პრობიოტიკები
პრობიოტიკების გამოყენება, როგორიცაა ლაქტობაცილები, ბიფიდობაქტერიები, Streptococcus thermophilus და Saccharomyces boulardii, დიარეის საწყის ეტაპზე შეიძლება ამცირებდეს განავლის სიხშირეს და დიარეის ხანგრძლივობას. შესაძლებელია როტავირუსის გამოყოფის შემცირებაც.[64]Bernaola Aponte G, Bada Mancilla CA, Carreazo Pariasca NY, et al. Probiotics for treating persistent diarrhoea in children. Cochrane Database Syst Rev. 2013 Aug 20;(8):CD007401.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD007401.pub3/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23963712?tool=bestpractice.com
[65]Floch MH, Walker WA, Madsen K, et al. Recommendations for probiotic use - 2011 update. J Clin Gastroenterol. 2011 Nov;45 Suppl:S168-71.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21992958?tool=bestpractice.com
[66]Saavedra JM, Bauman NA, Oung I, et al. Feeding of Bifidobacterium bifidum and Streptococcus thermophilus to infants in hospital for prevention of diarrhoea and shedding of rotavirus. Lancet. 1994 Oct 15;344(8929):1046-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/7934445?tool=bestpractice.com
[67]Szajewska H, Skórka A, Ruszczyński M, et al. Meta-analysis: Lactobacillus GG for treating acute diarrhoea in children. Aliment Pharmacol Ther. 2007 Apr 15;25(8):871-81.
https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1111/j.1365-2036.2007.03282.x
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17402990?tool=bestpractice.com
[68]Allen SJ, Martinez EG, Gregorio GV, et al. Probiotics for treating acute infectious diarrhoea. Cochrane Database Syst Rev. 2010 Nov 10;(11):CD003048.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD003048.pub3/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21069673?tool=bestpractice.com
[69]Riaz M, Alam S, Malik A, et al. Efficacy and safety of Saccharomyces boulardii in acute childhood diarrhea: a double blind randomised controlled trial. Indian J Pediatr. 2012 Apr;79(4):478-82.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21997865?tool=bestpractice.com
[70]Salari P, Nikfar S, Abdollahi M. A meta-analysis and systematic review on the effect of probiotics in acute diarrhea. Inflamm Allergy Drug Targets. 2012 Feb;11(1):3-14.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22309079?tool=bestpractice.com
[71]Feizizadeh S, Salehi-Abargouei A, Akbari V. Efficacy and safety of Saccharomyces boulardii for acute diarrhea. Pediatrics. 2014 Jul;134(1):e176-91.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24958586?tool=bestpractice.com
მოქმედების მექანიზმი სრულად შესწავლილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, მოიცავს კომპლექსურ ურთიერთქმედებას ეპითელურ, მოლეკულურ, მეტაბოლურ და იმუნოლოგიურ პასუხებს შორის.[72]Salvatore S, Hauser B, Devreker T, et al. Probiotics and zinc in acute infectious gastroenteritis in children: are they effective? Nutrition. 2007 Jun;23(6):498-506.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17499972?tool=bestpractice.com
ვარაუდის მიხედვით, პრობიოტიკები იწვევენ რეცეპტორების კონკურენტული ანტაგონიზმის გზით ბლოკირებას, რაც აძლიერებს იმუნოლოგიურ პასუხს და იწვევს იმ ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც განაპირობებენ ვირუსის ნაწილაკების ინაქტივაციას.[73]Freedman SB. Acute infectious pediatric gastroenteritis: beyond oral rehydration therapy. Expert Opin Pharmacother. 2007 Aug;8(11):1651-65.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17685883?tool=bestpractice.com
თუთიის დანამატები
განვითარებულ ქვეყნებში დიარეის მქონე ბავშვებისთვის თუთიის დანამატების გამოყენება განაპირობებს დიარეის ხანგრძლივობისა და სიმძიმის დაქვეითებას.[74]Lazzerini M, Wanzira H. Oral zinc for treating diarrhoea in children. Cochrane Database Syst Rev. 2016 Dec 20;(12):CD005436.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD005436.pub5/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27996088?tool=bestpractice.com
[75]Haider BA, Bhutta ZA. The effect of therapeutic zinc supplementation among young children with selected infections: a review of the evidence. Food Nutr Bull. 2009 Mar;30(suppl 1):S41-59.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19472601?tool=bestpractice.com
[76]Fischer Walker CL, Black RE. Zinc for the treatment of diarrhoea: effect on diarrhoea morbidity, mortality and incidence of future episodes. Int J Epidemiol. 2010 Apr;39 Suppl 1:i63-9.
https://academic.oup.com/ije/article/39/suppl_1/i63/700151
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20348128?tool=bestpractice.com
თუთია არის აუცილებელი მიკრონუტრიენტი და, ამასთანავე, იმ რამოდენიმე ფერმენტის კოფაქტორი, რომელიც ჩართულია საშუამავლო მეტაბოლიზმში. იგი მოქმედებს, როგორც ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების გამანეიტრალებელი, რის შედეგადაც იცავს უჯრედის მემბრანებს ჟანგვითი დაზიანებისგან. თუთიას გააჩნია პირდაპირი ეფექტი ნაწლავების ხაოების და ხაოიანი ზედაპირის დისაქარიდაზას აქტივიობის მიმართ, ამასთანავე, გამოხატავს ეფექტს ნაწლავებში წყლისა და ელექტროლიტების ტრანსპორტზე.[77]Patel AB, Dhande LA, Rawat MS. Therapeutic evaluation of zinc and copper supplementation in acute diarrhea in children: double blind randomized trial. Indian Pediatr. 2005 May;42(5):433-42.
https://www.indianpediatrics.net/may2005/433.pdf
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15923689?tool=bestpractice.com
თუთია აგრეთვე ხელს უწყობს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნიტეტს, რაც განაპირობებს იმ პათოგენების გაძლიერებულ ალაგებას ნაწლავებში, რომლებიც იწვევენ დიარეას.[78]Bahl R, Bhandari N, Saksena M, et al. Efficacy of zinc-fortified oral rehydration solution in 6- to 35-month-old children with acute diarrhea. J Pediatr. 2002 Nov;141(5):677-82.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12410197?tool=bestpractice.com
ვინაიდან მრავალი კვლევის თანახმად დადასტურდა თუთიის დანამატების სარგებლიანობა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და UNICEF რეკომენდაციას უწევენ თუთიის დანამატის 20 მგ დოზის დღიურ გამოყენებას 10-14 დღის განმავლობაში მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში (10 მგ/დღე <6 თვის ასაკის ჩვილებში).[79]WHO/UNICEF joint statement. Clinical management of acute diarrhoea. May 2004 [internet publication].
https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/68627/WHO_FCH_CAH_04.7.pdf?sequence=1&isAllowed=y
მწვავე დიარეის დროს თუთიის მიწოდების ალტერნატიული გზა არის თუთიის შერევა პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარში. თუთიის დანამატები, ყველაზე მეტად, სასარგებლოა მალნუტრიციულ ბავშვებში და აგრეთვე ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თუთიის დეფიციტი. განვითარებულ ქვეყნებში თუთიის დანამატების გამოყენების როლი დიარეული ეპიზოდების დროს კვლავ საჭიროებს დამატებით შეფასებას. ტრადიციული პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარის ეფექტიანობისა და თუთიის დანამატების მომატებული ფასის გათვალისწინებით, განვითარებულ ქვეყნებში თუთიის დანამატის გამოყენება რუტინულად რეკომენდებული არ არის.
რაცეკადოტრილი
რაცეკადოტრილი არის დიარეის საწინააღმდეგო წამალი, რომელიც ნაწლავებში ანტი-სეკრეტორულ მოქმედებას ავლენს. 9 რანდომიზებული კონტროლირებული კვლევების მეტა-ანალიზის ფარგლებში ერთმანეთს შეადარეს რაცეკადოტრილი და პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარი, მხოლოდ პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარი და პერორალური რეჰიდრატაციის ხსნარი პლაცებოსთან ერთად მწვავე გასტროენტერიტის მქონე ბავშვებში. აღმოჩნდა, რომ პერორალური რეჰიდრატაციის ხსნართან ერთად რაცეკადოტრილის გამოყენება ამცირებს დიარეას (ხანგრძლივობას, გამოყოფილ მასას, დეფეკაციის სიხშირეს) ჰოსპიტალიზებულ, ამბულატორიულ პაციენტებში და სხვადასხვა კულტურულ პირობებში განსხვავებული საბაზისო მდგომარეობების გაუთვალისწინებლად (დეჰიდრატაციის ხარისხი, სხვადასხვა ასაკი და როტავირუსის არსებობა).[80]Lehert P, Chéron G, Calatayud GA, et al. Racecadotril for childhood gastroenteritis: an individual patient data meta-analysis. Dig Liver Dis. 2011 Sep;43(9):707-13.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21514257?tool=bestpractice.com
ახალშობილთა როტავირუსის ვაქცინა (RV3-BB)
RV3-BB ვაქცინა მიღებულია ადამიანის ნეონატალური (ახალშობილთა) ვირუსის შტამი RV3-დან (სეროტიპი G3P6), რომელიც ბუნებრივად ატენუირდება და ადაპტირდება ახალშობილის ნაწლავთან, შესაბამისად, მრავლდება კარგად. ველური ტიპის ინფექცია იწვევს ძლიერ სეროლოგიურ პასუხს თემის როტავირუსული შტამების მიმართ და განაპირობებს დამცველობის ჩამოყალიბებს მძიმე როტავირუსული გასტროენტერიტის მიმართ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.[81]Bines JE, At Thobari J, Satria CD, et al. Human neonatal rotavirus vaccine (RV3-BB) to target rotavirus from birth. N Engl J Med. 2018 Feb 22;378(8):719-30.
https://www.nejm.org/doi/10.1056/NEJMoa1706804
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29466164?tool=bestpractice.com
RV3-BB-ის რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა ჩატარდა ინდონეზიაში, რომლის მიხედვითაც ვაქცინა ეფექტური, იმუნოგენურია და კარგი ამტანობით ხასიათდება ახალშობილებში. ახალშობილთა ჯგუფში ეფექტურობა 94% იყო მე-12 თვეს, ხოლო ჩვილების ჯგუფში- 99%.[81]Bines JE, At Thobari J, Satria CD, et al. Human neonatal rotavirus vaccine (RV3-BB) to target rotavirus from birth. N Engl J Med. 2018 Feb 22;378(8):719-30.
https://www.nejm.org/doi/10.1056/NEJMoa1706804
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29466164?tool=bestpractice.com
დღესდღეობით ხელმისაწვდომი ვაქცინები ლიცენზირებულია 6 კვირის ან მეტი ასაკის ჩვილებისთვის. სამომავლოდ, ახალი ვაქცინა შეიძლება გვაძლევდეს პრევენციის საშუალებას დაბადებიდანვე.