ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკ-ფაქტორები მოიცავს თამბაქოს მოხმარებას, ოჯახურ ისტორიას, სხეულის მაღალ და სუსტ აღნაგობას, ახალგაზრდა ასაკს, COPD-ს, ბოლოდროინდელ ინვაზიურ სამედიცინო პროცედურას, მწვავე მძიმე ასთმას, გულმკერდის ტრავმას, ტუბერკულოზს, შიდს-თან ასოცირებულ პნევმოცისტურ ინფექციას, ლიმფანგიოლეიომიომატოზს, ბირტ-ჰოგ-დუბეს სინდრომს, ფილტვის ლანგერჰანსის უჯრედების ჰისტიოციტოზს, ერჰეიმ-ჩესტერის დაავადებას და ცისტურ ფიბროზს.
ტკივილ გულმკერდის არეში
ქოშინი
ქოშინის ხარისხი დამოკიდებულია ჰიპოქსიის გამომწვევ მიზეზზე და უკვე არსებული ფილტვის დაავადების არსებობასა და სიმძიმეზე. ის აუცილებელ კორელაციაში პნევმოთორაქსის ზომასთან არ არის.[1]
ძლიერ გაფართოებული გულმკერდის იფსილატერალური მხარე
ჰიპერგაფართოების ხარისხი დამოკიდებულია პნევმოთორაქსის ზომაზე და დაძაბულობის პნევმოთორაქსის განვითარებაზე.[1]
ჰიპერ-რეზონანსული გულმკერდის იფსილატერალური მხარე
ჰიპერრეზონანსული ხმიანობა დაზიანებულ მხარეს.
სუნთქვითი ხმაინობა იფსილატერალურ მხარეს დაქვეითებულია ან არ ისმინება
სუნთქვითი ხმიანობის დაქვეითება ან გაქრობა დაზიანებულ მხარეს.
იშვიათი
რისკფაქტორები
ძლიერი
თამბაქოს მოხმარება
პნევმოთორაქსის ოჯახური ანამნეზი
სხეულის მაღალი და სუსტი აღნაგობა
<40 წლის ასაკი
პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსის პირველი ეპიზოდის პიკური ასაკი 20 წელს შეადგენს. პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსი იშვიათად ვითარდება 40 წლის შემდეგ.[13]
ბოლო პერიოდში ჩატარებული ინვაზიური სამედიცინო პროცედურა
ინვაზიური პროცედურები, როგორიცაა ფილტვის დაზიანებების ტრანსკუტანური ნემსით ასპირაცია, თორაკოცენტეზი, ბრონქოსკოპური ტრანსბრონქული ბიოფსია, ცენტრალური ვენური კათეტერის ჩადგმა და დადებითი წნევის ვენტილაცია ასოცირდება იატროგენულ პნევმოთორაქსთან.
გულმკერდის ტრავმა
მწვავე მძიმე ასთმა
ასთმური შეტევის დროს სასუნთქი გზების ანთებით გამოწვეული ჰაერის შეკავების გამო შეიძლება მოხდეს ალვეოლური ტომრების გახეთქვა, რასაც შედეგად მოჰყვება პნევმოთორაქსი.[1]
ფქოდ - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
ეს არის მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსის წამყვანი მიზეზი და დაკავაშირებულია სუბპლევრული ემფიზემური ბუშტუკების გახეთქვასთან[18]
ტუბერკულოზი
მეორადი სპონტანური პნევოთორაქსი გვხვდება ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის შემთხვევების 1,5%-ში. სავარაუდოდ, ამის მიზეზია სუბპლევრული ტუბერკულოზური ცისტების გახეთქვა.[21]
შიდს-თან დაკავშირებული პნევმოცისტური ჟიროვეცის ინფექცია
ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)
მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსი ხშირად გვხვდება ცისტური ფიბროზის დროს და უფრო მძიმე დაავადებასთან არის დაკავშირებული. ცისტური ფიბროზის მქონე >18 წლის პაციენტების დაახლოებით 16%-დან 20%-ს ცხოვრების გარკვეულ მომენტში უვითარდება პნევმოთორაქსი. მორეციდივე კონტრალატერალური პნევმოთორაქსი გვხვდება პაციენტების 40%-ში.[28][29]
ლიმფანგიოლეიომიომატოზი
ქალების მულტისისტემური დაავადებები ფილტვის ცისტური დესტრუქციით, რამაც შეიძლება მორეციდივე პნევმოთორაქსი გამოიწვიოს.[30]
ბირტ-ჰოგ-დიუბის სინდრომი
აუტოსომური დომინანტური მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფილტვის ცისტები, სპონტანური პნევმოთორაქსი, კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეები და თირკმლის კიბო. ოჯახური სპონტანური პნევმოთორაქსის მქონე პირებში აღმოჩენილი იყო ფოლიკულინის გენური მუტაციები.[31]
ფილტვის ლანგერჰანსის უჯრედების ჰისტიოციტოზი
ეს არის მოწევასთან დაკავშირებული ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, რომელიც ხასიათდება ფილტვებში ცისტური ცვლილებების განვითარებით, რაც პნევმოთორაქსისკენ მიდრეკილებას ზრდის.[32]
ერდჰაიმ-ჩესტერის დაავადება
იშვიათი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს გავრცელებული არა-ლანგანჰანსური უჯრედების ჰისტიოციტოზი, რომელიც მრავალ ორგანოს მოიცავს. ფილტვების ჩართვა იშვიათია, მაგრამ ფილტვებში შეიძლება შეაღწიონ ლიპიდებით დატვირთულმა ჰისტიოციტებმა, რის შედეგადაც ვითარედება დიფუზური ინტერსტიციული კისტოზური ცვლილებები და პნევმოთორაქსი.[33]
სუსტი
მარფანის სინდრომი
არსებობს ცნობები მარფანის სინდრომით დაავადებული ოჯახების შესახებ, რომელთა წევრებსაც აღენიშნებოდათ პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსის მრავალი ორმხრივი ეპიზოდი. ამ პოპულაციაში პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსი განპირობებულია მყიფე ფილტვის ქსოვილით დეფექტური ფიბრილინის გამო.[14]
ჰომოცისტინურია
დაფიქსირებულია პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსის რამდენიმე შემთხვევა ჰომოცისტინურიის მქონე პაციენტებში. ამ კავშირის პათოფიზიოლოგია უცნობია.[17]
ფილტვის პირველადი კიბო და კიბოს მეტასტაზები ფილტვში
პნევმოთორაქსი შეიძლება განვითარდეს ბრონქოგენული კარცინომის და სხვადასხვა სახის კიბოს დროს, როდესაც მეტასტაზები ვრცელდება ფილტვში. პნევმოთორაქსი ქიმიოთერაპიის შემდეგ შეიძლება განვითარდეს. დადგენილია, რომ პერიფერიული კიბოს ნეკროზი იწვევს სიმსივნის გარღვევას პლევრის ღრუში, რასაც შედეგად მოჰყვება პნევმოთორაქსი.[19][20]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას