ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
მთავარი რისკფაქტორებია: აუტოიმუნური დარღვევები, ავთვისებიანი მდგომარეობები, მწვავე ან ქრონიკული ინფექცია, კრიტიკული მდგომარეობები, გამოჯანმრთელების პროცესის გახანგრძლივება დიდი ტრავმისა ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ; ქრონიკული დაავადება.
ფონური მდგომარეობის სისტემური სიმპტომები
სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ღამის ოფლიანობა, ანორექსია, წონის კლება, სისუსტე, მიალგია ან ართრალგია, განსაზღვრავს ფონური დაავადების ძიების სტრატეგიას.
ანამნეზში სისხლდენის არარსებობა
მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ვლინდება, თუ არა სისხლდენის სიმპტომები (მაგ., მელენა, სისხლიანი განავალი, მენორაგია, მეტრორაგია). ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის დროს მოსალოდნელი არ არის სისხლდენის განვითარება და მისი არსებობა მიანიშნებს კვლევის გაგრძელების აუცილებლობაზე.
გასინჯვით მიღებული მონაცემები მიანიშნებს ინფექციაზე
აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: კისრის კუნთების რიგიდობა; სახსრების მტკივნეულობა; მუცლის, გულმკერდის ან ძვლის ტკივილი; ასევე ინფექციის კერის სპეციფიკური ნიშნებს (მაგალითად, სუნთქვის ხმიანობის შესუსტებას ან სველ ხიხინს).
ნებისმიერმა მნიშვნელოვანმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია.
გასინჯვით მიღებული მონაცემები მიანიშნებს ნეოპლაზმაზე
ახალწარმონაქმნები, ლიმფადენოპათია, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია.
ნებისმიერმა აქტიურმა ნეოპლაზმამ შესაძლოა, გამოიწვიოს ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია.
გასინჯვით მიღებული მონაცემები მიანიშნებს აუტოიმუნურ დარღვევებზე
აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს სახსრების ან მხრის სარტყლის მტკივნეულობას ან გამონაყრის არსებობას.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ანამნეზში ალკოჰოლის ჭარბი მიღების არარსებობა
მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის მქონე პაციენტების ანამნეზში შეიძლება აღინიშნებოდეს ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ეს საჭიროებს ანემიის გამომწვევი ალტერნატიული მიზეზის მოძიებას.
ანამნეზში ქიმიურ ნივთიერებებთან და რადიაციასთან ექსპოზიციის არარსებობა
მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის მქონე პაციენტების ანამნეზში შეიძლება აღინიშნებოდეს ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ეს საჭიროებს ანემიის გამომწვევი ალტერნატიული მიზეზის მოძიებას.
ანამნეზში ანემიის განვითარების რისკთან დაკავშირებული მედიკამენტების მოხმარების არარსებობა
პაციენტებს, ანამნეზში ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიით, რომელთაც ახალი მედიკამენტის მიღების დაწყების შემდეგ მალევე განუვითარდათ ანემია, ესაჭიროებათ უფრო საფუძვლიანი გამოკვლევები (მედიკამენტით გამოწვეული ანემიის დასადგენად).
ანამნეზში კვების დეფიციტის არარსებობა
მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის მქონე პაციენტების ანამნეზში შეიძლება აღინიშნებოდეს ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ეს საჭიროებს ანემიის გამომწვევი ალტერნატიული მიზეზის მოძიებას.
ფიზიკური დატვირთვის ამტანობის დაქვეითება
ხშირად ინფორმატიულია პაციენტის ფიზიკური აქტივობის ცვლილებების დადგენა, რადგან ისინი, სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით ხშირად ამცირებენ ფიზიკურ დატვირთვას.
ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას
ნებისმიერი ეტიოლოგიის საშუალო ან მძიმე ფორმის ანემიის ხშირი სიმპტომი.
დაღლილობა
ნებისმიერი ეტიოლოგიის საშუალო ან მძიმე ფორმის ანემიის ხშირი სიმპტომია.
რისკფაქტორები
ძლიერი
აუტოიმუნური დარღვევები
ავთვისებიანი მდგომარეობა
მწვავე ან ქრონიკული ინფექცია
ინფექციაზე მასპინძლის ორგანიზმის ნორმალური პასუხი იწვევს ციტოკინების გამოთავისუფლებას და იმუნური სისტემის აქტივაციას, რაც განაპირობებს ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემიის განვითარებას.[5]
კრიტიკული მდგომარეობები, დიდი ტრავმა ან ქირურგიული ჩარევა გამოჯანმრთელების გახანგრძლივებით.
ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია (ACD) საკმაოდ ხშირია ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებში.[15]
ACD ასევე ვითარდება დიდი ტრავმის და ფართომასშატაბიანი ოპერაციის შედეგად, ქსოვილების დაზიანების და ანთების გამო.
ქრონიკული დაავადება
ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია ხშირია პაციენტებში, თირკმლის ქრონიკული დაავადებით, გულის შეგუბებითი უკმარისობითა და ფილტვის ქრონიკული დაავადებით.[6][7]
ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ერითროპოეტინის პროდუქციის დაქვეითებით, ერითროპოეზისთვის საჭირო რკინის შემცირებული რაოდენობით და ერითროპოეტინის სისტემურ ანთებით პროცესთან დაკავშირებული რეზისტენტობით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას