მიდგომა
კლინიკური დიაგნოზი ცენტრალური ჩანაჭდევის მქონე, მარგალიტის მსგავსი პაპულების შესახედაობას ეფუძნება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბავშვში molluscum-ის ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ფერდზე; დაზიანება კანის ან მარგალიტის მსგავსი შეფერილობისაა, ცენტრალური ჩანაჭდევით.ექიმ ნანეტ სილვერბერგის პირადი კოლექციიდან [Citation ends]. ზოგჯერ დაზიანების ადგილას ანთებითი პროცესი განვითარდება, რაც გარშემო ერითემის ფორმირებას განაპირობებს. ხშირად გამონაყარს ექსკორიაციები და გარშემო ატოპური დერმატიტის მსგავსი დაზიანებები აღენიშნება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვი, მარგალიტის მსგავსი პაპულები, ცენტრალური ჩანაჭდევით და თანდართული ანთებითი რეაქციების გამო ექსკორიაციებით და ერითემითReproduced with permission from dermnetnz.org [Citation ends].
ბავშვებში, დაზიანებები შეიძლება საკმაოდ პატარა ზომის იყოს და მილიას ან საოფლე ჯირკვლების დახშობის შედეგად ფორმირებულ მცირე კისტებს წააგავდეს. გენიტალურ მიდამოში, განსაკუთრებით დუნდულო კუნთებს შორის ღარში, ცენტრალური ნაჭდევი შეიძლება არ იყოს მკვეთრად გამოხატული, შესაბამისად, გამონაყარი შესაძლოა condyloma acuminatum-ს წააგავდეს. გლუვი, მარგალიტის მსგავსი დაზიანებები, როგორც წესი, ნამდვილ ეტიოლოგიაზე მიუთითებს. იმუნოკომპრომისულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ დიდი ზომის დაზიანებები ან გავრცელებული ფორმა > 20 პაპულით.
შემუშავებულია ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მშობლებს შვილებში არსებული მდგომარეობის დიაგნოსტირებაში და, რომლის სენსიტიურობაც 95% -ზე მეტი, ხოლო სპეციფიკურობა 90% -ზე მეტია.[19] Molluscum contagiosum diagnostic tool for parents (MCDTP) Opens in new window
ანამნეზი
ბევრ შემთხვევაში ბავშვებში დაზიანებები ჩნდება მჭიდრო კონტაქტის შედეგად, შესაბამისად, დაინფიცირებული დედმამიშვილის ან ახლო მეგობრის არსებობა მტკიცე მინიშნებია დიაგნოზისთვის. უმეტეს შემთხვევაში, ინფექცია კლინიკურად ექსპოზიციიდან 6 კვირაში ვლინდება; შესაბამისად, დაავადების მაქსიმალური სიხშირე აგვისტოსა და სექტემბერში შეიმჩნევა, როდესაც საცურაო აუზების გამო გაზრდილია ექსპოზიციის რისკი. მშობიარობის შემდეგ ინფექციის დედიდან ბავშვზე ტრანსმისიის შემთხვევებიც აღინიშნება.[2] ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს ბოლო დროს სქესობრივი კონტაქტის ანამნეზი.
ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებში წარმდგენ სიმპტომად მოლუსკი მნიშვნელოვნად უფრო ხშირია. ასეთის გამოვლინების შემთხვევაში უნდა გადაიხედოს ეგზემას მიმდინარე მართვა.[4] პერსისტენტული ან ატიპური გამოვლინება ზრდასრულებში შეიძლება იყოს იმუნოკომპრომისული მდგომარეობის პირველი ნიშანი, რაც საჭიროებს შეფასებას. აივ დადებით პაციენტებში უფრო ხშირია დაზიანებების სახის ან ანოგენიტალურ რეგიონში გამოვლინება და, შესაბამისად, ასეთ დროს საჭიროა სრული სქესობრივი ჯანმრთელობის ანამნეზის შეფასება.[13][Figure caption and citation for the preceding image starts]: Molluscum contagiosum ზრდასრული ადამიანის სახეზე, რომელიც შეიძლება იყოს აივ ინფექციის პირველი ნიშანი, როგორც ამ შემთხვევაშიMaybury C, Craythorne E. Peri-oral papules. BMJ. 2013 Feb 11;346:f750; used with permission [Citation ends].
კვლევები
შემთხვევათა უმრავლესობაში, მოლუსკის დიაგნოზი კლინიკურად დგინდება.
დერმოსკოპიით შესაძლოა გაადვილდეს დიაგნოზი, ვინაიდან იგი ავლენს ცენტრალურ, მრავალწილოვან, თეთრ-მოყვითალი, უსტრუქტურო უბანს, რომელიც გარშემორტყმულია გვირგვინის განლაგების სისხლძარღვებით.[13][Figure caption and citation for the preceding image starts]: Molluscum contagiosum დერმატოსკოპიური სურათი. წითელი ისრით მითითებულია თეთრი ყვითელი პოლილობულარული სტრუქტურები. ლურჯი ისრით მითითებულია გვირგვინოვანი სისხლძარღვები. (პოლარიზებული შუქის დერმოსკოპია, ორიგინალური გადიდება 10x)Clinical, Cosmetic and Investigational Dermatology 2019:12 373-381. Originally published by and used with permission from Dove Medical Press Ltd. [Citation ends].
ანოგენიტალური მოლუსკუმით წარმოდგენილ პაციენტებში საჭიროა რუტინული სკრინინგი სქესობრივი გზით გადამდები ინფქეციების სრული პანელით.
გავრცელებულმა ან მუდმივმა მოლუსკმა უნდა გვაფიქრებინოს იმუნოკომპრომისზე. საჭიროა გამოკვლევები, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზი და ვირუსის სკრინინგი. გასინჯეთ პაციენტი კანის შესაძლო ანთებით დაავადებებზე.[13]
ზოგჯერ, ბავშვებში გენიტალიების მიდამოში არსებული დაზიანებები კონდილომებს გავს. გამოფხეკით ბიოფსია შესაძლოა გამოვიყენოთ დიაგნოზის დასამტკიცებლად (სექსუალურ ძალადობაზე ეჭვის არსებობის დროს). იშვიათ შემთხვევებში, გამოფხეკა ან ტანგენციალური ამოკვეთა და ბიოფსია შესაძლოა დაგვეხმაროს ან დაადასტუროს დიაგნოზი. molluscum-ის დროს მიმდინარე ანთებითი პროცესების შემთხვევაში შეიძლება აბსცესი ჩამოყალიბდეს, დამახასიათებელი სტერილური ნეიტროფილური ინფილტრატებით გრამის წესით შეღებვისას; თუმცა, აღნიშნული აბსცესის შიგთავსის ბაქტერიულმა კვლევამ შეიძლება თანდართული ბაქტერიული ინფექცია გამოავლინოს, რომელიც იმავე ფლორით არის განპირობებული, რომლითაც იმპეტიგო.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას