გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

ქავილი და ერითემა ხშირად თან ერთვის molluscum-ის ინფექციას.

რეკომენდებულია ჩატარდეს ატოპური ტერმატიტის შესაბამისი მკურნალობა.

მოკლევადიანი
მაღალი

კანის ანთების შემდგომი ცვლილებები (ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია, ანთების შემდგომი ჰიპოპიგმენტაცია) უფრო სავარაუდოა ყავისფერ და შავ კანზე და შეიძლება 12 თვემდე დასჭირდეს მის ალაგებას.

მოკლევადიანი
მაღალი

ვითარდება პაციენტთა 7%-ში; ბუნებრივად შუშდება და იშვიათად რჩება პერმანენტულად.

შეიძლება გამოწვეული იყოს სხეულის იმუნური საპასუხო რეაქციით ან ფენოლის გამოყენებით, რომელიც ზრდის ჩაღრმავებული დაწიბურის ფორმირების რისკს. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული.

მოკლევადიანი
დაბალი

molluscum-ის ინფექციასთან ასოცირებული აუტოეკზემატოზური რეაქცია გამშლელ ზედაპირებზე გამოხატული ლიქენოიდური ფოლაქის მსგავსად გამოიყურება. დაზიანებები მოქავებადია და molluscum-ის დამახასიათებელი გამონაყარის გარშემო გვხვდება.

მკურნალობა მოიცავს დაზიანებების მოშორებას, შემდეგ კი სიმპტომურ მკურნალობას, ქავილისა და ადგილობრივი გაღიზიანების ჩათვლით, პაციენტის დისკომფორტის მოხსნის მიზნით.

მოკლევადიანი
დაბალი

მულტიფორმული ერითემის მსგავსი დერმატიტი molluscum-ის გამონაყარის გარშემო ვითარდება, წრიული ჰიპერპიგმენტირებული და იასამნისფერი ფოლაქების სახით, რომლებსაც გარეთა შრე მოწითალო, ხოლო ცენტრალური ნაწილი ფერმკრთალი აქვთ. აღნიშულ ფორმას, როგორც წესი, აუტოეკზემატოზური რეაქცია მოჰყვება ხოლმე.

მოკლევადიანი
დაბალი

ბაქტერიული სუპერინფექცია შეიძლება გამოწვეული იყოს molluscum-ის დაზიანების ადგილას ბაქტერიის კანში შეჭრით. მკურნალობის ზოგიერთმა მეთოდმა, რომელიც დაზიანებული ადგილის ჩამოფხეკას მოიცავს, შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ბაქტერიული სუპერინფექციის რისკი.

მკურნალობა კლინიკური დაავადების სურათზეა დამოკიდებული. ლოკალურ იმპეტიგოს და ფოლიკულიტს შესაძლოა ვუმკურნალოთ ტოპიკური ანტიბიოტიკებით.

მოლუსკუმის დაზიანების მოქავება საფრთხეს შეუქმნის კანის ბარიერს და გაზრდის ბაქტერიული ინფექციის შანსს, განსაკუთრებით ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას