ეტიოლოგია

დაზიანებები molluscum contagiosum (MCV)-ის ვირუსის გამო ვითარდება, რომელიც შემოგარსული, დიდი ზომის დნმ ვირუსია პოქსვირუსების ოჯახიდან.

MCV კლასიფიცირდება ორ ძირითად გენოტიპად: 1 და 2 (რომელთაგან თითოეული მოიცავს რამდენიმე ვარიანტს). მათი შედარებითი სიმრავლე გეოგრაფიულად განსხვავდება, თუმცა ქვეტიპი 1 ყველაზე გავრცელებულია გლობალურად. კლინიკურად, სხვადასხვა ქვეტიპებით გამოწვეული ინფექცია განურჩეველია, მაგრამ MCV 2 ქვეტიპის ინფექცია უფრო ხშირად აღწერილია მოზრდილებში, სასქესო ორგანოების დაზიანებების მქონე და აივ ინფექციის მქონე ადამიანებში.[12][13]

MCV (ქვეტიპის განურჩევლად) აინფიცირებს კერატინოციტებს და ლორწოვანს და იწვევს პაპულურ დაზიანებებს. პრიმატებიც ისევე ინფიცირდებიან აღნიშული ვირუსით, როგორც ადამიანები.[1]

პათოფიზიოლოგია

MCV აინფიცირებს კანს, რის შედეგადაც კანზე ვითარდება ზედაპირული დაზიანებები, რამდენიმე დღიდან 6 კვირამდე პერიოდში. ვირუსი კერატინოციტების ზრდის დარღვევას იწვევს, რაც ჰემატოქსილინით და ეოზინით შეღებვისას ჩანს, როგორც მუქად შეღებილი უჯრედები. აღნიშული პათოლოგიური კერატონიცოტიბი ჰენდერსონ-პეტერსონის სხეულაკებს წარმოადგენენ.

დარღვეული უჯრედული ზრდის მიუხედავად, MCV არ იწვევს დისპლაზიურ დაზიანებებს. დაზიანებების ხანგრძლივობა ცვალებადია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ისინი თვითშეზღუდულია 6-დან 9 თვემდე პერიოდში. თუმცა, დაზიანებები შეიძლება გაგრძელდეს 2 -დან 4 წლამდე იმუნოკომპეტენტურ პირებში, ხოლო იმუნოკომპრომისულ პაციენტებში კიდევ უფრო მეტხანს. გამონაყარის ალაგება ანტი-molluscum ანტისხეულების ფორმირებასა და უჯრედულ უმუნურ რეაქციებს საჭიროებს.

MCV აკოდირებს რამდენიმე ვირულენტურ ფაქტორს, რომლებიც ხელს უშლის ბუნებრივად მიმდინარე იმუნური პროცესების მიერ დაზიანებული ადგილების ეფექტურ ალაგებას.[1] MCV აგრეთვე აკოდირებს გლუტათიონ პეროქსიდაზას, რომელიც ინფიცირებულ უჯრედებს პეროქსიდებით განპირობებული ოქსიდაციური დაზიანებისაგან იცავს.

გადაცემა/ტრანსმისია

გადაცემა მეტწილად ხდება პირდაპირი ფიზიკური კონტაქტით. გადაცემა დაფიქსირდა ზოგიერთ კონტაქტურ სპორტში, ასევე საცურაო აუზებში, პირსახოცებისა და ღრუბლების გაზიარებით.[14][15]

ზრდასრულებში გავრცელების ყველაზე ხშირი გზა კანით კანზე კონტაქტია სქესობრივი აქტის დროს.[5]

კლასიფიკაცია

Molluscum-ის დამახასიათებელი დაზიანებების კლასიფიკაცია

კონტაგიოზური მოლუსკი

  • დამახასიათებელი მარგალიტის მსგავსი, ცენტრალური ჩანაჭდევის მქონე პაპულები ბავშვებში, როგორც წესი, გულმკერდსა და იღლიაში ვითარდება, ზრდასრულებში კი საზარდულისა და თეძოს მედიალური ნაწილის რეგიონში.

გიგანტული molluscum

  • დაზიანებები ძირითადად გლუვი პაპულების ან კვაძების სახით ვლინდება, ცენტრალური ჩანაჭდევის გარეშე და მოიცავს დუნდულოს შორის რეგიონს ან ფეხის გულს.

ანთებით მიმდინარე molluscum

  • მოცემული დაზიანებები ხასიათდება ერითემით, შესიებითა და ქავილით, რომლებიც ინფექციისადმი იმუნური საპასუხო რეაქციის მარკერს წარმოადგენენ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას