განხილვები პაციენტთან

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Prévention de l’Influenzaავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2018Preventie van influenzaავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2018

გრიპის მქონე პაციენტებს ურჩეთ, თავი აარიდონ არაინფიცირებულ პირებთან მჭიდრო კონტაქტს, რათა თავიდან იყოს აცილებული რესპირატორული სეკრეტებით ვირუსის გაცემა და შესაბამისად, შეიზრუდოს ვირუსის გავრცელება საზოგადოებაში.

აუხსენით პაციენტებს, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა კეთდება ყოველწლიურად, რომლის კომპონენტებიც ასახავს მიმდინარე სეზონისთვის პროგნოზირებულ შტამებს. შესაბამისად, აცრა უნდა ჩატარდეს ყოველ სეზონზე.

პაციენტებმა ასევე უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ყალბი და ოფიციალურად დაუმტკიცებელი, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები, რომლებიც თითქოს გრიპის პრევენციის ან განკურნებისთვისაა განკუთვნილი. აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გააფრთხილა პაციენტები, რომ ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები შეიძლება გამოიყენებოდეს გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად, მაგრამ არა მისი პრევენციის ან მკურნალობისთვის.[170]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას