კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ტესტი
გამოკვლევები რეკომენდებულია მხოლოდ გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (ორსულები, იმუნოკომპრომისული პირები ან ისეთი დაავადების შემთხვევა, რომელთაც ახასიათებთ ერითროციტების სწრაფად განადგურება/დესტრუქცია).
შედეგი
ტიპური გამოვლინებაა კლასიკური "სილაგაწნული ლოყის" სიმპტომი, არშიებიანი რეტიკულური ეგზანთემით სხეულსა და კიდურებზე.
გასათვალისწინებელი კვლევები
FBC
ტესტი
რეკომენდებულია ანემიის შესაფასებლად ორსულ პაციენტებში, იმუნოსუპრესიულ პირებში ან ისეთი დაავადებების შემთხვევაში, რომელთაც ახასიათებთ ერითროციტების სწრაფად განადგურება/დესტრუქცია.
შედეგი
სისხლის წითელი უჯრედების შემცირება
რეტიკულოციტების რაოდენობა
ტესტი
რეკომენდებულია ანემიის შესაფასებლად, მაღალი რისკის პაციენტებში.
შედეგი
რეტიკულოციტების რაოდენობის შემცირება
სეროლოგია
ტესტი
შეიძლება გამოსადეგი იყოს ორსულებში ან გართულებული პარვოვირუსული ინფექციის დროს, თუმცა იშვიათადაა ნაჩვენები გაურთულებელი ინფექციური ერითემის შემთხვევაში.
აპლაზიური ანემიის მქონე პაციენტებში დაავადების პრეზენტაციისას შესაძლებელია გამოვლინდეს IgM და ის შეიძლება შენარჩუნდეს 2-3 თვის განმავლობაში.[2]
ორსულებში, ნაყოფის ჰემოლიზის საშიშროებით, IgM-ის აღმოჩენა ჭიპლარის სისხლში უფრო საიმედოა, ვიდრე დედის შრატში.[22]
შედეგი
B19 პარვოვირუსზე დადებითი IgM ანტისხეულები
დნმ-ის კვლევები
ტესტი
დნმ კვლევები (მაგ. ნუკლეინის მჟავის ჰიბრიდიზაცია, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ხელმისაწვდომია მწვავე და პერსისტენტული პარვოვირუსული ინფექციების შემთხვევაში და განსაკუთრებით ინფორმატიულია ქრონიკული ანემიის შესაფასებლად ან ვირუსის აღმოსაჩენად ამნიოტურ სითხეში.[2]
შედეგი
B19 პარვოვირუსის დნმ-ის არსებობა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას