გართულებები
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Prévention de l’Influenzaავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2018Preventie van influenzaავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2018ყველაზე ხშირია მაღალი რისკის პოპულაციაში, როგორიც არიან ქრონიკული (კლინკური) მდგომარეობების მქონე პაციენტები. დაკავშირებულია გრიპით გამოწვეული ყველა სიკვდილობის 25%-თან.[98] ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების (LRTIs) დაახლოებით 11.5%-ს იწვევს სეზონური გრიპი. ქვედა სასუნთქი გზების ინფქეციების განვითარებისადმი განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან 70 წელს გადაცილებული მოზრდილები.[157]
ყველაზე ხშირად გვხვდება Streptococcus pneumoniae, Staphylococcus aureus და Haemophilus influenzae.[158]
მკურნალობა ანტიბიოტიკებით, რომლებიც ფარავს კონკრეტულ ბაქტერიულ მიკროორგანიზმებს ან კულტურის შედეგების მიხედვით.
გულმკერდის რენტგენით გამოვლინდება დამახასიათებელი ინფილტრატები.
პირველადი ვირუსული პნევმონია ვითარდება მაშინ, როცა გრიპის ვირუსის ინფექციის გამო პროცესში უშუალოდ ჩართულია ფილტვის ქსოვილი. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების (LRTIs) დაახლოებით 11.5%-ს იწვევს სეზონური გრიპი. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების განვითარებისადმი განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან 70 წელს გადაცილებული მოზრდილები. 2017 წელს აღნიშნული ინფექციის შედეგად გლობალურად აღირიცხა ჰოსპიტალიზაციის 9,459,000 და გარდაცვალების 145,000 შემთხვევა.[157]
ეჭვი უნდა გაჩნდეს მაშინ, როდესაც მწვავე გრიპის სიმპტომები პერსისტირებს და კუპირების და შემსუბუქების ნაცვლად მძიმდება.
შეიძლება აღინიშნოს მაღალი ცხელება, ქოშინი და ციანოზი.[4]
ყველაზე ხშირია მაღალი რისკის პოპულაციაში, როგორიც არიან ქრონიკული (კლინიკური) მდგომარეობების მქონე პაციენტები.
გრიპს ართულებს ბავშვების 10-50%-ში.[159] ოსელტამივირით მკურნალობა ამცირებს მწვავე შუა ოტიტის ახალი ინფექციის ინციდენტობას ბავშვებში.[160]
ეტიოლოგია არის ბაქტერიული სუპერინფექცია, რომელიც ყველაზე ხშირად დაკავშირებულია მიკროორგანიზმებთან: Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae ან Moraxella catarrhalis.[161] მკურნალობა ეფუძნება აღნიშნული მიკროორგანიზმების მოცვას.
აშშ-ში (2000-2004 წლებში) ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის მქონე 842 ბავშვის რეტროსპექტული კოჰორტული კვლევის მიხედვით, ნევროლოგიური გართულებების ინციდენტობა იყო 4 შემთხვევა ყოველი 100 000 ადამიანი/წელიწადზე.[159]
ნევროლოგიური გართულებები უფრო ხშირი იყო 6 თვიდან 4 წლამდე ასაკში და ფონური ნევროლოგიური ან ნერვკუნთოვანი დაავადების შემთხვევაში.
ენცეფალიტი ვითარდება ვირუსის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეღწევის შემდეგ. ვინაიდან ენცეფალიტის დროს ხშირია თავის ტვინის ფუნქციის პათოლოგიები, მნიშვნელოვანია ფსიქიკური მდგომარეობის (მენტალური სტატუსის) ცვლილების, მოტორული ან სენსორული დეფიციტის, შეცვლილი ქცევის, პიროვნული ცვლილების, მეტყველების ან მოძრაობის დარღვევების მონიტორინგი.
მკურნალობა დამხმარე სახისაა.
მწვავე ანთებით გამოწვეული ზურგის ტვინის სეგმენტური დაზიანებაა. როგორც წესი, ანთება ორმხრივია, იწვევს სისუსტეს და სენსორულ პათოლოგიას დაზიანების ქვედა დონეზე.
ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით (MRI) ვლინდება გადოლინიუმით გაძლიერებული სიგნალი დაზიანებულ სეგმენტ(ებ)ში.
პაციენტებს ხშირად მკურნალობენ პარენტერალური კორტიკოსტეროიდებით.[165]
მენინგიტის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ დისკომფორტი, ლეთარგია და/ან შემაწუხებელი თავის ტკივილი, თუმცა ცერებრალური ფუნქცია რჩება ნორმალური.
მკურნალობა დამხმარე სახისაა.
აშშ-ში 2000-2004 წლებში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის მქონე 842 ბავშვის რეტროსპექტული კოჰორტული კვლევის მიხედვით, ნევროლოგიური გართულებების ინციდენტობა იყო 4 შემთხვევა ყოველ 100 000 ადამიანზე/წელიწადში.[159] ნევროლოგიური გართულებები უფრო ხშირი იყო 6 თვიდან 4 წლამდე ასაკში და ფონური ნევროლოგიური ან ნერვკუნთოვანი დაავადების შემთხვევაში.
ჰეტეროგენული მდგომარეობა რამდენიმე ვარიანტით. გიენ-ბარეს სინდრომი ყველაზე ხშირად ვლინდება მწვავე პარალიზური ავადმყოფობის სახით, რომელიც პროვოცირდება წინმსწრები ინფექციით.
გიენ-ბარეს სინდრომის კარდინალური კლინიკური სურათია: პროგრესირებადი, საკმაოდ სიმეტრიული სისუსტე კუნთებში, ღრმა მყესების რეფლექსების გაქრობა ან დაქვეითება.
მკურნალობა უმეტესწილად დამხმარეა, თუმცა გამოყენებულია მოდიფიცირებადი ისეთი აგენტები, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები და იმუნოგლობულინის ინფუზია.[166]
ტოქსიკური შოკის სინდრომი, რაც დაკავშირებულია Staphylococcus aureus-ით ინფექციასა და მწვავე გრიპთან, აღწერილია მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა გრიპის A, ასევე B ტიპის ინფექციების შემთხვევები.[167]
გრიპის ინფექციასთან დაკავშირებული მიოკარდიტი იშვიათია. პრეზენტაცია მერყეობს ცხელება, მიალგია, პალპიტაცია, ქოშინი და გულმკერდის ტკივილიდან ჰემოდინამიკური არასტაბილურობამდე და კოლაფსამდე.[168] მაღალი კლინიკური ეჭვი, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დროს, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გრიპის მომატებული აქტივობის სეზონებში.[169]
აშშ-ში 2000-2004 წლებში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის მქონე 842 ბავშვის რეტროსპექტული კოჰორტული კვლევის მიხედვით, ნევროლოგიური გართულებების ინციდენტობა იყო 4 შემთხვევა ყოველ 100 000 ადამიანზე/წელიწადში.[159]
ნევროლოგიური გართულებები უფრო ხშირი იყო 6 თვიდან 4 წლამდე ასაკში და ფონური ნევროლოგიური ან ნერვკუნთოვანი დაავადების შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია ფსიქიკური სტატუსის ცვლილების, მოტორული ან სენსორული დეფიციტის, შეცვლილი ქცევის, პიროვნული ცვლილების, მეტყველების ან მოძრაობის დარრვევების მონიტორინგი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას