მიდგომა

ანამნეზი და კლინიკური გასინჯვა

ინფექციური ერითემის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტია "სილაგაწნული ლოყის" კლასიკური სიმპტომი, რომელსაც ახლავს მაქმანისებრი, რეტიკულური ეგზანთემა სხეულსა და კიდურებზე. ანამნეზში შეიძლება აღინიშნოს ან არ აღინიშნოს სუბფებრილური ცხელება, გრიპის ან რესპირატორული არასპეციფიკური სიმპტომები, რომლებიც ეგზანთემის გამოვლენას წინ უსწრებს.

პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ართრალგია/ართრიტი, განსაკუთრებით ხელების, მაჯის, მუხლის ან კოჭის წვრილ სახსრებში, თუმცა აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, თვითგანკურნებადია. აღნიშნული კლინიკური სცენარის დროს, სხვამხრივ ჯანმრთელი პირის შემთხვევაში, საჭირო არ არის სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები.

იმუნოდეფიციტურ პაციენტებში იმუნური კომპლექსების არ წარმოიქმნება, ამიტომ კლასიკური ინფექციური ერითემის დასაწყის სტადიაზე ისინი არ ვლინდება. პაციენტთა ამ პოპულაციაში შედიან აივ ინფიცირებულნი, პაციენტები ქიმიოთერაპიის შემდეგ, იმუნოკომპრომისული (ტრანსპლანტაციის შემდეგ), ან თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის მქონე პირები.[2] B19 პარვოვირუსით გამოწვეულმა პერსისტენტულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ანემია ერითროციტების ქრონიკული აპლაზიის გამო.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინფექციური ერითემა- ტიპური ერითემატოზული "ხელგაწნული ლოყის" სიმპტომიFrom the collection of Gary A. Dyer, MD; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@369420c2[Figure caption and citation for the preceding image starts]: ზედა კიდურზე ვლინდება ინფექციური ერითემის რეტიკულური, არშიებიანი ერითემატოზული გამონაყარი.From the collection of Gary A. Dyer, MD; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@522c50cc

FBC

სისხლის საერთო ანალიზი და რეტიკულოციტების რაოდენობის განსაზღვრა ანემიის შეფასებისთვის რეკომენდებულია ორსულ პაციენტებში, იმუნოსუპრესიულ პაციენტებში და იმ დაავადებების დროს, რომელთაც ახასიათებთ ერითროციტების განადგურება/დესტრუქცია (მაგ. თანდაყოლილი სფეროციტოზი, ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, თალასემია, რკინადეფიციტური ანემია). გარდამავალი აპლაზიური კრიზის შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაცია ჰემატოლოგ/ონკოლოგთან ( მწვავე ინფექციის მიმდინარეობისას ჰემოგლობინის დონის დაქვეითება რეტიკულოციტების გაქრობასთან ერთად).

სეროლოგია

სეროლოგიური კვლევები აუცილებელია იშვიათად, გარდა გართულებული B19 ინფექციისა (მაგ. ნაყოფის მძიმე ანემიის გამოკვლევა ან აპლაზიური კრიზის მიზეზის დადგენა).[2] ამასთან, ორსულ ქალებში ტიპური ეგზანთემით ან ართრალგიებით სეროლოგიური კვლევა შესაძლოა დაგვეხმაროს პარვოვირუსი B19-ის ინფექციის გამოვლენაში, რაც საშუალებას მოგვცემს პაციენტი დროულად მივმართოთ სპეციალისტთან ნაყოფის მონიტორინგისთვის.[21]

IgM ანტისხეულები ვლინდება ინფექციური ერითემის შემთხვევათა უმრავლესობაში დიაგნოსტიკის დროს და შესაძლებელია აპლაზიური კრიზის შემდგომ დღეებშიც შეგვხვდეს. IgM ანტისხეულები იდენტიფიცირებადია მწვავე ინფექციების შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში. B19 პარვოვირუსის ფართო გავრცელების გამო, IgG-ს არსებობა კლინიკურად ნაკლებად რელევანტურია.[2] დედის IgM შეიძლება არ გამოვლინდეს ნაყოფის წყალმანკის შემთხვევაში, თუმცა IgM იდენტიფიცირებადია ჭიპლარის სისხლში და ვირუსი ვლინდება დნმ კვლევებზე (ჭიპლარის სისხლის ან ამნიონური სითხის ნიმუშებში).[22]

იმუნოდეფიციტური პაციენტებში IgM-ის არასაკმარისი დონის გამო შესაძლებელია ინფექციის ერადიკაცია ვერ მოხდეს. პაციენტი შეიძლება კვლავ დაინფიცირებული იყოს, თუმცა IgM-ის სეროლოგიაზე უარყოფითი პასუხი მივიღოთ. შესაძლო დიაგნოზის დასადასტურებლად შეიძლება გამოგვადგეს ალტერნატიული ტესტები, როგორიცაა ნუკლეინის მჟავას ჰიბრიდიზაცია და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. რადგანაც ვირუსული დნმ იდენტიფიცირდება ვირემიიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, დადებითი შედეგი შეიძლება არ გამოდგეს მწვავე ინფექციის მტკიცებულებად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას