ნემსისგან თავისუფალი ტექნოლოგია
გრიპის ვაქცინის უნემსო ინექციით შეყვანამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ნემსის ჩხვლეტასთან დაკავშირებული შიში და ნემსით გამოწვეული დაზინების რისკი.[142]McAllister L, Anderson J, Werth K, et al. Needle-free jet injection for administration of influenza vaccine: a randomised non-inferiority trial. Lancet. 2014 Aug 23;384(9944):674-81.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24881803?tool=bestpractice.com
კომბინირებული ანტივირუსული მკურნალობა
ორი ანტივირუსული პრეპარატის კომბინაცია, რომლებიც მოქმედებს ვირუსის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ნაწილზე, შეიძლება სარგებლიანი იყოს მონოთერაპიასთან შედარებით. თუმცა, აღნიშნული მეთოდი შეზღუდულია ხელმისაწვდომი ანტივირუსული პრეპარატების მცირე რაოდენობის გამო.[143]Moscona A. Medical management of influenza infection. Annu Rev Med. 2008 Feb;59:397-413.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17939760?tool=bestpractice.com
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა თერაპიული სინერგიზმი ოსელტამივირის ამანტადინთან ან ოსელტამივირის ფავიპირავირთან კომბინაციით.[144]Ilyushina NA, Hoffmann E, Salomon R, et al. Amantadine-oseltamivir combination therapy for H5N1 influenza virus infection in mice. Antivir Ther. 2007;12(3):363-70.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17591026?tool=bestpractice.com
[145]Smee DF, Hurst BL, Wong MH, et al. Effects of the combination of favipiravir (T-705) and oseltamivir on influenza A virus infections in mice. Antimicrob Agents Chemother. 2010 Jan;54(1):126-33.
https://aac.asm.org/content/54/1/126.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19901093?tool=bestpractice.com
in vitro კვლევის მიხედვით, ამანდატინითა და ოსელტამივირით კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება შეამციროს წამლის მიმართ რეზისტენტული A ტიპის გრიპის განვითარება.[146]Ilyushina NA, Bovin NV, Webster RG, et al. Combination chemotherapy, a potential strategy for reducing the emergence of drug-resistant influenza A variants. Antiviral Res. 2006 Jul;70(3):121-31.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16516984?tool=bestpractice.com
თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რადგანაც ოსელტამივირით მონოთერაპიასთან შედარებით კვლევაში ოსელტამივირისა და ზანამივირის კომბინაცია ნაკლებეფექტური აღმოჩნდა.[147]Duval X, van der Werf S, Blanchon T, et al. Efficacy of oseltamivir-zanamivir combination compared to each monotherapy for seasonal influenza: a randomized placebo-controlled trial. PLoS Med. 2010 Nov 2;7(11):e1000362.
https://journals.plos.org/plosmedicine/article/info%3Adoi%2F10.1371%2Fjournal.pmed.1000362
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21072246?tool=bestpractice.com
ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბალოქსავირ მარბოქსილის კომბინაცია ნეირამინიდაზას ინჰიბიტორთან პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი არიან მძიმე გრიპით, არ დებდა უფრო უკეთეს კლინიკურ შედეგებს მხოლოდ ნეირამინიდაზას ინჰიბიტორთან შედარებით.[148]Kumar D, Ison MG, Mira JP, et al. Combining baloxavir marboxil with standard-of-care neuraminidase inhibitor in patients hospitalised with severe influenza (FLAGSTONE): a randomised, parallel-group, double-blind, placebo-controlled, superiority trial. Lancet Infect Dis. 2022 May;22(5):718-30.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35085510?tool=bestpractice.com
რეკომბინანტული სიალიდაზასთან შეკავშირებული ცილა DAS181
დამუშავების პროცესშია აგენტი, რომლის სამიზნეც მასპინძლის რესპირატორული უჯრედებია (და არა თავად გრიპის ვირუსი). კერძოდ, სამიზნეს წარმოადგენს სიალის მჟავას რეცეპტორი, რომელსაც გრიპის ვირუსი იყენებს სასუნთქი გზების ეპითელიუმზე მისამაგრებლად.[143]Moscona A. Medical management of influenza infection. Annu Rev Med. 2008 Feb;59:397-413.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17939760?tool=bestpractice.com
DAS181 სიალიდაზასთან შეკავშირებული ცილაა. ის შედგება Actinomyces viscosus-ის სიალიდაზას კატალიზური დომენისგან, რომელიც შერწყმულია უჯრედის ზედაპირის დამაკავშირებელ მიმდევრობასთან. შერწყმული ცილა აშორებს რეცეპტორებს გრიპის სასუნთქ ეპითელიუმზე მისაერთებლად. კვლევებმა აჩვენა ინ ვიტრო ეფექტიანობა A და B ტიპის გრიპის ვირუსების მიმართ და ინ ვიტრო და ინ ვივო ეფექტიანობა ადამიანის პარაგრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ.[149]Belser JA, Lu X, Szretter KJ, et al. DAS181, a novel sialidase fusion protein, protects mice from lethal avian influenza H5N1 virus infection. J Infect Dis. 2007 Oct 31;196(10):1493-9.
https://academic.oup.com/jid/article/196/10/1493/1075938
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18008229?tool=bestpractice.com
[150]Moscona A, Porotto M, Palmer S, et al. A recombinant sialidase fusion protein effectively inhibits human parainfluenza viral infection in vitro and in vivo. J Infect Dis. 2010 Jul 15;202(2):234-41.
https://academic.oup.com/jid/article/202/2/234/942781
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20533871?tool=bestpractice.com
ციანოვირინი-N
ციანოვირინი-N ცილაა, რომელიც ინ ვიტრო ურთიერთქმედებს ჰემაგლუტინინთან (უჯრედის ზედაპირულ ცილასთან), როგორც A, ისე B ტიპის ვირუსების შემთხვევაში. ანტივირუსულ მოქმედებას ავლენს ვირუსის შეღწევის ბლოკირებით.[143]Moscona A. Medical management of influenza infection. Annu Rev Med. 2008 Feb;59:397-413.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17939760?tool=bestpractice.com
თუმცა, შემდგომ მუშაობას ხელი შეუშალა იმუნოგენურობასა და ციტოტოქსიკურობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. თავდაპირველი კვლევა ახალი პეგილირებული ციანოვირინ-N-ის დერივატით საკმაოდ დადებითი შედეგებით დასრულდა.[151]Wu C, Chen W, Chen J, H. Preparation of monoPEGylated Cyanovirin-N's derivative and its anti-influenza A virus bioactivity in vitro and in vivo. J Biochem. 2015 Jun;157(6):539-48.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25713409?tool=bestpractice.com
მოკლე მაინტერფერირებელი რნმ
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა გამოქვეყნდა თაგვებში, მოკლე მაინტერფერირებელი რნმ (გრიპის გენის სპეციფიკური რეგიონებისთვის) ამცირებს ვირუსის რეპლიკაციას ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში. ახლახანს რნმ ჩარევამ აჩვენა გამა ინტერფერონის დახმარებით გრიპის ვირუსის ინჰიბირება.[152]Švančarová P, Svetlíková D, Betáková T. Induction of interferon lambda in influenza A virus infected cells treated with shRNAs against M1 transcript. Acta Virol. 2015 Jun;59(2):148-55.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26104331?tool=bestpractice.com
ფავიპირავირი
ჩანაცვლებული პირაზინი, რომელიც ახდენს ვირუსის რნმ პოლიმერაზას იჰიბირებას.[143]Moscona A. Medical management of influenza infection. Annu Rev Med. 2008 Feb;59:397-413.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17939760?tool=bestpractice.com
in vitro და in vivo კვლევება აჩვენა ვირუსის რეპლიკაციის ინჰიბირება და აქტივობა ვირუსების საწინააღმდეგოდ, რომლებიც რეზისტენტულია როგორც ამანტადინის, ისე ნერიამინიდაზას ინიჰიბიტორებისადმი. ფავიპირავირი ხელს უშლის გრიპის ვირუსის მრავალი შტამის რეპლიკაციას, მათ შორის H7N9 ფრინველის ვირუსს.[153]Furuta Y, Gowen BB, Takahashi K, et al. Favipiravir (T-705), a novel viral RNA polymerase inhibitor. Antiviral Res. 2013 Nov;100(2):446-54.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3880838
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24084488?tool=bestpractice.com
ასევე, ის აქტიურია არენა-, ბუნია-, ფლავი-, ალფა-, პიკორნა- და ნოროვირუსების წინააღმდეგ.
ვირამიდინი
რიბავირინის წამლის წინა ფორმაა. ვირამიდინის სამიზნეა უჯრედული ფერმენტი IMP დეჰიდროგენაზა, რომელიც ჩართულია ვირუსული რნმ-ის სინთეზში.[143]Moscona A. Medical management of influenza infection. Annu Rev Med. 2008 Feb;59:397-413.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17939760?tool=bestpractice.com
ის აქტიურია სეზონური და H5N1 A გრიპის ვირუსის წინააღმდეგ.[154]Beigel J, Bray M. Current and future antiviral therapy of severe seasonal and avian influenza. Antiviral Res. 2008 Apr;78(1):91-102.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2346583
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18328578?tool=bestpractice.com
ადმინისტრირება შეიძლება ინტრავენურად, პერორალურად ან აეროზოლის სახით.
დნმ ვაქცინა
სამვალენტიანი დნმ ვაქცინა შემუშავებულია სამი პლაზმიდის საშუალებით, რომლებიც შეიცავს ჰემაგლუტინინს სეზონური გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამებიდან. ის ავლენს გრიპისგან დაცვას და აქვს უსაფრთხოების კარგი პროფილი.[155]Jones S, Evans K, McElwaine-Johnn H, et al. DNA vaccination protects against an influenza challenge in a double-blind randomised placebo-controlled phase 1b clinical trial. Vaccine. 2009 Apr 21;27(18):2506-12.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19368793?tool=bestpractice.com
I ფაზის კლინიკურ კვლევაში ადიუვანტურმა მონოვალენტურმა H5 დნმ ვაქცინებმა აჩვენა კარგი ამტანობა და ინაქტივირებული ცილაზე დაფუძნებული H5 ვაქცინების მსგავსად გამოიწვია ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების პასუხი.[156]Smith LR, Wloch MK, Ye M, et al. Phase 1 clinical trials of the safety and immunogenicity of adjuvanted plasmid DNA vaccines encoding influenza A virus H5 hemagglutinin. Vaccine. 2010 Mar 16;28(13):2565-72.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20117262?tool=bestpractice.com
შედეგები მიუთითებს, რომ ადიუვანტური დნმ ვაქცინები, რომლებიც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს, შესაძლოა გამოსადეგი იყოს პანდემიის კონტროლისთვის.
VIS410
VIS410 მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც შეიქმნა A გრიპის ყველა ცნობილი შტამის საწინააღმდეგოდ. მისი პირდაპირი სამიზნეა ჰემაგლუტინინის სპეციფიკური ეპიტოპი- ზედაპირული ცილა, რომელიც უჯრედზე მიმაგრებისა და მასში შეღწევისთვისაა განკუთვნილი. აგენტი არღვევს გრიპის ვირუსის რეპლიკაციის ციკლს. VIS410 განკუთვნილია A გრიპის მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს მე-2 ფაზის კვლევები.