დიფერენციული დიაგნოზები
ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა (AAD)
ნიშნები / სიმპტომები
AAD მოიცავს ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებულ ოსმოსურ დიარეას. აღინიშნება გულისრევა და დიარეა. ცხელება არ არის.
კვლევები
ყველა ტესტი ნორმის ფარგლებში. უარყოფითი ტესტი Clostridium difficile -ს ტოქსინზე.
იშემიური კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
ინსულტის, ჰიპოტენზიის, გულის უკმარისობის, დიაბეტის ან მუცლის დასხივების ანამნეზი. სისხლიანი დიარეის, მუცლის ტკივილის, პირღებინების და ცხელების სიმპტომები.
კვლევები
კოლონოსკოპიით ჩანს ანთებითი ლორწოვანი ზედაპირი ან იშემიური წყლულები. ანგიოგრაფიით ჩანს არტერიული სისხლის ნაკადის დარღვევა.
ბაქტერიული ან ვირუსული გასტროენტერიტი
ნიშნები / სიმპტომები
მოგზაურობის, დაბინძურებული საკვების მიღების ანამნეზი ან დაავადება ოჯახის წევრებში.
ანამნეზში შეიძლება იყოს სისხლიანი განავალი.
კვლევები
სისხლის და განავლის კულტურა დადებითია ინვაზიურ ბაქტერიულ ინფექციაზე.
ნაწლავთა ანთებითი დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ქრონიკული დიარეა, შესაძლოა სისხლიანი, ნაწლავგარე გამოვლინებით.
კვლევები
კოლონოსკოპიური სურათი და კვლევის პათოლოგიური შედეგები ნაწლავის ანთებით დაავადებაზე მიუთითებს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას