კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

სისხლის საერთო ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ლეიკოციტების პათოლოგიური რაოდენობა (ანუ, ასაკობრივი ჯგუფის ნორმალური დიაპაზონზე მეტი ან ნაკლები ან >10% მოუმწიფებელი ლეიკოციტები) სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომის ერთ-ერთი ძირითადი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია.[3] თუმცა სისხლის თეთრი უჯრედების მომატება ან დაკლება არ არის სპეციფიკური სეფსისის დიაგნოსტირებისთვის.

თრომბოციტოპენია (ანუ, თრომბოციტების რაოდენობა <80,000/მიკროლიტრი ან ყველაზე მაღალი მაჩვენებლიდან 50%-ით შემცირება ბოლო სამ დღეში) სეფსისის კონტექსტში მიუთითებს დისემინირებულ სისხლძარვშიდა შედედების დაწყებაზე, თუ დაკავშირებულია კოაგულოპათიასთან.

შედეგი

ცვალებადია

შრატის გლუკოზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰიპოგლიკემიის დონის განსაზღვრება: საშუალო სიმძიმის ჰიპოგლიკემია არის როდესაც სისხლში გლუკოზის დონეა 2.0 - 3.0 მმოლი/ლ[36 - 45 მგ/დლ]; მძიმე ჰიპოგლიკემიაა როდესაც სისხლში გლუკოზის დონეა <2.0 მმოლი/ლ [<36 მგ/დლ].[83]

ჰიპერგლიკემია დამახასიათებელია სეფსისის შედეგად განვითარებული სტრეს პასუხისთვის. ის ასევე შეიძლება იყოს კორტიკოსტეროიდული მკურნალობის გვერდითი ეფექტი. ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს გლიკოგენის რაოდენობის განლევისას.

შედეგი

ცვალებადია

სისხლის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

სეფსისის მქონე ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების უმეტესობას აქვს პირველადი ბაქტერიემია, შესაბამისად, სისხლის კულტურა ხშირად მნიშნველოვანი გამოკვლევაა.[7][59][60]

უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე, როდესაც ეჭვია სეფსისზე და, იდეალურ შემთხვევაში, ანტიბიოტიკების მიღებამდე.

სისხლის კულტურის მგრძნობელობა პროპორციულია აღებული სისხლის მოცულობისა. ახალშობილებში პედიატრიული აერობული ბოთლის (ჭურჭელი სისხლის კულტურისათვის) გამოყენებისას, მინიმუმ 1მლ სისხლი პერიფერიული ვენიდან პუნქციით ან ახალჩაყენებული კათეტერიდან (არტერიული ან ვენური) არის საჭირო რათა მოხდეს ბაქტერიემიის დიაგნოსტირება.[7]

როდესაც გამოიყენება სტანდარტული ბოთლი აერობული კულტურისათვის, საჭიროა მინიმუმ 4მლ სისხლი რათა დადასტურდეს უარყოფითი კულუტურა 48საათში. ზოგჯერ კულტურის აღებისას მიზანშეწონილია ორი კომპლექტის გამოყენება რათა ექიმმა აიღოს კულტურა სხვადასხვა ადგილიდან - მუდმივი ხაზიდან (მაგ: ცენტრალური ხაზი- მაგისტრალური სისხლძარღვები) და პერიფერიული ადგილიდან.

სისხლის კულტურის შედეგები უნდა გადაიხედოს ყოველ 12-24 საათში; დადებითი პასუხების უმეტესობა გამოვლინდება 48 საათში და ბევრი მათგანი შეიძლება დადებითი იყოს 24 საათის განმავლობაშიც.[61]

შედეგი

სისხლის დადებითმა კულტურამ შეიძლება დაადასტუროს ბაქტერიემია და უზრუნველყოს ინფორმაცია პათოგენის შესახებ, მათ შორის ანტიბიოტიკების სენსიტიურობაზე.

შარდის საერთო ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

შარდის საერთო ანალიზი გათვალისწინებული უნდა იყოს უფროსი ასაკის ბავშვებში, რომელთა სიმპტომები მიუთითებს საშარდე გზების ინფექციაზე.

შედეგი

საშარდე გზების ინფექციის დროს შეიძლება დადებითი იყოს ნიტრიტებზე და/ან ლეიკოციტებზე

შარდის ბაქტერემიული ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

შარდის ანალიზი ნიტრიტებისთვის, მიკროსკოპიული გამოკვლევა, გრამის წესით შეღებვა და კულტურა უნდა იქნას განხილული ყველა ახალშობილში, რომელთაც აქვთ სეფსისი ( თუმცა სიცოცხლის პირველ კვირაში შარდის დადებითი კულტურა შეიძლება მხოლოდ ასახავდეს მძიმე ფორმის ბაქტერემიას).

შეიძლება არ იყოს შესაძლებელი რეჰიდრატაციამდე.

შედეგი

შარდის დადებითმა კულტურამ შეიძლება დაადასტუროს საშარდე გზების ბაქტერიული ინფექცია და უზრუნველყოს ინფორმაცია პათოგენის შესახებ, ანტიბიოტიკების მიმართ სენსიტიურობის ჩათვლით.

სისხლის აირები

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში იშვიათად ხდება არტერიული სისხლის აირების შემოწმება შემთხვევებისას და გადაუდებელ სამედიცინო დეპარტამენტში, შესაძლებელია მიღებულ იქნას კლინიკურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპილარული ან ვენური სისხლის აირებიდან.

ბაზისის დიდი დეფიციტი არის სეფსისის მძიმე ფორმის მთავარი მარკერი და შეიძლება იყოს პირველი მარკერი, რომელიც იძლევა ინფორმაციას ავადობის სიმძიმის შესახებ.

ჰიპერკაპნია ან ჰიპოქსემია გვეხმარება რესპირატორული დისფუნქციის დიაგნოსტიკაში.[3]

ჰიპოქსემია: P/F შეფარდება (PaO₂/ფრაქცია შესუნთქული ჟანგბადის [FiO₂]) <40 (გულის ციანოზური დაავადების ან უკვე არსებული ფილტვის დაავადების არარსებობისას).

ჰიპერკაპნია: PaCO2 >8,64 kPa (>65 mmHg) ან 2,66 kPa (20 mmHg) საბაზისო დონის ზემოთ.

მაღალი FiO₂ საჭიროება მიუთითებს სეფსისთან დაკავშირებულ სუნთქვის უკმარისობაზე.[3]

შედეგი

დიდი საბაზისო დეფიციტი; ჰიპოქსემია და/ან ჰიპერკაპნია

შრატის ლაქტატი

ტესტი
შედეგი
ტესტი

შრატის ლაქტატის მომატება არის სეფსისის დაავადების სიმძიმის მარკერი. ეს გამოწვეულია ბეტა-ადრენორეცეპტორების სტიმულაციის შედეგად, ენდოგენური კატექოლამინების მიერ, რომლებიც არეგულირებენ გლიკოლიზს, რაც იწვევს პირუვატის დიდი რაოდენობით წარმოებას. ეს წარმოება აღემატება ტრიკარბოქსილის მჟავას ციკლის გამოყენების შესაძლებლობებს და ჭარბი პირუვატი გარდაიქმნება ლაქტატად. ლაქტატი ხშირად მატულობს მძიმე სეფსისის ან სეპტიური შოკის დროს. გარკვეულ სიტუაციებში ლაქტატემია შეიძლება იყოს ჟანგბადის მიწოდების შემცირება.[66] ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შემოსვლისას მომატებული ლაქტატის სიმძიმე შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის მწვავე დაზიანების მოახლოებაზე.[84]

ლაქტატის ყველაზე სანდო შეფასებისას გამოიყენება არტერიული ნიმუში, შესაბამისად ვენური და კაპილარული ლაქტატის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით.

შედეგი

მომატებული დონე არის სეფსისის დაავადების სიმძიმის მარკერი და მიუთითებს სეპტიურ შოკზე

სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

სისხლის შრატის ელექტროლიტები ხშირად არეულია. უნდა გაიზომოს საწყისი მაჩვენებელი და რეგულარულად შემოწმდეს სანამ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

შედეგი

დარღვეული

სისხლის შრატის კრეატინინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

შრატის კრეატინინის მომატება (ანუ, შრატის კრეატინინი >2 ჯერ მომატებულია ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ან შრატის კრეატინინის >2ჯერ მომატება საწყისთან შედარებით) მიუთითებს სეფსისთან დაკავშირებულ თირკმლის უკმარისობაზე.[3]

შედეგი

მოამტებულია

ღვიძლის ფუნქციური სინჯები

ტესტი
შედეგი
ტესტი

მომატებული ბილირუბინი (ნეონატალური ასაკობრივი დიაპაზონის მიღმა) და/ან მომატებული ალანინამინოტრანსფერაზა დადასტურებული ან სავარაუდო ინფექციის არსებობისას მიუთითებს სეფსისთან დაკავშირებულ ღვიძლის დისფუნქციაზე.[3]

შედეგი

პათოლოგიურია

კოაგულოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

სეფსისის და თრომბოციტოპენიის კონტექსტში, შედეგები (ანუ, INR >2; აქტივირებული პროლონგირებული PTT, ფიბრინოგენის დონის შემცირება და Dდიმერის მომატება) მიუთითებს დისემინირებულ სისხლძარღვშიდა კოაგულაციაზე.[3][67]

შედეგი

პათოლოგიურია

C-რეაქტიული ცილა (CRP)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბიომარკერი, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს სეფსისის და სეპტიკური შოკის დიაგნოსტირების და მონიტორინგისთვის. არ არის ისეთივე სპეციფიკური როგორც შრატის პროკალციტონინი, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომია. შეიძლება არსებობდეს დაყოვნების პერიოდი სეფსისის დაწყებასა და CRP ზრდას შორის.

შედეგი

მოამტებულია

გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებათ სუნთქვის დარღვევა სავარაუდო სეფსისის გამო, უნდა ჩაუტარდეთ გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა, რათა შეფასდეს ფილტვის ცვლილებები (მაგ: ბრონქოპნევმონიის შემთხვევაში წილოვანი კონსოლიდაციები).

ხშირად გადაიდება, ვიდრე არ გაეწევა რესპირაციული მხარდაჭერა.

შედეგი

შეიძლება გამოჩნდეს ინფექციის კერები, განსაკუთრებით უფროსი ასაკის ბავშვებში

გასათვალისწინებელი კვლევები

ხერხემლის პუნქცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ ეჭვია მენინგიტზე და არ არის პურპურული ან პეტექიური გამონაყარი, ექიმმა უნდა განიხილოს ლუმბარული პუნქციის ჩატარება (თავზურგტვინის სითხეში ცილების და გლუკოზის კონცენტრაციისთვის, გრამის წესით შეღებვის მიკროსკოპული შეფასებისთვის და ბაქტერიული კულტურისთვის) როდესაც ბავშვი სტაბილურია და პროცედურის უსაფრთხოდ ჩატარებაა შესაძლებელი.[7][44]

ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) სეფსისის გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს ლუმბალურ პუნქციას, თუ ეჭვია სეფსისზე <1 თვის ასაკის ახალშობილებში და ყველა ახალშობილში 1-3 თვის ასაკში, რომლებიც გამოიყურებიან ავადმყოფურად ან აქვთ ლეიკოციტების რაოდენობა <5×10⁹/ლ ან >15×10⁹/ლ.[48]

ლუმბალური პუნქცია, როგორც წესი, უკუნაჩვენებია მძიმე სეფსისის მქონე ბავშვებში, სანამ არ მოხდება პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია.

შედეგი

თავზურგტვინის სითხის დადებითმა კულტურამ შეიძლება დაადასტუროს ბაქტერიული მენინგიტი და უზრუნველყოს ინფორმაცია პათოგენის შესახებ ანტიბიოტიკების მიმართ სენსიტიურობის ჩათვლით; ცილები შეიძლება იყოს მომატებული; გლუკოზა შეიძლება იყოს დაბალი

მენინგოკოკური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება დამხმარე იყოს დიაგნოზის დასაზუსტებლად მენინგოკოკური სეფსისის სავარაუდო კლინიკური შემთხვევის დროს.

შედეგი

დადებითია Neisseria meningitides ინფექცია

ბრონქოალვეოლური ლავაჟი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბრონქოალვეოლური ლავაჟის ნიმუში მიკროსკოპის და კულტურისთვის შეიძლება განხილული იყოს ხელოვნურ ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონიის საეჭვო შემთხვევის მქონე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი ბავშვებისთვის.

შედეგი

დადებითმა კულტურამ შეიძლება დაადასტუროს ბაქტერიული ინფექცია და უზრუნველყოს ინფორმაცია პათოგენის შესახებ, მათ შორის ანტიბიოტიკების სენსიტიურობაზე.

მარტივი ჰერპესის ვირუსის (HSV) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (სისხლი და თავზურგტვინის სითხე)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნეონატალური მარტივი ჰერპესული ინფექცია (ცნს-ში ან დისემინირებული) ძალიან იშვიათია, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია მძიმე სეფსისის მქონე ბავშვებში.

უნდა განიხილოთ საკითხი, შესაძლებელია თუ არა ახალშობითლა მარტივ ჰერპეს ინფექციის ალბათობა.

შედეგი

დადებითი (ცნს ან დისემინირებული HSV ინფექცია)

ახალი ტესტები

შრატის პროკალციტონინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ძირითადი საკითხია (განსაკუთრებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში) სეფსისის გარჩევის პრობლემა არაინფექციური სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომისგან (ან ორგანოს დისფუნქციისგან), როდესაც კლინიკური ნიშნები შეიძლება უსარგებლო იყოს. ამ მიზეზით ყველაზე ხშირად გამოყენებულია 2 ბიომარკერი: C რეაქტიული ცილა და შრატის პროკალციტონინი ამ შემთხვევაში შრატში პროკალციტონინის დონე ყველაზე სარწმუნოა უფრო ზუსტია სეფსისის დიაგნოზისტიკის დროს, C რეაქტიულ ცილასთან შედარებით ახალშობილებსა და მოზრდილ ბავშვებში.[68][69][70][71][72][73] ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ პროკალციტონინის გამოყენების ტენდენციების გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობის და საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობის შესამცირებლად.[74]

შედეგი

მოამტებულია

დანარჩენი ბიომარკერები

ტესტი
შედეგი
ტესტი

სხვა ბიომარკერები (მაგ., CD64, ინტერლეიკინ [IL]-6, IL-8, IL-18, მასის სპექტომეტრია, სპეციფიკური მესენჯერ რნმ-ის ექსპრესია) ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და ჯერჯერობით არ არის ფართოდ გამოყენებული ან დამტკიცებული, თუმცა მნიშვნელოვანი პერსპექტივები აქვს.

შედეგი

დადებითი

PhenoTest™ BC კომპლექტი

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეუძლია ბაქტერიების 14 სახეობის და სოკოს 2 სახეობის იდენტიფიცირება, რომლებიც იწვევს სისხლის ინფექციებს, ასევე იძლევა ინფორმაციას ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის შესახებ.

ადარებს ორგანიზმის დნმ-ს მონაცემთა ბაზასთან და შემდეგ იყენებს კადრების გამოსახულებებს ანტიბიოტიკებზე ორგანიზმის რეაქციის შესაფასებლად.

შეუძლია 1,5 საათში პოზიტიური სისხლის კულტურის იდენტიფიცირება და 6,5 საათში ანტიბიოტიკებით მკურნალობის მართვა.

დაკავშირებული იყო ცრუ დადებით შედეგებთან.[65]

შედეგი

შეიძლება დადებითი იყოს ორგანიზმებზე და შეუძლია ანტიბიოტიკებით მკურნალობის მართვა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას