კრიტერიუმები
პნევმოთორაქსის მოცულობა
ბრიტანეთის გულმკერდის საზოგადოების (BTS) ამჟამინდელი მიდგომით პნევმოთორაქსის მოცულობა ინვაზიური მართვის ჩვენება აღარ არის; თუმცა მასზეა დამოკიდებული ინტერვენციის უსაფრთხოება. ზოგადად ისინი გვირჩევენ, რომ ინტერვენციისთვის საკმარის მოცულობად ჩაითვალოს გულმკერდის რენტგენოგრამაზე ლატერალურად ან აპიკალურად ≥2 სმ-ის, ან კომპიუტერულ ტომოგრამაზე (CT) ნებისმიერი მოცულობის გამოვლინება.[24]
პნევმოთორაქსის მოცულობის დასადგენად ხშირად გამოიყენება პოსტერიო-ანტერიორული (PA) რენტგენოგრაფია. თუ ფილტვის კიდესა და გულმკერდის კედელს შორის ვლინდება რკალი, რომელიც მწვერვალიდან გაზომვის შემთხვევაში 2 სმ ზომისაა, ეს 50%-ით პნევმოთორაქსზე მიუთითებს. ისტორიულად პნევმოთორაქსის ზომის განმსაზღვრელად რეკომენდებულია შემდეგი:[49]
მცირე პნევმოთორაქსი - გამოხატული <2 სმ-იანი არშია ფილტვის კიდესა და გულმკერდის კედელს შორის ფილტვის კარის დონეზე PA რენტგენოგრაფიით
დიდი პნევმოთორაქსი - გამოხატული სულ მცირე 2 სმ-იანი არშია ფილტვის კიდესა და გულმკერდის კედელს შორის ფილტვის კარის დონეზე PA რენტგენოგრაფიით.
მცირე და დიდი ზომის პნევმოთარქსებს შორის 2 სმ-იანი სხვაობის განმსაზღვრელი ნიშანი არის კომპრომისი ორ რისკს შორის: ფილტვის ნემსით გახვრეტა მცირე პნევმოთორაქსის დროს და სპონტანური ალაგების დიდი დრო და მოცულობა დიდი პნევმოთორაქსის დროს.
სამწუხაროდ, ფილტვების კოლაფსი ყოველთვის ერთგვაროვანი არ არის, განსაკუთრებით დაავადებული ფილტვების მქონე პაციენტებში. ამრიგად, ამ ლოკალიზებული პნევმოთორაქსების ზომის დადგენა უფრო რთულია. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება პნევმოთორაქსის ზომის დასადგენად გამოვიყენოთ, ამ შეფასებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამა ყველა დაწესებულებაში არ არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ამ თემის ავტორის კლინიკური გამოცდილებით, პაციენტებთან, რომლებიც მინიმალურად სიმპტომური და კლინიკურად სტაბილური არიან, პნევმოთორაქსის ზომა ნაკლები მნიშვნელობისაა და პაციენტების კონსერვატიული მონიტორინგი, თუნდაც დიდი კოლაფსის შემთხვევაში, კვლავ შესაძლებელია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას