მიდგომა

სალმონელოზური გასტროენტერიტი ჩვეულებრივ თვითგანკურნებადია და უმეტეს შემთხვევაში ანტიბიოტიკების გამოყენება საჭირო არ არის. იმ პაციენტებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ანტიბიოტიკების გამოყენების გარკვეულ კრიტერიუმებს, მკურნალობის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექცია და შევამციროთ უფრო მძიმე დაავადებების ან ექსტრაინტესტინალური გართულებების განვითარების სიხშირე.

დამხმარე მკურნალობა

სითხის გადასხმა

გასტროენტერიტის მქონე ყველა პაციენტი სასურველია, გამოვიკვლიოთ გაუწყლოებისა ხარისხის და ელექტროლიტური დისბალანსის გამოსავლენად.[82]

მწვავე დიარეის ან გასტროენტერიტის მქონე პაციენტთა უმრავლესობას აქვს უნარი შეინარჩუნოს სითხისა და მარილის ბალანსი წყლის, წვენების, სპორტული სასმელების, სუფების და მარილიანი კრეკერების მოხმარების გზით.[68]

შემცირებული ოსმოლარობის პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარი (ORS) რეკომენდებულია მსუბუქი ან საშუალო დეჰიდრატაციის დროს:[66]

  • ჩვილებში, ბავშვებში და ზრდასრულებში, რომელთაც აღენიშნებათ მწვავე დიარეა

  • დაკავშირებულია ღებინებასთან ან მძიმე დიარეასთან.

მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის მქონე ჩვილებს, ბავშვებს და ზრდასრულებს უნდა ჩაუტარდეთ ORS, სანამ კლინიკური დეჰიდრატაცია არ გამოსწორდება.[66]

პაციენტის რეჰიდრატაციის შემდეგ საჭიროა შემანარჩუნებელი სითხეების გამოყენება. ჩვილებში, ბავშვებში და ზრდასრულებში განავლით დაკარგული მოცულობა შეავსეთ ORS-ით, სანამ დიარეა და ღებინება არ შეწყდება.[66]

ORS-ის ნაზოგასტრული გზით გამოყენება უნდა განვიხილოთ იმ ჩვილებში, ბავშვებსა და ზრდასრულებში, რომელთაც აღენიშნებათ საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაცია, აქვთ პერორალური გზით მიღების აუტანლობა ან ნორმალური ფსიქიკური სტატუსის მქონე ჩვილებში, რომლებსაც აღენიშნებათ ძლიერი სისუსტე ან უარს ამბობენ სითხის სათანადოდ მიღებაზე.[66]

მძიმე დეჰიდრატაცია

ინტრავენურ სითხეებს, როგორებიცაა რინგერის და ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარი, ვიყენებთ მძიმე დეჰიდრატაციის, შოკის ან ფსიქიკური სტატუსის ცვლილების შემთხვევაში, ასევე პერორალური რეჰიდრატაციული თერაპიის წარუმატებლობის ან ილეუსის დროს.[66] ბალანსირებული კრისტალოიდური ხსნარების გამოყენება შეიძლებამ შეიძლება შეამციროს ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის ვადა,ფიზიოლოგიურ ხსნარებთან შედარებით.[83] [ Cochrane Clinical Answers logo ] ინტრავენური რეჰიდრატაცია გრძელდება, სანამ პულსის პერფუზია და ფსიქიკური სტატუსი არ აღდგება და პაციენტი არ გამოფხიზლდება. ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ პაციენტს არ აქვს ასპირაციის რისკფაქტორები და ილეუსი.

დიარეის/ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობა

დიარეა/ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობა არ ანაცვლებს სითხესა და ელექტროლიტურ თერაპიას[66] მისი გამოყენება მხოლოდ ადექვატური ჰიდრატაციის შემდეგ არის მიზანშეწონილი.

დიარეის საწინააღმდეგო აგენტი, ლოპერამიდი, შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვავე წყლიანი დიარეის მქონე იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში. თუმცა, მისი გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ იმ საეჭვო თუ დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც ტოქსიკური მეგაკოლონი შესაძლოა გახდეს ანთებითი დიარეის ან ცხელებით მიმდინარე დიარეის მიზეზი. ლოპერამიდს არ ვიყენებთ მწვავე დიარეის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.[66]

კიდევ ერთი დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატი, ბისმუთის სუბსალიცილატი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ზრდასრულებში კუჭის მოქმედების სიხშირის საკონტროლოდ. ეს აგენტი შესაძლოა სასარგებლო იყოს პაციენტებისთვის, მსუბუქი და საშუალო ფორმის ავადმყოფობის დროს უკეთ ფუნქციონირების თვალსაზრისით[68]

პერორალური რეჰიდრატაციის ამტანობის გასაუმჯობესებლად იყენებენ ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტს, ონდანსეტრონს: >4 წლის ასაკის ბავშვებში და ღებინებით მიმდინარე მწვავე გასტროენტერიტის მქონე მოზარდებში.[66] [ Cochrane Clinical Answers logo ]

პრობიოტიკები

პრობიოტიკებს იყენებენ სიმპტომების სიმძიმისა და ხანგრძლივობის შესამცირებლად იმუნოკომპეტენტურ მოზრდილებში და ინფექციური ან ანტიმიკრობულ საშუალებებთან დაკავშირებული დიარეის მქონე ბავშვებში.[66]

თუთია

თუთიის პერორალური დანამატების გამოყენება ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ თუთიის დეფიციტის მაღალი პრევალენტობის ქვეყნებში ან ბავშვებში, რომელთაც აქვთ მალნუტრიციის ნიშნები.[66]

მედიკამენტური მკურნალობა

ვინაიდან გასტროენტერიტის შემთხვევათა უმრავლესობა ბუნებით თვითგანკურნებადია, ანტიბიოტიკებს საწყისი მკურნალობის სახით არ იყენებენ.[66][68]ანტიბიოტიკოთერაპია არ ამცირებს გაურთულებელი შემთხვევების სიმპტომებს,ანტიბიოტიკოთერაპია საჭიროა მძიმე და გართულებული შემთხვევების დროს,ასევე ინფექციის გართულების რისკის მქონე პაციენტებში,იმუნიტეტდაქვეითებელი პაციენტების ჩათვლით.[84][85][86][87]

ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია არ არის რეკომენდებული იმუნოკომპეტენტურ პირებში სისხლიანი დიარეით, გამოკვლევების შედეგების მოლოდინის პერიოდში.[66]

ანტიბიოტიკების გამოყენება არ ამსუბუქებს ტიოიურად მიმდინარე დაავადების ხანგრძლივობას და არ ამცირებს დაავადებების სიმპტომებს.[84][88][89][90][91]გარდა ამისა, ანტიბიოტიკებმა შესაძლოა გამოიწვიონ არასასურველი ეფექტები, გაახანგრძლივონ სალმონელას, მტარებლობის დრო და გაზარდონ რეციდივის რისკი.[84] არადიფერენცირებული დიარეული ავადმყოფობის (მაგ. შიგა ტოქსინის წარმომქმნელი Escherichia coli) მკურნალობას ანტიბიოტიკით შესაძლოა მოჰყვეს არასასურველი შედეგები, როგორიცაა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის გაზრდილი რისკი.[92]

მძიმე დაავადების განვითარების რისკის მქონე პაციენტები

პაციენტებისათვის მძიმე დაავადებით ან უფრო მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკით მაგ, ბაქტერემია ან სალმონელოზის ექსტრაინტერსტინული სხვა ფორმების განვითარება, უნდა განვიხილოთ პერორალური ანტიბიოტიკოთერაპიის ხანმოკლე კურსის დანიშვნია. პაციენტების აღნიშნული ჯგუფებია:[44][45][66]​​[93][94][95]

  • 3 თვემდე ასაკის ჩვილები, რომლებზეც არსებობს ბაქტერიული ეტიოლოგიის ეჭვი

  • 50 წელზე მეტი ასაკის მოზრდილები, ბაქტერიემიით და არსებული ათეროსკლეროზული დაზიანებების დათესვის რისკის შესამცირებლად

  • აივ-ინფიცირებული პაციენტები

  • პირები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ უკანასკნელ პერიოდში საერთაშირისო ტიპის მოგზაურობა და აქვთ სხეულის ტემპერატურა≥38.5°C (101.3°F) და/ან სეფსისის ნიშნები

  • სისხლძარღვოვანი პათოლოგიების, მაგ. ხელოვნური სარქვლის, ან აორტოკორონარული შუნტის. მქონე პაციენტები

  • ხელოვნური სახსრის მქონე პაციენტები

  • იმუნოკომპრომისული პაციენტები მძიმე ავადმყოფობით და სისხლიანი დიარეით.

მოზრდილებში რეკომენდებულ ანტიბიოტიკებს შორის მოიაზრება ფთორქინოლონი (მაგ. ციპროფლოქსაცინი) ან აზითრომიცინი, რაც დამოკიდებულია ანტიბიოტიკების მიმართ ადგილობრივ მგრძნობელობასა და მოგზაურობის ანამნეზზე.[66][68]

ფთორქინოლინებისადმი რეზისტენტობა აღწერილია რამდენიმე რეგიონში; შესაბამისად, თუ ფთორქინოლონზე პაციენტი შესაბამისად არ რეაგირებს, სასურველია პაციენტის გადაყვანა ალტერნატიულ ანტიბიოტიკოთერაპიაზე მგრძნობელობის დადგენის შემდეგ.[96][97]2012 წელს, კლინიკური ლაბორატორიული სტანდარტების ინსტიტუტმა (CLSI) შეცვალა სალმონელას ფლუოროკინოლონის რღვევის წერტილები, რათა დადასტურებულიყო შემთხვევები არაოპტიმალური მკურნალობის პასუხების შესახებ ინფექციებში, რომლებიც გამოწვეულია შტამებით ინ ვიტრო მგრძნობელობის ზომიერი შემცირებით.[98]დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობა დაკავშირებულია ფთორქინოლონებისადმი რეზისტენტული შტამის არსებობასთან.[99]

ფტოროქინოლონები დაკავშირებულია სერიოზულ, დამაინვალიდებელ და პოტენციურად გვერდით მოვლენებთან, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაგლეჯა, ართრალგია, ნეიროპათიები და კუნთოვანი ან ნერვული სისტემის სხვა ეფექტები.[100][101] აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გამოსცა გაფრთხილებები აორტის აშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ არასასურველი ეფექტების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფთორქინოლონებს.[102][103]

ალტერნატიული ანტიბიოტიკოთერაპია

მესამე თაობის ცეფალოსპორინი ან აზითრომიცინი რეკომენდებულია სპეციფიკურად <3 თვემდე ასაკის ჩვილებში და დამოკიდებულია ანტიბიოტიკების მიმართ ადგილობრივ მგრძნობელობასა და მოგზაურობის ანამნეზზე.[66]

ბავშვების მკურნალობა გართულებულია, იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება სალმონელას იზოლატების რეზისტენტობა და, ამასთან, პედიატრიულ პაციენტებში ფთორქინოლონების ტიპის ანტიბიოტიკების გამოყენებას ტოქსიკურობის რისკი ახლავს.[97][104][105][106][107]

ტიფოიდური ცხელებისთვის ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შემსწავლელი კვლევის მიხედვით, ამ აგენტის გამოყენება შეიძლება უსაფრთხოდ სალმონელას ინფექციებისთვის.[108] ციპროფლოქსაცინი ზოგადად არ არის რეკომენდებული პედიატრიულ პოპულაციაში ართროპათიის პოტენციური რისკის გამო, მაგრამ არსებობს ინფორმაცია ამ პოპულაციის პაციენტებში წარმატებული და უსაფრთხო გამოყენების შესახებ განსაკუთრებულ შემთხვევებში.[109]

კვლევები(როგორც in vivo, ისე im vitro) გვიჩვენებენ, რომ კარბაპენემები და ტიგეციკლინი შეიძლება, აქტიური იყოს არატიფოიდური შტამების წინააღმდეგ, მაგრამ სანამ ისინი კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების რეკომენდაციას მიიღებენ, შემდგომი კვლევების ჩატარებაა საჭირო.[110][111]სალმონელას ინფექციების დროს ტიგეციკლინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ძალიან შეზღუდულია.[112] კარბაპემენის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ასევე შეზღუდულია,ხოლო მეროპემენის გამოყენებამ არ მოგვცა სათანადო შედეგი.[113][114] ერტაპენემს შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს უჯრედშიდა სალმონელას განადგურების უნარის გამო.[111]

წარუმატებელი მკურნალობა

პაციენტები, რომლებიც არ რეაგირებენ ანტიბიოტიკოთერაპიაზე, სასურველია, გამოკვლეული იყვნენ წამლისადმი რეზისტენტულ სალმონელას შტამზე.

რეზისტენტობა ასევე დაკავშირებულია დაავადების გართულების, ასევე სიკვდილობის რისკთან.[60] ამიტომაც სასურველია ყველა კლინიკური იზოლატის ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მგრძნობელობის გამოკვლევა. ანტიმიკრობული მკურნალობა სასურველია, შეიცვალოს კლინიკური წარუმატებლობისას და დაფუძნებული იყოს იყოს მგრძნობელობის შედეგებზე.[66]

ქრონიკული მატარებლობა

ქრონიკული მტარებლობის სტატუსი დგინდება  სალმონელაზე დადებითი განავლის ან შარდის კულტურით მწვავე ავადმყოფობიდან 12 თვეში ან მეტი ხნის შემდეგ.[32]

არატიფოიდური სალმონელას ქრონიკული მტარებლობა ვითარდება შემთხვევათა 0.5%-ში (STyphi-ს შემთხვევაში 3%).[33] მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფები ქრონიკული მატარებლობის მეტი რისკით გამოირჩევიან, მათ შორის ჩვილები, ქალები, ნაღვლკენჭოვანი, ან თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტები, ან პაციენტები, რომლებიც ასევე ინფიცირებული არიან Schistosoma haematobium-ით.

გახანგრძლივებული მტარებლობისას შეიძლება, ჩატარდეს ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია, და კონკურენტული ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს სასურველია, მხედველობაში ვიქონიოთ ქირურგიული ჩარევა.[33]

ანტიბიოტიკები

სასურველია, ანტიბიოტიკების ხანმოკლე კურსის მაგივრად უფრო ხანგრძლივი მკურნალობა გამოვიყენოთ. მიუხედავად შესაფერისი ანტიბიოტიკოთერაპიისა, მკურნალობა წარმატებულია მტარებლობის წინააღმდეგ შემთხვევათა მხოლოდ 80%-ში.[115] ანტიბიოტიკოთერაპია მსგავსია S Typhi-ის დროს გამოყენებული მკურნალობისა: ამოქსიცილინი, ტრიმეტოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი ან ციპროფლოქსაცინი.[45][115][116][117] ბოლო ორი ანტიბიოტიკი უკეთესი შეღწევადობით გამოირჩევა და შეიძლება, ისინი უპირატეს მედიკამენტებად ჩაითვალოს.[118][119] ბევრი პროვაიდერი ირჩევს ფტორქინოლონებს სხვა პრეპარატებისადმი რეზისტენტობისა და მკურნალობის უფრო ნაკლები ხანგრძლივობის გამო.[120] ანტიბიოტიკების შერჩევა სასურველია საბოლოოდ ემყარებოდეს კოლონიზებული შტამებისადმი მგრძნობელობის დადგენას.

პრაზიქუანტელი

S haematobium-ის თანარსებული ინფექციის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია პრაზიქვანტელით მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე.[33]

ქირურგიული ჩარევა

სალმონელას მტარებლობის სტატუსი შეიძლება შენარჩუნდეს თანარსებული ნაღვლოვანი კენჭების არსებობის დროს.[33] ქოლეცისტექტომია რეკომენდებულია, განსაკუთრებით, თუ ქრონიკული მტარებლობა რჩება მიუხედავად ანტიბიოტიკოთერაპიისა.[121]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას