კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
ჰემოგლობინი
ტესტი
ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის შემთხვევაში ანემია ჩვეულებრივ, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდეა (Hb 80 გ/ლ (8 გ/დლ) -დან 110 გ/ლ [11 გ/დლ]-მდე)
მძიმე ფორმის ანემია შესაძლოა მიუთითებდეს ალტერნატიულ ან თანმხლებ მიზეზზე (მაგ., სისხლის დაკარგვა, რკინადეფიციტური ანემია ან პირველადი ჰემატოლოგიური პათოლოგია).
შედეგი
ქალები <120 გ/ლ (12 გ/დლ); მამაკაცები <130 გ/ლ (13 გ/დლ)
ლეიკოციტები და ლეიკოციტური ფორმულა
ტესტი
ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებულ ანემიასთან დაკავშირებულმა ინფექციამ ან სხვა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების, ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის და/ან მონოციტების აბსოლუტური რაოდენობის მომატება.
შედეგი
საერთო რაოდენობა შეიძლება იყოს მომატებული
თრომბოციტების რაოდენობა
ტესტი
თრომბოციტების რაოდენობა შესაძლოა მომატებული იყოს მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე, ფონური ინფქციის ან ანთების გამო.
შედეგი
შესაძლოა იყოს მომატებული
საშუალო კორპუსკულური მოცულობა (MCV)
ტესტი
ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია ნორმოციტული ან მიკროციტულია.
შედეგი
ნორმის ფარგლებში ან შემცირებული
ჰემოგლობინის საშუალო კორპუსკულური კონცენტრაცია (MCHC)
ტესტი
ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია ნორმო- ან ჰიპოქრომულია.
შედეგი
ნორმის ფარგლებში ან შემცირებული
პერიფერიული სისხლის ნაცხში
ტესტი
სფეროციტები, ფრაგმენტირებული ერითროციტები, მაკროოვალოციტები, შისტოციტები, ფანქრის ფორმის უჯრედები (ელიფსოციტები), ბირთვიანი ერითროციტები მიანიშნებს სხვა დიაგნოზზე.
ლეიკოციტები და თრომბოციტები მორფოლოგიურად ჩვეულებრივ, ნორმალურია ან შეესაბამება ინფექციის სურათს (მომატებულია ჩხირბირთვიანები, აღინიშნება ტოქსიკური მარცვლოვანება, დოლეს სხეულაკები).
ნებისმიერი უჯრედოვანი ხაზის მორფორლოგიური პათოლოგია მიუთითებს ალტერნატიული ჰემატოლოგიური დარღვევის მოძიებაზე.
შედეგი
ერითროციტები შეიძლება იყოს მიკროციტული, ჰიპოქრომული; ლეიკოციტები და თრომბოციტები როგორც წესი, ნორმალურია
სისხლის შრატის ფერიტინი
ტესტი
მეტ-ნაკლებად გვეხმარება ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის და რკინის დეფიციტის განსხვავებაში (ფერიტინი იმატებს პირველ და იკლებს მეორე შემთხვევაში).
ნაკლებად ინფორმატიულია ამ ორი მდგომარეობის ერთდროულად არსებობისას.
ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის დროს რკინის დეფიციტის არარსებობისას, ფერიტინის დონე ჩვეულებრივ, >225 პიკომოლ/ლ (100 ნანოგრამი/მლ) და ხშირად მნიშვნელოვნად მომატებულია. ამრიგად ვლინდება მისი ორმაგი როლი: გავლენას ახდენს რკინის მარაგსა და მწვავე ფაზის რეაგენტზე.[22]
შედეგი
მომატებული
შრატის რკინა
ტესტი
ტრანსფერინის სატურაციასთან შედარებით, ნაკლებად ინფორმატიულია.
შედეგი
შემცირებულია
საერთო რკინის შეკავშირების უნარი (TIBC)
ტესტი
ჩვეულებრივ <45 მიკრომოლი/ლ (250 მიკროგრამი/დლ)
თუ მაჩვენებელი მომატებულია (>70მიკრომოლი/ლ (400 მიკროგრამი/დლ), ეს მიანიშნებს რკინადეფიციტურ ანემიაზე და რკინის ცვლასთან დაკავშირებული შემდგომი კვლევების ჩატარების საჭიროებაზე.
შედეგი
ნორმის ფარგლებში ან შემცირებული
ტრანსფერინის სატურაცია
ტესტი
ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის დროს ტრანსფერინის სატურაცია როგორც წესი, 5%-დან 15%-მდეა.
შედეგი
შემცირებულია
რეტიკულოციტების აბსოლუტური რაოდენობა
ტესტი
მიანიშნებს ძვლის ტვინის არასაკმარის მაპროდუცირებელ ფუნქციაზე (დამახასიათებელია ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიისთვის).
შედეგი
ანამიის სიმძიმესთან შედარებით დაბალია
სისხლის შრატის კრეატინინი
ტესტი
შესაძლოა ინფორმატიული იყოს თირკმლის უკმარისობასთან ასოცირებული ანემიის გამოსარიცხად, თუმცა, ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებულმა ანემიამ შეიძლება გაართულოს თირკმლის დაავადებით გამოწვეული ანემია.
შედეგი
ცვალებადი
გასათვალისწინებელი კვლევები
C-რეაქტიული ცილა (CRP)
ტესტი
გვეხმარება ანთების არსებობის დადასტურებასა და ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის (ACD) დიაგნოსტირებაში, თუ ანემიის მიზეზი გაურკვეველია.
შედეგი
მომატებულია
ერითროციტების დალექვის სიჩქარე
ტესტი
გვეხმარება ანთების არსებობის დადასტურებასა და ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის (ACD) დიაგნოსტირებაში, თუ ანემიის მიზეზი გაურკვეველია.
ფართოდ გამოიყენება, როგორც დაავადების აქტივობის მარკერი იმ დაავადებების დიაგნოსტირების შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ქრონიკულ დაავადებებთან (მაგ., რევმატოიდული ართრიტი, რევმატოიდული პოლიმიალგია) ასოცირებულ ანემიასთან.
შედეგი
მომატებულია
B12 ვიტამინი შრატში
ტესტი
ინფორმატიულია B12-ის დეფიციტის გამოსარიცხად
შედეგი
ნორმის ფარგლებში
შრატში ფოლიუმის მჟავა
ტესტი
ინფორმატიულია ფოლიუმის მჟავის დეფიციტის გამოსარიცხად.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
ინფორმატიულია ჰიპო- ან ჰიპერთირეოზით გამოწვული ანემიის გამოსარიცხად.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
ინფორმატიულია ანემიის გამომწვევი ღვიძლის დაავადების გამოსარიცხად.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
არაპირდაპირი და პირდაპირი ბილირუბინი
ტესტი
ინფორმატიულია ანემიის გამომწვევი ჰემოლიზის გამოსარიცხად.
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ლაქტატ დეჰიდროგენაზა (LDH)
ტესტი
ინფორმატიულია ჰემოლიზის ან ძვლის ტვინის სხვა პათოლოგიის გამოსარიცხად (მომატებული LDH).
შედეგი
ჩვეულებრივ ნორმის ფარგლებშია, თუმცა შეიძლება დროდადრო მომატებული იყოს ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის გამომწვევი მდგომარეობის გამო.
ერითროპოეტინი
ტესტი
შესაძლოა, დამხმარე იყოს იმ პაციენტების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც დაექვემდებარებიან ერითროპოეტინით თერაპიას (პაციენტები, ერითროპოეტინის დონით <500 მილიერთეული/მლ, უფრო მეტად ექვემდებარებიან მკურნალობას).[44][45][46][47][48]
შედეგი
ჩვეულებრივ, უფრო დაბალია, ვიდრე მოსალოდნელია ანემიის მოცემული ხარისხისათვის.
ჰემოგლობინის ელექტროფორეზი
ტესტი
მისი გამოიყენება შეიძლება ბეტა თალასემიის გამოსარიცხად (მიკროციტოზი, მნიშვნელოვანი პოიკილოციტოზი, ერითროციტებში შედარებით ნორმალური ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია (MCHC)
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ძვლის ტვინის ბიოფსია
ტესტი
ჩვეულებრივ ტარდება მაშინ, როდესაც საეჭვოა პირვველადი ჰემატოლოგიური პათოლოგია (მაგ., მიელოდისპლაზია ან ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნე).
ასევე შეიძლება ჩატარდეს რკინის დეფიციტის განსაზღვრისთვის.
შედეგი
რეტიკულოენდოთელიურ ქსოვილში რკინის არსებობა, თუმცა არა ნორმობლასტებში; კიბოს, დისპლაზიის ან სხვა პათოლოგიის ნიშნების არარსებობა
ხსნადი ტრანსფერინის რეცეპტორი (sTfR)
ტესტი
ინფორმატიულია რკინადეფიციტური ანემიისა (მომატებული დონე) და ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის დიფერენცირებისთვის (ნორმალური მაჩვენებელი).
შედეგი
ნორმის ფარგლებში
ხსნადი ტრანსფერინის რეცეპტორის შეფარდება log ფერიტინთან (ინდექსი)
ტესტი
ინფორმატიულია რკინადეფიციტური ანემიის ან ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიისა და თანმხლები რკინის დეფიციტის (მნიშვნელობა >2-ზე) ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიისგან (ACD) დიფერენცირებისთვის (მნიშვნელობა <1-ზე).[17]
შედეგი
დაბალი (<1)
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას