გართულებები
სალმონელას გასტროენტერიტის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ რეაქტიული ართრიტი გასტროინტესტინური სიმპტომების განვითარებიდან მალევე. ეს იმუნური ფენომენია და სპეციფიკურ ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. ინფექციის ნაწლავგარე გავრცელება შეიძლება სახსრებშიც, მაგრამ ეს პროცესი უმთავრესად უფრო ლოკალიზებულია.
რეაქტიული ართრიტი ძირითადად აზიანებს ქვედა კიდურებისდამახასიათებელი სურათი, განლაგება, მიმდევრობადამახასიათებელი სურათი, განლაგება, მიმდევრობა სახსრებს ოლიგოარტიკულარული დახასიათებელი სურათით.
ეს შეიძლება ხანმოკლე გართულება იყოს, ან უფრო ქრონიკული სახე მიიღოს. ალაგების საშუალო დროის მონაკვეთი ძირითადად რამდენიმე თვეა; ერთ საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ თითქმის პაციენტთა ნახევარს 6 თვის შემდეგაც გარკვეული სიმპტომები უნარჩუნდებოდათ.[129]
ბაქტერიემია, როგორც დადგენილია ვითარდება სალმონელოზის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 3%-10%-ში.[60] თუმცა, ეს სავარაუდოდ გადაჭარბებულია დეტექციის მიკერძოების გამო; ჯამში ბაქტერიემია სალმონელოზის დროს <5% სიხშირით გვხვდება. არატიფოიდური სალმონელას ინვაზიური დაავადების დროს, ბაქტერიემია, რომელიც პროგრესირებს სეპტიცემიამდე, არის ყველაზე გავრცელებული გართულება, რასაც მოჰყვება ანემია.[123]
არატიფოიდური ბაქტერიემია მძიმე გასტროენტერიტის გარეშე მიუთითებს ან იმუნიტეტის დაქვეითებაზე, ან, უფრო ხნიერ პაციენტებში, ინფიცირებული ათეროსკლეროზული ანევრიზმის არსებობაზე. არატიფოიდური სალმონელას ბაქტერიემიის სიხშირე იზრდება ასაკთან ერთად და ასოცირდება სპეციფიკურ სეროტიპებთან, როგორიცაა S Typhimurium, S Enteritidis და S Heidelberg.[124] ამის საპირისპიროდ, ბაქტერიემიის პიკური სიხშირე ნაწლავური ცხელებით სეროტიპებით nbspS Typhi და S Paratyphi A აღინიშნება ბავშვებში და მოზარდებში.[124][125]
პაციენტებში ცხელებით ან ბაქტერიემიის სისტემური ნიშნებით სისხლის ბაქტეროლოგიური გამოკვლევა სასურველია ჩატარდეს ორჯერადად.
მკურნალობა ითვალისწინებს ინტრავენურ ანტიბიოტიკოთერაპიას, ზოგადად 7-14 დღის განმავლობაში.[45] სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიემიის ემპირიული მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მესამე თაობის ცეფალოსპორინებს და ფტორქინოლონებს, სანამ არ გახდება ცნობილი მგრძნობელობა.[45] განკურნების დასადასტურებლად პაციენტებს განმეორებით უნდა ჩაუტარდეთ სისხლის ბაქტეროლოგიური გამოკვლევა.[44] აივ ინფიცირებულ, სალმონელას ბაქტერემიის მქონე პაციენტებს უმთავრესად მკურნალობენ 4-6 კვირის განმავლობაში განმეორებითი ინფექციის რისკის შესამცირებლად.[45]
სალმონელას გავრცელებამ გასტროინტესტინური ტრაქტის გარეთ შეიძლება გამოიწვიოს ენდოვასკულური, ან ლოკალიზებული ინფექციური პროცესები ძვლებში, სახსრებში, ან სხვა ადგილებში. სალმონელა არის აორტიტის მიზეზი, ეს არის ლეტალური გართულება, განსაკუთრებით 50 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.[126] ნევროლოგიური გართულება მენინგიტის სახით აგრეთვე შეიძლება განვითარდეს, უმეტესად ბავშვებში. ექსტრაინტესტინალური დაავადების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია თანმხლები დაავადებების, როგორიცაა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ან T-უჯრედების უკმარისობა, ან სხვა იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს. სასურველია ენდოვასკულური ინფექციის არსებობაზე საფუძვლიანი ეჭვის მიტანა, განსაკუთრებით რისკფაქტორების მქონე პაციენტებში.[127] შემუშავებულია მარტივი ქულათა ალგორითმი, რომლის მეშვეობით იდენტიფიცირდებიან არატიფოიდური სალმონელას ბაქტერემიის მქონე პაციენტები, რომლებიც არიან ენდოვასკულური ინფექციის მომატებული რისკის ქვეშ.[128]
ექიმები ინფორმირებული უნდა იყვნენ ამ პოტენციური გართულებების შესახებ და ჩაუტარონ სიხლის ბაქტერიული და გამოსახულებითი გამოკვლევა პაციენტებს მუდმივი ან რეკურენტული ცხელებით ან ეექსტრაინტესტინალური პათოლოგიის ნიშნებით.[66] მაგალითად, პერსისტირებადი ან მაღალი ხარისხის ბაქტერემიის (> 50% სისხლის სამი ან მეტჯერადი ბაქტერემიული ანალიზის მიხედვით), ან ენდოვასკულური გართულებების რისკფაქტორების მქონე პაციენტებს სასურველია ჩაუტარდეთ გამოსახულებითი გამოკვლევები აღნიშნული გართულებების გამოსარიცხად. რადიოლოგიური გამოკვლევები შესაძლოა მოიცავდეს გულის ექოკარდიოგრაფიას ვეგეტაციების გამოსარიცხად, აგრეთვე კომპიუტერულ ტომოგრაფიულ სკანირებას, ან ინდიუმით მონიშნული ლეიკოციტებით ჩატარებულ გამოკვლევებს განსხვავებული ლოკალიზაციის ენდოვასკულური გართულებების დასადგენად. მენინგიტის მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტებს სასურველია, ჩაუტარდეთ ცენტრალური ნერვული სისტემის ვიზუალური კვლევები და ლუმბური პუნქცია. კუნთების ჩართვა შეიძლება დადგინდეს გამოსახულებითი კვლევებით, როგორიცაა CT სკანირება, ხოლო ძვლების ჩართვა ძვლების სკანირებით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით/მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებით.
პაციენტები თავდაპირველად სასურველია ინტრავენური ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ. თერაპიის კურსი დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციასა და მკურნალობის კლინიკურ შედეგიანობაზე. ენდოვასკულური ინფექციური პათოლოგიების (მაგ. ინფიცირებული ანევრიზმა) ინტრავენური ანტიმიკრობული თერაპია წარმატებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ ძირითადად გრძელდება მინიმუმ 6 კვირა, რასაც შემდეგ ანტიბიოტიკების პერორალური მიღება მოჰყვება. ხშირად საჭიროა ქირურგიული მართვაც (მაგ.სალმონელოზური კუნთის აბსცესის დრენირება ან სარქველის ჩანაცვლება ენდოკარდიტის შემთხვევებში).
ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექცია, ან ენდოკარდიტი შეიძლება, სიცოცხლისთვის საშიში იყოს. მაგ., ცენტრალური ნერვული სისტემის სალმონელას ინფექცია, რომელიც უფრო ხშირად ბავშვებში ვითარდება, შეიძლება 50%-იანი სიკვდილობითაც კი ხასიათდებოდეს.[44] ადრეული დიაგნოზი და შესაფერისი ანტიბიოტოკებით (რომლისადმი შტამი მგრძნობიარეა) მკურნალობის დაწყება და ქირურგიული ჩარევა გადარჩენადობას აუმჯობესებს.
ცხელებამ, რომელიც არ რეაგირებს მიმდინარე მკურნალობაზე, უნდა გვიბიძგოს შევისწავლოთ იზოლატები მიმდინარე მკურნალობისადმი რეზისტენტობაზე. უნდა შევისწავლოთ ტესტი მგრძნობელობაზე და შესაბამისად მოხდეს ანტიბიოტიკის შერჩევა.
ამასთან, ექსტრაინტესტინალურმა დაავადებებმა, როგორიცაა ლოკალიზებული ინფექცია, რომელიც შესაფერისად არ იყო დრენირებული, ან განკურნებული, შეიძლება გამოიწვიოს პერსისტენტული, მუდმივი ცხელება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას