ახალი ტიპის მკურნალობა
პენტოქსიფილინი
პენტოქსიფილინი არის მეთილქსანთინის დერივატივი, რომელიც აინჰიბირებს ერითროციდ ფოსფოდიესტერაზას და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ასევე ადაბლებს სისხლის სიბლანტეს და აქედან გამომდინარე ფიქრობენ რომ აუმჯობესებს მიკროცირკულაციასა და ქსოვილების პერფუზიას.[152] პენტოქსიფილინმა შეიძლება შეამციროს სიკვდილობა იმ დროულ და დღენაკლულ ახალშობილებში, რომელთაც აქვთ სეფსისი და მანეკროზებელი ენტეროკოლიტი, ისევე როგორც ფილტვის ქრონიკული დაავადება და ჰიპოქსიური იშემიური ენცეფალოპათია. კოჰრეინის მიმოხილვამ აღმოაჩინა ყველა მიზეზით სიკვდილიანობის შემცირება პენტოქსიფილინის მიღების დროს, რომელიც დაფუძნებული იყო 6 დაბალი ხარისხის რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების მტკიცებულებებზე, რომელშიც ჩართული იყო სეფსისით დაავადებული სულ 416 ახალშობილი.[153]
[ ]
არასასურველი ეფექტების მტკიცებულება არ იყო. სხვა მცირე კვლევებმა აჩვენა სისხლდენის სიხშირის და ახლად გაყინული პლაზმის გამოყენების, პოლიორგანული დისფუნქციის სინდრომის ქულის და ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის მაჩვენებლის შემცირება სეფსისის მქონე ახალშობილებში.[154] შემდგომი კვლევები იქნება საჭირო, ვიდრე პენტოქსიფილინი იქნება რეკომენდებული ნეონატალური სეფსისის ან მანეკროზებელი ენტეროკოლიტის კლინიკურ პრაქტიკაში ფართოდ გამოსაყენებლად.
ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპია
სპეციფიკურ ორგანოებში (მაგ: ტვინი, თირკმელები, ღვიძლი, ნაწლავი, კუნთი) ჟანგბადით გაჯერების შეფასების არაინვაზიური მეთოდები. ზოგიერთ განყოფილებაში, ეს მიჩნეულია ჰემოდინამიკური მონიტორინგის სტანდარტულ ზრუნვად, განსაკუთრებით იმ ბავშვებსა და ახალშობილებში რომლებსაც უტარდებათ გულის ოპერაცია. სეფსისის მქონე მოზრდილებში არსებობს რამდენიმე პატარა კვლევა, რომელიც აჩვენებს მის სარგებლიანობას რათა წინასწარ შეაფასონ გულის დაბალი წუთმოცულობა.[155][156][157] ის შეიძლება სასარგებლო იყოს ახალშობილებში და მცირეწლოვან ბავშვებში, როცა არ არის შესაძლებელი გულის დარტყმითი მოცულობის ინვაზიური მონიტორინგი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას