ახალი ტიპის მკურნალობა
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Guide de pratique clinique sur la prise en charge de l’otite moyenne aiguëავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2022Richtlijnen voor de aanpak van acute otitis media in de eerste lijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2022პრობიოტიკები
პრობიოტიკები შემოთავაზებული იყო AOM-ის პრევენციის მიზნით. თუმცა, მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ პრობიოტიკები არ ამცირებს AOM-ის სიხშირეს ბავშვებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან შუა ყურის ანთებისკენ.[49] პრობიოტიკებმა შეიძლება შეამცირონ AOM-ის სიხშირე ბავშვებში, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი შუა ყურის ანთებისაკენ, მაგრამ ავტორები მოგვიწოდებენ სიფრთხილისაკენ, კვლევებს შორის ქვეჯგუფების ანალიზში შეუსაბამობების გამო.[49] არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენენ პრობიოტიკები ისეთ ფაქტორებზე როგორიცაა, დაავადების მიმდინარეობის სიმწვავე, ხანგრძლივობა, ანტიბიოტიკების დანიშვნის საჭიროება, სმენის დაკარგვა და სპეციალისტთან გადამისამართების სიხშირე. არ არის ცხადი თუ როგორია პრობიოტიკების ოპტიმალური რეჟიმი, საჭიროა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები.
[ ]
ნაზალური სპრეი
ალფა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის ნაზალური სპრეი ამცირებს AOM-ის რეციდივებს ბავშვებში, რომლებიც ყურის ინფექციებისადმი არიან მიდრეკილები.[50]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას