სურათები და ვიდეოები

სურათები

1

გაფანტული სკლეროზი

ზურგის ტვინის კისრის სეგმენტის ტომოგრაფიაზე გამოვლენილი ოპტიკური ნეირომიელიტის სპექტრის დაავადება. მრავლობით დონეზე ზურგის ტვინის ხერხემლის ნაწილის ექსტენსიური ჩართულობა შეშუპებასთან და სისხლისა და თავის ტვინის ბარიერის დარღვევასთან ერთად, გამოსახულია საკონტრასტო ნივთიერებით გაძლიერებულ T1-შეწონილ სურათზე (მარცხნივ). T-2 შეწონილი სურათი (მარჯვნივ) მიუთითებს სასიგნალო დარღვევის მოცულობაზე, რომელიც კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს მძიმე სპასტიურობითა და ტკივილით თანდართული კვადრიპარეზის სახით

From the collection of Dr Lael A. Stone

მოცემული სურათის კონტექსტში დათვალიერებისთვის ეწვიეთ შემდეგ სექციას (სექციებს):

3

გაფანტული სკლეროზი

საგიტალურ ჭრილში FLAIR სურათები გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელი დაზიანებებით, რომლებიც მოიცავენ კორძიან სხეულს გამოკვეთილი დაზიანებების სახით ან წარმოადგენენ თითისმაგვარ შვერილებს კორძიანი სხეულის პერპენდიკულარულად. ასევე მიაქციეთ ყურადღება დილატირებულ პარკუჭებს და უფრო ღრმად განვითარებული გაფანტული სკლეროზის დიფუზურ ატროფიას

From the collection of Dr Lael A. Stone

მოცემული სურათის კონტექსტში დათვალიერებისთვის ეწვიეთ შემდეგ სექციას (სექციებს):

4

გაფანტული სკლეროზი

ხერხემლის კისრის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაგნიტური ველის მაღალი სიმძლავრით(1≥ ტესლა) ასახავს დაზიანებს, რომელიც შესაძლოა იწვევდეს ნაწლავებისა და შარდის ბუშტის დისფუნქციის, ასევე სპასტიური პარაპარეზის მიელოპათიურ სიმპტომებს.

From the collection of Dr Lael A. Stone

მოცემული სურათის კონტექსტში დათვალიერებისთვის ეწვიეთ შემდეგ სექციას (სექციებს):

2

გაფანტული სკლეროზი

სითხეში შესუსტებული ინვერსიული აღდგენის (FLAIR) გამოყენებით მიღებული ღერძული მაგნიტური რეზონანსული გამოსახულება, რომელიც აჩვენებს ტიპურ დაზიანებებს გაფანტული სკლეროზის დროს, პერივენტრიკულურ რეგიონებში. შედარებად ჭრილებში, რომლებშიც გამოყენებულია საკონრასტო ნივთიერება გადოლინიუმი, ასახულია ჰემატოენცეფალური ბარიერის დარღვევა/აქტიური ანთება 2 დაზიანებულ კერაში. FLAIR მეთოდით აღმოჩენილი დაზიანებები, რომლებიც საკონტრასტო ნივთიერებაზე არ რეაგირებს, მაღალი ალბათობით, უფრო ძველი დაზიანებებია. ასეთ დაზიანებებში აღინიშნება გლიოზისა და დაბალი ხარისხის ქრონიკული ანთებისა და დეგენერაციის კომბინაცია.

From the collection of Dr Lael A. Stone

მოცემული სურათის კონტექსტში დათვალიერებისთვის ეწვიეთ შემდეგ სექციას (სექციებს):

ვიდეოები

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას