მტკიცებულება
ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.
BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები
მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.
ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.
მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით ამასთან, ინტერვენციასა და შედარებით ჯგუფს შორის შესაძლოა განსხვავება არ არსებობდეს.
პოპულაცია: მოზრდილები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, რომელთაც აღენიშნებათ ვენტილატორ-ასოცირებული პნევმონია
ინტერვენცია: ანტიბიოტიკოთერაპიის მოკლე კურსი (7 ან 8 დღე)
შედარება: ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივი კურსი (10, 12, 15 ან 16 დღის განმავლობაში)
| შედეგები | ეფექტიანობა (BMJ შეფასება)? | მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)? |
|---|---|---|
ყველა მიზეზით 28-დღიანი სიკვდილობა | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ზომიერი |
პნევმონიის განმეორება | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | დაბალი |
პნევმონიის განმეორება: პნევმონია გამოწვეული არაფერმენტული გრამუარყოფითი ბაცილებით (NF-GNB) ᵃ | უპირატესობას ანიჭებს შესადარებელ ჯგუფს | ზომიერი |
პნევმონიის განმეორება: პნევმონია გამოწვეული მულტირეზისტენტული (MDR) ორგანიზმებით ᵇ | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის |
დღეები ანტიბიოტიკების გარეშე 28 დღის თავზე | უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას | დაბალი |
კლინიკური კუპირება | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის |
ინტენსიური მოვლის განყოფილებაში ყოფნის ხანგრძლივობა | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის |
მექანიკური ვენტილაციის ხანგრძლივობა | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის |
შენიშვნა:
ᵃ ეფუძნება ქვეჯგუფის ანალიზს. კოქრეინის კლინიკური პასუხი (Cochrane Clinical Answer) ასევე აღნიშნავს სხვა ქვეჯგუფის ანალიზებს მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული Staphyloccocus aureus-ის ან დაუზუსტებელი ორგანიზმების მქონე ადამიანებში. თუმცა, ეს ანალიზები იყო ძალიან მცირე მოცულობის კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად. იხ. კოქრეინის კლინიკური პასუხი დამატებითი დეტალებისთვის.
ᵇ ეს შედეგი დაფიქსირებული იყო კოქრეინის მიმოხილვაში, რომელიც ემყარება კოქრეინის ამ კლინიკურ პასუხს. თუმცა, ეს არ იყო ნახსენები თავად კოქრეინის კლინიკურ პასუხში.
მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):
კოქრეინის კლინიკური პასუხები

კოჰრეინის კლინიკური პასუხები (Cochrane Clinical Answers - CCAs) აწვდის ადვილად წასაკითხ და გასაგებ, კლინიკურად ფოკუსირებულ კავშირებს მაღალი ხარისხის კვლევებთან - კოჰრეინის სისტემატური მიმოხილვებთან. მათი მიზანია იყოს ქმედითი და მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება პაციენტის მოვლის ადგილზე. ისინი დამატებულია Best Practice-ის ძირითადი ტექსტის შესაბამის სექციებში.
- For adults with chronic obstructive pulmonary disease (COPD) and respiratory failure, how do noninvasive and invasive positive‐pressure ventilation (PPV) weaning strategies compare?
- Which regimen is most effective at improving outcomes in critically ill adults with hospital-acquired pneumonia: short-course or prolonged-course antibiotic therapy?
- How do silver-coated endotracheal tubes affect outcomes in critically ill patients?
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას
