმ სიმპტომურ პაციენტებშიც, რომელთა ანამნეზში გარემოებები მკვეთრად მიუთითებს Salmonella-ს ინფექციაზე:[66]
საკვებისმიერი აფეთქებები სასტუმროებში, საკრუიზო გემებში, კურორტებზე, რესტორნებში, დაწესებულებებში და წვეულებებზე
არაპასტერიზებული რძის ან რძის პროდუქტების მოხმარება
ხილის ან არაპასტერიზებული ხილის წვენის მოხმარება; ასევე ბოსტნეულის, ფოთლოვანი მწვანილის და ყლორტების მირთმევა
თერმულად არასაკმარისად დამუშავებული კვერცხების მირთმევა
დალევა ან ბანაობა გაუსუფთვებელ მტკნარ წყალში
უკანასკნელ პერიოდში ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარება
რესურსებით ღარიბ ქვეყნებში მოგზაურობა
ფრინველეულთან ან რეპტილიებთან კონტაქტი
პაციენტი არის ჩვილი (დაბადებიდან 3 თვემდე ასაკი) ან არის მოზრდილი>50 წლის ათეროსკლეროზის ანამნეზით
პაციენტს აქვს ფონური იმუნოკომპრომისული მდგომარეობა
ანალურ-გენიტალური, პერორალურ-ანალური ან თით-ანალური კონტაქტი.
მულტიპლექსური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
სალმონელას დიაგნოსტირება შესაძლებელია აგრეთვე განავლიდან კულტურისგან დამოუკიდებელი დიაგნოსტიკური ტესტის (CIDT) გამოყენებით, კერძოდ, მულტიპლექსური PCR პანელებით პრაიმერებით რამდენიმე გავრცელებული დიარეის პათოგენისთვის. ამ ტექნიკას მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა აქვს.[69][70]
Multiplex PCR პანელები სულ უფრო ხშირად გამოიყენება მწვავე ინფექციური გასტროენტერიტის მქონე პაციენტების შესაფასებლად, მათი უმაღლესი მგრძნობელობისა და შედარებით მოკლე დროში შესრულების გამო.[71]რეფლექსური კულტივირება უნდა ჩატარდეს სალმონელას ყოველი შემთხვევის აღმოჩენისთანავე(შიგელა.კამპილობაქტერია),რომ უზრუნველყოთ იზოლატების ტესტირება მგრძნობიარე და ტიპური შტამებისათვის.[72][73]
ქრონიკული მატარებლობა
განავლის ნიმუშები შეიძლება შემოწმდეს ქრონიკული მტარებლობის მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის. დიაგნოზი დგინდება სალმონელაზე დადებითი განავლის კულტურით მწვავე ავადმყოფობიდან 12 თვეში ან მეტი ხნის შემდეგ.[32]
ზოგადად მტარებლობის შესახებ გამოკვლევის საჭიროება დასაბუთებული არ არის, მაგრამ სასურველია, იგი ეფუძნებოდეს ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის გაიდლაინებს (მაგ. შეიძლება, საჭირო იყოს ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებისთვის, მაგ. ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ან კვების ობიექტის მუშაკები).
სხვა გამოკვლევები
სეროლოგიური ტესტები
სისხლის თეთრი უჯრედები-ლეიკოციტების რაოდენობა ჩვეულებრივ ნორმალურია სალმონელას გასტროენტერიტის შემთხვევაში, ზოგჯერ მოუმწიფებელ ფორმებზე გადასვლასთან ერთად, ვლინდება მსუბუქი ლეიკოციტოზი. თუმცა, პერიფერიული ლეიკოციტების რაოდენობის განსაზღვრა დიფერენციული დათვლით და სეროლოგიური გამოკვლევების ჩატარება მწვავე ინფექციური დიარეის მიზეზის დასადგენად რეკომენდებული არ არის.[66]
სისხლის ანალიზი O ანტიგენის ანტისხეულებზე, როგორიცაა მაგალითად ვიდალის სინჯი, არასპეციფიკურია და არ არის რეკომენდებული არატიფოიდური და ტიფოიდური სალმონელასთვის.[35]
სისხლის კულტურები
უნდა აიღოთ სიმპტომური პაციენტების შემთხვევაში:[66]
<3 თვემდე ასაკი
სეპტიცემიის ნიშნები, ან ეჭვი ენტერულ ცხელებაზე
ინფექციის სისტემური გამოვლინებები
იმუნოკომპრომისული მდგომარეობა
მაღალი რისკის შემცველი მდგომარეობები, როგორიცაა ჰემოლიზური ანემია
ვინც მოგზაურობდა ან ჰქონდა კონტაქტი ენტერულ და ცხელებისთვის–ენდემურ რეგიონებში მოგზაურთან, რომელსაც აღენიშნება უცნობი წარმოშობის ფებრილური ავადმყოფობა.
გამოსახულების მიღება
რადიოლოგიური გამოკვლევები (მაგ. ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) რუტინულად არ ტარდება. მიუხედავად ამისა, მათი გამოყენება შეგვიძლია განვიხილოთ შემდეგი მდგომარეობების გამოსავლენად: აორტიტი, მიკოზური ანევრიზმა, პერიტონიტის ნიშნები და სიმპტომები, თავისუფალი აირის არსებობა მუცლის ღრუში, ტოქსიკური მეგაკოლონი ან ინფექციის სისხლძარღვგარე კერები ხანდაზმულ პირებში ინვაზიური Salmonella enterica-ის ინფექციით, თუ არის მდგრადი ცხელება ან ბაქტერიემია მიუხედავად ანტიმიკრობული თერაპიისა. ან თუ პაციენტს აქვს ათეროსკლეროზული დაავადება ან ცოტა ხნის წინ დაეწყო ტკივილი გულმკერდის, წელის ან მუცლის არეში.[66]
თითის ანაბეჭდის საფუძველზე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR).
ეპიდაფეთქების გამოკვლევისას შეიძლება, გამოვიყენოთ PCR დამყარებული მიმოხილვითი ქრომოტოგრამების და/ან MLST მეთოდი, რათა მოცემული სეროტიპის შტამების ურთიერთდამოკიდებულება განისაზღვროს.[74][75]ეს ძირითადად ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტებზე, ან სპეციალიზირებულ კვლევით ლაბორატორიებში ხდება. PCR-ზე დაფუძნებული თითის ანაბეჭდი და მულტილოკუსური ტიპირება მეტწილად ჩანაცვლებულია მთელი გენომის თანმიმდევრობით, რომელიც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სეროტიპის იდენტიფიცირებისთვის უმეტეს შემთხვევებში.[76]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას