გართულებები
B19 პარვოვირუსით გამოწვეული ნაყოფის ანემია შეიძლება გახდეს გულის უკმარისობის მიზეზი და გამოიწვიოს საშვილოსნოსშიდა სიკვდილი.
რისკი ყველაზე მაღალია მეორე ტრიმესტრში, განსაკუთრებით 20-28 კვირის პერიოდში.
ტრანსპლაცენტური ინფექციის რისკი ორსულობისას დაინფიცირებულ ქალებში აღწევს დაახლოებით 30%-ს. ნაყოფის დაკარგვის რისკია 8-10%, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ რეალური რისკი უფრო დაბალია.
ორსულის ინფიცირების ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა მიმართვა მეანთან, რათა განხორციელდეს ნაყოფის ჰემატოლოგიური პარამეტრების მონიტორინგი.
თუ ნაყოფს განუვითარდება მძიმე ანემია, მკურნალობის მეთოდია სისხლის საშვილოსნოსშიდა გადასხმა და ინტრავენური იმუნოგლობულინი.[29][30]
სადავოა, რამდენად გადაწონის სისხლის საშვილოსნოსშიდა გადასხმის სარგებელი აღნიშნული მეთოდის რისკს მძიმე ანემიის დროს.[31]
ინტრავენური იმუნოგლობულინი შეიძლება სასარგებლო იყოს, თუმცა მტკიცებულება მწირია. მტკიცებულება C
გარდამავალი აპლაზიური კრიზი იწვევს ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას, რეტიკულოციტების არარსებობას მწვავე ინფექციის პერიოდში და ალაგდება რამდენიმე დღეში ან კვირაში. იგი გვხვდება ერითროციტების გაძლიერებული განადგურების/დესტრუქციის პირობებში.
აპლაზიური კრიზი, როგორც წესი, გარდამავალია (თვითგანკურნებადი), თუმცა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ანემია და საჭირო გახდეს ტრანსფუზია.[2]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას