შემთხვევის ანამნეზი

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Guide de pratique clinique sur la prise en charge de l’otite moyenne aiguëავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2022Richtlijnen voor de aanpak van acute otitis media in de eerste lijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2022

შემთხვევის ანამნეზი

18 თვის ბავშვს 1 კვირის განმავლობაში აღენიშნება რინორეა, ხველა და ცხვირის შეგუბება. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვი გაღიზიანებულია, მოუსვენრად სძინავს და ცუდად ჭამს. ღამით დაეწყო ცხელება. ბავშვი დადის საბავშვო ბაღში და ორივე მშობელი ეწევა. გამოკვლევით ვლინდება ვირუსულ რესპირატორულ ინფექციის ნიშნები, მათ შორის რინორეა და ცხვირში გაჭედილობა. ბავშვი გაღიზიანებული და შეშინებულია, აქვს ცხელება. ოტოსკოპიით ჩანს გამობერილი, ერითემატოზული დაფის აპკი და საორიენტაციო ნიშნების დაკარგვა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოტოსკოპიით ჩანს გამობერილი და ერითემატოზული დაფის აპკი და საორიენტაციო ნიშნების დაკარგვა.ექიმი არმენგოლის პირადი კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@a1af4e

სხვა გამოვლინებები

უფრო დიდი ასაკის ბავშვებში (რომელთაც ლაპარაკი შეუძლიათ) და ზრდასრულებში ანამნეზში აღინიშნება ყურის ტკივილი. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სმენის დაქვეითება ან დაავადებულ მხარეს ბუყბუყის შეგრძნება, გულისრევა, მადის დაქვეითება და მოუსვენარი ძილი.

ისევე როგორც ჩვილებში, გამოკვლევით ვლინდება ვირუსული რესპირატორულ ინფექციის ნიშნები, მათ შორის რინორეა და ცხვირის გაჭედვა. სტანდარტული ოტოსკოპიით ჩანს გამობერილი დაფის აპკი, დიაგნოზის სავალდებულო ნიშანი.

ზოგჯერ პაციენტებს აღენიშნებათ ჩირქოვანი ოტორეა, რაც მიუთითებს შუა ყურში დადებითი წნევის გამო დაფის აპკი მთლიანობა დაირღვა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ჩირქოვანი ოტორეა, რაც მიუთითებს დაფის აპკის გარღვევაზეექიმი არმენგოლის პირადი კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7d9ad355

დაფის აპკის გარღვევის შემდეგ ხშირ შემთხვევაში ყურის ტკივილის და დისკომფორტის სხვა სიმპტომები მსუბუქდება. ჩირქოვანი ოტორეის დროს შეიძლება გართულდეს დაფის აპკის ვიზუალიზაცია. შსახედაობით დაფის აპკი არის შემღვრეული და კნაძოვანი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი დაფის აპკიექიმი არმენგოლის პირადი კოლექციიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5bd0c624

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას