გართულებები
ყბაყურას ყველაზე ხშირი გართულებაა მოზრდილ მამაკაცებში, გვხვდება პოსტპუბერტატულ მამაკაცთა 38%-ში. აღნიშნული შემთხვევებიდან, 15-30% ორმხრივია. სიმპტომებია: ცხელება, სათესლე ჯირკვლის ძლიერი ტკივილი და შეშუპება, სათესლე პარკის ერითემა. ყბაყურის ვირუსმა შეიძლება დააზიანოს სათესლე ჯირკვლის ქსოვილი, გამოიწვიოს პარენქიმული შეშუპება, სათესლე მილაკების შეშუპება,და ლიმფოციტების პერივასკულარული ინფილტრაცია.[49] სათესლე ჯირკვლის ატროფია მოგვიანებით ვითარდება დაავადებული მამაკაცების ნახევარში, ხოლო სპერმის რაოდენობის შემცირება ან პათოლოგიური სპერმის მორფოლოგია ჩნდება პაციენტების 25%-ში. ყბაყურით გამოწვეული უშვილობა იშვიათია.[2][49] არ არსებობს მტკიცებულება ყბაყურის ორქიტსა და სათესლე ჯირკვლის კიბოს შორის კავშირის შესახებ.[2]
კონსერვატული მართვა მოიცავს წოლით რეჟიმს, სითხეების მიღებას და სათესლე ჯირკვლების ზემოთ აწევას. იშვიათადაა (თითქმის არასდროს) რეკომენდებული ქირურგიული ჩარევა სათესლისშიდა წნევის შესამცირებლად. ბევრი ავტორი რეკომენდაციას უწევს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებას ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ეპიდიდიმო-ორქიტი, როდესაც ბაქტერიული მიზეზი ვერ გამოირიცხება.
ყბაყურით გამოწვეული ორქიტის სამკურნალოდ შესწავლილია ალფა-2b ინტერფერონის კანქვეშა გამოყენებაც. ყბაყურის ორქიტით დაავადებული 21 პაციენტის კვლევაში, მათ, ვინც მკურნალობდა ინტერფერონ ალფა-2ბ-ით, ჰქონდა სიმპტომების უფრო სწრაფი გაქრობა (2-3 დღე 4-5 დღის წინააღმდეგ კონსერვატიული მენეჯმენტით) და არ იყო სათესლე ჯირკვლის ატროფია (კონსერვატიულ ჯგუფში ატროფიის მქონე 3 პაციენტთან შედარებით. ).[49]
ყბაყურას სპეციფიკური მენინგიტი, როგორც წესი, კეთილთვისებიანია და თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნება სრული გამოჯანმრთელება ნარჩები ნევროლოგიური დეფიციტისა და სიკვდილობის რისკის გარეშე. სიმპტომებია: კისრის გაშეშება, ფოტოფობია და ღებინება. პაციენტებს ესაჭიროებათ დამხმარე ზრუნვა ადექვატური ანალგეზიით/სიცხის დამწევი საშუალებებით, ღებინების შემთხვევაში ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით და მოცულობის დაქვეითების შემთხვევაში ინტრავენური სითხეებით. მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება შეფასების მიხედვით. როდესაც CSF რეგულარულად იკვლევს წელის პუნქციით, მოხსენებული მაჩვენებელი 50%-ზე მეტია; თუმცა კლინიკური მენინგიტის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდეა.[2]
გვხვდება პოსტპუბერტატული ქალების დაახლოებით 5%-ში. აღწერილია გართულებები, მაგ. უშვილობა და ადრეული მენოპაუზა, თუმცა ეს იშვიათია.[2] ოოფორიტი ვლინდება ცხელებით წელის, მუცლის ან ზურგის ტკივილით.
გვხვდება ყბაყურით დაავადებული ადამიანების დაახლოებით 0,1%-0,5%-ში[2][43] კრუნჩხვების არსებობა, ცნობიერების დონის დაქვეითება და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები მიუთითებს ყბაყურას ენცეფალიტზე. ელექტროენცეფალოგრამაზე შეიძლება დაფიქსირდეს ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე კვირაში ალაგდება. სიკვდილობა არის 1-5%, გრძელვადიანი ავადობა იშვიათია.[2]
ყბაყურის ენცეფალიტი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. მართვა მოიცავს რეანიმაციის ბაზისურ პრინციპებს: სასუნთქი გზების გამტარობის, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფას, ემპირიულ ანტივირუსულ თერაპიას ენცეფალიტის სხვა შესაძლო მიზეზების დასაფარად (ყველაზე მნიშვნელოვანია აციკლოვირი მარტივი ჰერპესვირუსული ინფექციის ეჭვის დროს) და პარალელურად დიაგნოსტიკას. ინტრავენურ იმუნოგლობულინს არ აქვს დადგენილი ეფექტურობა, როგორც ყბაყურის სამკურნალო საშუალება. თუმცა, მან გამოავლინა მიზნობრივი ეფექტურობა ყბაყურას აუტოიმინური სიმპტომების სამკურნალოდ, მაგ. ენცეფალიტის დროს.[2]
გვხვდება ყბაყურას შემთხვევათა 4%-ში და ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს.[2] მძიმე ჰემორაგიული პანკრეატიტი და ფსევდოცისტების წარმოქმნა იშვიათია. ყბაყურას პანკრეატიტი აღწერილია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. მწვავე პანკრეატიტის მქონე პაციენტთა უმრავლესობა გაუმჯობესდება კონსერვატიული მენეჯმენტიდან 3-7 დღის განმავლობაში.[52]
ეკგ-ს ცვლილებები, მათ შორის ST სეგმენტის დეპრესია, T კბილის ინვერსია და PR ინტერვალის გახანგრძლივება ფიქსირდება ყბაყურას შემთხვევების 15%-ში.[53] აღწერილია, თუმცა ძალზე იშვიათია ფატალური მიოკარდიტისა და დილატაციური კარდიომიოპათიის შემთხვევები.
შეიძლება იყოს დიდი ზომის ერთი სახსრის ჩართულობა (მუხლი ან მენჯი) ან მიგრატორული მრავლობითი ჩართულობა.[2] არ არის აღწერილი სახსრის დაზიანების ნარჩენი მოვლენები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას