ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითად რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება მჭიდრო ან სქესობრივი კონტაქტი დაინფიცირებულ პირთან, ანამნეზში ატოპიური დერმატიტი, ცურვა, აივ-ინფექცია და ტროპიკული კლიმატი.
მარგალიტის მსგავსი პაპულა ცენტრალური ჩანაჭდევით
molluscum-ის დაზიანებების დამახასიათებელი შესახედაობა. უფრო ფართოდ გავრცელებული დაავადება, მაგალითად, 50-ზე მეტი დაზიანებული ადგილი შეიძლება იმუნოსუპრესიაზე მიუთითებდეს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბავშვში molluscum-ის ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ფერდზე; დაზიანება კანის ან მარგალიტის მსგავსი შეფერილობისაა, ცენტრალური ჩანაჭდევით.ექიმ ნანეტ სილვერბერგის პირადი კოლექციიდან [Citation ends].
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
გარშემორტყმული ერითემა
ზოგჯერ დაზიანების ადგილას ანთებითი პროცესი განვითარდება, რაც გარშემო ერითემის ფორმირებას განაპირობებს. დაზიანებემა შესაძლოა ექსკორიაცია განიცადოს და გარშემო განვითარდეს დერმატიტი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: წინამხარი: მარგალიტის მსგავსი პაპულები, ცენტრალური ჩანაჭდევით და თანდართული ანთებითი რეაქციების გამო ექსკორიაციებით და ერითემითექიმ ნანეტ სილვერბერგის პირადი კოლექციიდან [Citation ends].
გამონაყარი სახისა და საზარდულის არეებში გავრცელება
აივ ინფიცირებულ პირებში დაზიანებები უფრო დიდი ზომისაა და რაოდენობრივად მეტია, მეტწილად გენიტალურ რეგიონში და სახეზე.[20][21][Figure caption and citation for the preceding image starts]: Molluscum contagiosum ზრდასრული ადამიანის სახეზე, რომელიც შეიძლება იყოს აივ ინფექციის პირველი ნიშანი, როგორც ამ შემთხვევაშიMaybury C, Craythorne E. Peri-oral papules. BMJ. 2013 Feb 11;346:f750; used with permission [Citation ends].
ქავილი
molluscum-თან ასოცირებული უნარშეზღუდულობის მარკერია და ანთებითი პროცესების შედეგად ვითარდება.
ატოპური დერმატიტი
თანდართული ტერმატიტის არსებობა/არარსებობა, მათ შორის ატოპური დერმატიტის, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თერაპიის შერჩევაზე.
იშვიათი
ძილის დარღვევა
უნარშეზღუდულობის მარკერია; დაკავშირებულია molluscum-ის ფართოდ გავრცელებულ გამონაყართან, რომელიც ქავილს იწვევს.
რისკფაქტორები
ძლიერი
ინფიცირებულ ინდივიდთან ახლო კონტაქტი
კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ შემთხვევათა 40%-ში ინფიცირების წყაროს ახლო კონტაქტები წარმოადგენენ, როგორებიცაა დედმამიშვილები ან მეგობრები.[16]
ინფიცირებულ ინდივიდთან სქესობრივი კავშირი
აშკარა მტკიცებულებები არსებობს, რომ ვირუსი შესაძლოა სქესობრივი გზით გავრცელდეს.
სქესობრივი გზით გადამდები molluscum contagiosum ჩვეულებრივ მოიცავს ანოგენიტალურ არეს გარე სასქესო ორგანოების ჩათვლით, საზარდულის ნაკეცებს, ბარძაყის შიდა ნაწილს ან ბოქვენზედა არეს.[13]
ატოპური დერმატიტი
ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებში უფრო სავარაუდოა ინფექციის განვითარება კანის ბარიერის ფუნქციის დარღვევისა და იმუნური დისრეგულაციის გამო.[8][17]
იაპონიის საბავშვო ბაღების 2010 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებში მოლუსკუმის ალბათობა 1.6-ჯერ მეტი იყო (95% CI 1.00-დან 2.68-მდე).[18] სხვა კოჰორტული კვლევებით ეს შედეგი მყარდება.[4]
მოლუსკის კუპირებას შესაძლოა უფრო დიდი დრო დასჭირდეს ატოპიური დერმატიტით დაავადებულ პირებში.
სუსტი იმუნიტეტი
ვირუსი განსაკუთრებით პრობლემურია იმუნოკომპრომისულ ზრდასრულებში, დაავადების ან მედიკამენტების გამო.
კონტაგიოზურ მოლუსკთან დაკავშირებული იმუნოსუპრესიის ძირითადი მიზეზებია აივ ინფექცია, მყარი ორგანოების ტრანსპლანტაცია, იმუნოსუპრესიული თერაპია (მათ შორის ბიოლოგიური თერაპია), სისტემური წითელი მგლურა, სარკოიდოზი და ნეოპლაზია.[13]
კონტაგიოზური მოლუსკის გიგანტური კვანძები აღწერილა, როგორც აივ ინფექციის პირველი კლინიკური გამოვლინება, მათ შორის რთულად სამკურნალო აივ პაციენტებში. თუმცა, ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში ეს მოვლენა უფრო იშვიათია.[10]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Molluscum contagiosum ზრდასრული ადამიანის სახეზე, რომელიც შეიძლება იყოს აივ ინფექციის პირველი ნიშანი, როგორც ამ შემთხვევაშიMaybury C, Craythorne E. Peri-oral papules. BMJ. 2013 Feb 11;346:f750; used with permission [Citation ends].
ტროპიკული კლიმატი
აღნიშნულ რეგიონებში დაავადების უფრო მაღალი ინციდენტობა ფიქსირდება. ტროპიკულ კლიმატში მცხოვრები 2-დან 11 წლამდე ბავშვბის 20% ინფიცირებულია.[11]
სუსტი
ცურვა
ბავშვებს, რომლებიც ცურავენ, ორჯერ უფრო მეტი რისკი აქვთ, ვიდრე ბავშვები, რომლებიც არ ცურავენ, და ხშირ შემთხვევაში მოცურავეები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ნაკლები სიხშირით მოცურავეები.[3][Figure caption and citation for the preceding image starts]: ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვი, მარგალიტის მსგავსი პაპულები, ცენტრალური ჩანაჭდევით და თანდართული ანთებითი რეაქციების გამო ექსკორიაციებით და ერითემითReproduced with permission from dermnetnz.org [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას