გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

დეჰიდრატაცია ვირუსული გასტროენტერიტის ყველაზე მნიშვნელოვანი გართულებაა.

სითხის შემცირება ვითარდება ბიოლოგიური სითხეების დაკარგვის შედეგად, რომლის მიზეზი გახლავთ ღებინება, დიარეა და სითხის დანაკარგის არასაკმარისი შევსება.

დეჰიდრატაციის მკურნალობისთვის აშშ-ში ყოვეწლიურად ფიქსირდება 220,000 ჰოსპიტალიზაცია. შედარებადი მაჩვენებლები ფიქსირდება კანადაშიც.[51][82][83] განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

მოკლევადიანი
მაღალი

დეჰიდრატაცია შესაძლოა იყოს ჰიპონატრემიული, იზონატრემიული ან ჰიპერნატრემიული ტიპის. დეჰიდრატაციის ტიპი დამოკიდებულია წყლისა და ნატრიუმის რაოდენობის კარგვაზე ღებინებისა და დიარეის დროს. ჰიპონატრემია შესაძლოა განვითარდეს, როდესაც პერორალური რეჰიდრატაციის პროცესის დროს ვიყენებთ მხოლოდ ჩვეულებრივ წყალს, გაზირებულ სასმელებს ან ხილის წვენს. ჰიპონატრემიის მიზეზი შესაძლოა გახდეს ჰიპოტონური ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება ინტრავენური რეჰიდრატაციის დროს.[40][61]

ჰიპოკალემია შეიძლება გამოიწვიოს შარდში კალიუმის დაკარგვამ, რაც თავის მხრივ განპირობებულია თირკმელში ნატრიუმის შესანარჩუნებლად ალდოსტერონის გაძლიერებული მოქმედებით. მძიმე დეჰიდრატაციის დროს ჰიპოკალემია ხშირი მოვლენაა.

მოკლევადიანი
მაღალი

წარმოადგენს მწვავე დიარეის ხშირ გართულებას და ფეკალიებში ბიკარბონატის დაკარგვით და თირკმლის მიერ წყალბადის იონების ექსკრეციის ფუნქციის დარღვევით.

მოკლევადიანი
მაღალი

რაც უფრო ხანგრძლივია შიმშილი, მით უფრო მაღალი ალბათობით განუვითარდება ბავშვს ჰიპოგლიკემია.[84]

მოკლევადიანი
დაბალი

გამოწვეულია ნაწლავების ლორწოვანი გარსის დარღვევითა და დაზიანებით. აღნიშნული გართულება იშვიათია გარდა შემთხვევისა, როდესაც ვირუსული გასტროენტერიტი ხანგრძლივდება. როგორც წესი, ლაქტოზის შეზღუდვა ხელახალი კვების პროცესის ფარგლებში საჭირო არ არის.

მოკლევადიანი
დაბალი

ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად, წვრილი ნაწლავის ენდოგენურმა ბაქტერიულმა ფლორამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის ინვაზია და, შესაბამისად, ბაქტერემია.[85]

მოკლევადიანი
დაბალი

ფიქსირდება აფებრილური გულყრების განვითარება როტავირუსული გასტროენტერიტის შემდეგ, რომელიც არ არის დაკავშირებული დეჰიდრატაციასთან, ელექტროლიტების მძიმე დისბალანსთან და ჰიპოგლიკემიასთან.[86][87][88]

აფებრილური გულყრების პროგნოზი კეთილსაიმედოა. არაპროვოცირებული გულყრების განვითარების რისკი სიცოცხლის მოგვიანებით ეტაპებზე ძალიან დაბალია.[87][88]

მოკლევადიანი
დაბალი

მძიმე დეჰიდრატაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს საბოლოო ორგანოების ჰიპოპერფუზია, მიმოქცევითი კოლაფსი და შოკი.

აღნიშნული გართულება განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უფრო ხშირია განვითარებად ქვეყნებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას