ეპიდემიოლოგია

რადგან ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული იმუნური სისტემის აქტივაციის შედეგია, დაავადებასთან დაკავშირებული სპეციფიკური ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

აშშ-ში 65 წლის და მასზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში ყველა ტიპის ანემიის პრევალენტობა 10-11%-ია.[9]​ ითვლება, რომ შემთხვევათა მესამედში ანემია განპირობებულია ქრონიკული პათოლოგიით, მათ შორის, თირკმლის ქრონიკული დაავადებით. პაციენტებში, რომლებიც იწყებენ რევმატოიდული ართრიტის მკურნალობას, ანემიის პრევალენტობა, როგორც ვარაუდობენ, 8%-დან 29%-მდეა.[10][11]

ანემია გავლენას ახდენს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ერთ მესამედზე, მათ შორის, ნახევარ მილიარდ 15-49 წლის ასაკის ქალბატონსა და 269 მილიონ (6-59 თვის ასაკის) ბავშვზე.[12][13][14]​ ყველაზე მეტი გავლენა მოახდინა აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობაზე.

კრიტიკული დაავადების გამო ჰოსპიტალიზებული პაციენტების ერთ დიდ კოჰორტულ კვლევაში 41%-ს ჰქონდა ანემია ჰოსპიტალიზაციამდე, ხოლო პაციენტთა 74%-ს ჰოსპიტალიზაციამდე ანემიის არარსებობით, განუვითარდა ანემია.[15]​ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტებში ანემია დაკავშირებული იყო არასასურველ გამოსავლებთან, მათ შორის სტაციონარში ყოფნის გახანგრძლივებასა და სიკვდილობის მომატებასთან.[16]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას