ეპიდემიოლოგია

ინფექციური ერითემა გავრცელებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში და მთელი წლის განმავლობაში სპორადულად. ეპიდემიები ხშირია და როგორც წესი გვიანი ზამთრის პერიოდში და ადრეულ გაზაფხულზე გვხვდება, სავარაუდოდ 6-წლიანი ციკლით.[8] დიდ ბრიტანეთში ინფექციის პიკი ფიქსირდება გაზაფხულსა და ზაფხულში, ინციდენტობა იზრდება 3-4 წლიანი ციკლურობით.[9] 

ინფექცია ვრცელდება პირდაპირი კონტაქტით და რესპირატორული წვეთებით. ყველაზე ხშირია სკოლის ასაკის ბავშვებსა და საოჯახო კონტაქტებში. ვირუსი შეიძლება გადაეცეს ტრანსპლაცენტურად, დედიდან ნაყოფზე. ასევე, დაფიქსირებულია გავრცელება სისხლით ან სისხლის პროდუქტებით.[10][11] პარვოვირუს B19-ის სეროპრევალენტობა იმატებს ასაკთან ერთად და 15 წლისთვის მოზარდების 50%-ს აღენიშნება ანტიპარვოვირუსული ანტისხეულები.[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას