ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკ-ფაქტორები მოიცავს 5 წლამდე ასაკს, გასტროენტერიტის მქონე ადამიანებთან კონტაქტს და როტავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ნაკლებობას.[2][3][4][17][20][21][26]

5 წლამდე ასაკი

მწვავე გასტროენტერიტი ყველაზე ხშირია <5 წლამდე ბავშვებში.[2][3][4]

როტავირუსული გასტროენტერიტი, გასტროენტერიტის ყველაზე ხშირი მიზეზი, ყველაზე მეტად გვხვდება და მძიმედ მიმდინარეობს 6 თვიდან 24 თვემდე ასაკის ბავშვებში. ინფექციები სიცოცხლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ხშირად მსუბუქი ან უსიმპტომოა, რაც შეიძლება დედის ანტისხეულებს უკავშირდებოდეს.[13]

ექსპოზიცია გასტროენტერიტის მქონე პირებზე

ვირუსული გასტროენტერიტი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს შორის კონტაქტით.[26] ინფიცირების ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა საბავშვო ბაღებში.[17][20][21]

აუცრელობა როტავირუსის წინააღმდეგ

როტავირუსის ვაქცინით იმუნიზირებულ ბავშვებს ნაკლებად აქვთ როტავირუსული გასტროენტერიტის გადადების შანსი.[28][29][30]

პირღებინება

თითქმის 4-ჯერ უფრო ხშირია და გახანგრძლივებულია როტავირუსული გასტროენტერიტის მქონე ბავშვებში, ვიდრე სხვა ინფექციური აგენტებით გამოწვეული გასტროენტერიტის დროს.[5]

უსისხლო დიარეა

ვირუსული გასტროენტერიტი იშვიათად იწვევს სისხლიან დიარეას. სისხლის არსებობა განავალში მიუთითებს ბაქტერიულ გასტროენტერიტზე.[9]

ნაწლავის მომატებული ხმიანობა

უნივერსალურია გასტროენტერიტის მქონე ბავშვებში.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

მუცლის ტკივილი

გასტროენტერიტის მქონე >3 წელს გადაცილებული მრავალი ბავშვი (მიუხედავად იმისა, ბაქტერიულია თუ ვირუსული) უჩივის სპაზმურ ტკივილს მუცლის არეში.

სუბფებრილური ცხელება

გვხვდება ვირუსული გასტროენტერიტის მქონე ბავშვების დაახლოებით 30-50%-ში.[5]

ტემპერატურა >39°C (102.2°F) მიუთითებს ბაქტერიულ გასტროენტერიტზე

დეჰიდრატაციის მტკიცებულება

ფსიქიკური სტატუსი; პულსი; კაპილარული ავსება; ლორწოვანი გარსების, თვალებისა და ყიფლიბადის მდგომარეობა გვაძლევს მინიშნებებს დეჰიდრატაციის სიმძიმეზე.[40]

მსუბუქი დეჰიდრატაციის ნიშნებია: ყურადღების უნარი ნორმაშია; მცირედ დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა; მცირედ მომატებულია წყურვილი; მცირედ გამომშრალია ლორწოვანი გარსები; მცირედ მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება ნორმაშია; კანის ტურგორი ნორმაშია; თვალები და წინა ყიფლიბადის მდგომარეობა ნორმაშია.

საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის ნიშნებია: ყურადღების უნარი ნორმაშია, მაგრამ დაღლილი ან გაღიზიანებულია; დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა; საშუალოდ მომატებულია წყურვილი; გამომშრალია ლორწოვანი გარსები; მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია; კანის ტურგორი დაქვეითებულია; თვალები ჩაცვენილია და წინა ყიფლიბადი დაწეულია.

მძიმე დეჰიდრატაციის ნიშნებია: აპათიური ან ლეთარგიული მდგომარეობა; მნიშვნელოვნად დაქვეითებულია გამოყოფილი შარდის მოცულობა ან არ გამოიყოფა შარდი; ძლიერად მომატებულია წყურვილი; ძალიან გამომშრალია ლორწოვანი გარსები; გამოხატულად მომატებულია გულისცემის სიხშირე; კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია ან მინიმალურია; კანის ტურგორი დაქვეითებულია; თვალები ძალიან ჩაცვენილია და წინა ყიფლიბადი ძალიან დაწეულია; კიდურები ცივია; ჰიპოტენზია; და კომა.

წონის კლება

უნდა ემთხვეოდეს დეჰიდრატაციის კლინიკურ ნიშნებს.

მუცელი გადაბერილი არ არის

გასტროენტერიტის დროს ბავშვებში მუცელი, როგორც წესი, რბილია და გადაბერილი არ არის. მუცელი შეიძლება იყოს გადაბერილი ბავშვებში, რომლებსაც აქვთ მალნუტრიციის არსებული ნიშნები.

მუცლის ტკივილი

მსუბუქი მტკივნეულობა იშვიათი არ არის ვირუსული გასტროენტერიტის მქონე შედარებით უფროს ბავშვებში. თუმცა, მუცლის მნიშვნელოვანი მტკივნეულობა მიუთითებს ბაქტერიულ გასტროენტერიტზე.

იშვიათი

ლორწო განავალში

ბაქტერიული გასტროენტერიტის დროს უფრო ხშირია, ვიდრე ვირუსული გასტროენტერიტის შემთხვევაში, თუმცა ლორწო გვხვდება როტავირუსული გასტროენტერიტის შემთხვევათა 20%-ში.[45]

რისკფაქტორები

ძლიერი

5 წლამდე ასაკი

მწვავე გასტროენტერიტი ყველაზე ხშირია <5 წლამდე ბავშვებში.[2]

როტავირუსული გასტროენტერიტი, გასტროენტერიტის ყველაზე ხშირი მიზეზი, ყველაზე მეტად გვხვდება და მძიმედ მიმდინარეობს 6 თვიდან 24 თვემდე ასაკის ბავშვებში. ინფექციები სიცოცხლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ხშირად მსუბუქი ან უსიმპტომოა, რაც შეიძლება დედის ანტისხეულებს უკავშირდებოდეს.[13]

ცუდი პირადი ჰიგიენა

ვირუსული გასტროენტერიტი შეიძლება გადაეცემოდეს ადამიანებს შორის კონტაქტით და დაბინძურებული საკვებით და წყლით.[10]

ექსპოზიცია გასტროენტერიტის მქონე პირებზე

ვირუსული გასტროენტერიტი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს შორის კონტაქტით.[26]

საბავშვო ბაღები

ინფიცირების ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა საბავშვო ბაღებში.[17][20][21]

ზამთრის თვეები

ზომიერი კლიმატის რეგიონებში როტავირუსული გასტროენტერიტი ხასიათდება სეზონურობით. პიკი ვლინდება ცივ თვეებში.[6]

როგორც წესი, ამ პერიოდში ოჯახები სახლებში იმყოფებიან და შედარებითი ტენიანობა უფრო დაბალია, რადგან გარედან ჰაერი შემოდის და თბება. შედეგად, მშრალი პირობების გამო ვირუსებით მდიდარი მტვერი წარმოიქმნება განავლით დაბინძურებული მასალებიდან; როტავირუსისთვის ოპტიმალურია საშუალო-დაბალი ტენიანობა. ნაწილაკები მშრალ ჰაერში ვრცელდება და შეიძლება გავრცელდეს მოწყვლად ადამიანზე.

სიღარიბე

სიღარიბე ხშირად უკავშირდება არასწორ კვებას, მჭიდრო დასახლებას, საკვების სუბოპტიმალურ ჰიგიენას და ცუდ სანიტარულ პირობებს, ეს ყველაფერი ზრდის ვირუსის გადაცემის რისკს.[27]

აუცრელობა როტავირუსის წინააღმდეგ

როტავირუსის ვაქცინით იმუნიზირებულ ბავშვებს ნაკლებად აქვთ როტავირუსული გასტროენტერიტის გადადების შანსი.[28][29][30]

ძუძუთი კვების ნაკლებობა

ექსკლუზიურად ძუძუთი კვება მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების რისკს სიცოცხლის პირველ 6-8 თვეში.[31][32] ადამიანის რძის დამცავი ფაქტორები მოიცავს როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ ფაქტორებს.

უჯრედული ფაქტორებია: T და B ლიმფოციტები, მაკროფაგები და ნეიტროფილები. ჰუმორული ფაქტორებია: იმუნოგლობულინები, ლიზოსომა, ნუკლეოტიდები, ლაქტოფერინი, კომპლემენტი, ბიფიდოფაქტორი, ინტერფერონი, ლაქტოპეროქსიდაზა, ოლიგოსაქარიდები, B12 შემბოჭველი ცილა, ეპიდერმული ზრდის ფაქტორი.[33]

ადამიანის რძე აგრეთვე შეიცავს გლუკოზამინებს, რომლებიც ხელს უწყობენ Lactobacillus bifidus-ის გამრავლებას ძუძუთი კვება, ცალკეულად, ამცირებს გასტროენტერიტის ინციდენტობას და სიმძიმეს.[34]

იმუნოდეფიციტი

იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვები მოწყვლადები არიან გასტროენტერიტის მიმართ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას