დიფერენციული დიაგნოზები

ხშირი

დაზიანება

ანამნეზი

ტრავმის ანამნეზი (მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, დიდი მოტეხილობები, ხანგრძლივი ზეწოლით გამოწვეული დაზიანებები); ანამნეზში სისხლდენის ეპიზოდები; ან ანტიკოაგულანტების ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენება.

გასინჯვა

დაზიანების ნიშნები (ჭრილობები, სისხლჩაქცევები, დეფორმაციები), ჰიპოტენზია, სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, ძაფისებრი პულსი, ქოშინი/ჰაერის უკმარისობა, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება ან კონფუზია; კისრის ჩავარდნილი ვენები ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში მიუთითებს სითხის დანაკარგზე

პირველი გამოკვლევა
  • FBC:

    ნორმალური ან შემცირებული ჰემატოკრიტი; შემცირებული ჰემოგლობინი; ჰიპერპროლიფერაციული; რეაქტიული ლეიკოციტოზი და თრომბოციტოზი სტრესული რეაქციის გამო, თრომბოციტოპენია მრავალჯერადი ტრანსფუზიის განზავებით

  • პროთრომბინის დრო/აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო:

    როგორც წესი, ნორმაა; გახანგრძლივებულია ანტიკოაგულანტების გამოყენებისას, ჰემოსტაზში ფონური დეფექტების არსებობის ან მოხმარების კოაგულოპათიისას

    მეტი
  • სახსრების ან ხერხემლის რენტგენი:

    მოტეხილობის იდენტიფიცირება

სხვა გამოკვლევები
  • დიაგნოსტიკური ლაპაროტომია:

    სისხლდენის წყაროს დადგენა

  • სხეულის დაზიანებული არის კომპიუტერული ტომოგრაფია:

    შინაგანი ორგანოების დაზიანებების დადგენა

მწვავე გასტროინტესტინური სისხლდენა

ანამნეზი

ანამნეზში გასტროინტესტინური სისხლდენის ადრინდელი ეპიზოდები, გასტრიტი, პეპტიური წყლული, დიაფრაგმის თიაქარი, სიმსივნური დაავადება, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ან კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ალკოჰოლის მოხმარება, ციროზი, ანტიკოაგულანტების გამოყენება, წყლულოვანი კოლიტი, დივერტიკულოზი; რექტული სისხლდენის, მელენის, სისხლიანი პირღებინების, მუცლის ტკივილის სიმპტომები

გასინჯვა

ჰიპოტენზია, სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, ძაფის პულსი, ქოშინი/ჰაერის უკმარისობა, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა ან დაბნეულობა; ჩავარდნილი კისრის ვენები მწოლიარე მდგომარეობაში მიუთითებს მოცულობის დაკარგვაზე; ასციტი, ჰეპატომეგალია/სპლენომეგალია, ციროზული მკვრივი ღვიძლი, მედუზას თავი, გინეკომასტია, მელენა ან ალისფერი წითელი სისხლი რექტალური გამოკვლევის დროს

პირველი გამოკვლევა
  • FBC:

    ნორმალური ან შემცირებული ჰემატოკრიტი; შემცირებული ჰემოგლობინი; ჰიპერპროლიფერაციული; რეაქტიული ლეიკოციტოზი და თრომბოციტოზი სტრესული რეაქციის გამო

  • რეტიკულოციტების რაოდენობა:

    >2%

    მეტი
  • პროთრომბინის დრო/აქტივირებული PTT:

    როგორც წესი, ნორმაა; გახანგრძლივებულია ციროზის დროს, ანტიკოაგულანტებით თერაპიისას ან ჰემოსტაზის ფონური დეფექტების შემთხვევაში; შეიძლება აღინიშნოს მომატებული შარდოვანა

  • კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია:

    სისხლმდენი ვარიკოზული ვენები ან წყლულები იმ შემთხვევაში, თუ სისხლდენის წყარო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილია

  • კოლონოსკოპია:

    დაზიანებული ადგილიდან სისხლდენის ან წარმონაქმნის ვიზუალიზაცია

სხვა გამოკვლევები

    სისხლძარღვის ანევრიზმის გაგლეჯა

    ანამნეზი

    უეცარი ძლიერი ტკივილი, რომელიც ვრცელდება ზურგზე, მუცელზე ან გულმკერდზე, ანევრიზმის ლოკალიზაციის მიხედვით, შეიძლება თან ახლდეს გონების დაკარგვა, თუ ჩართულია დიდი სისხლძარღვი; ჰიპერტენზიის, (კოლაგენური დაავადება)ი; , კოლაგენის დარღვევების, ტრავმის, კოკაინის ან ამფეტამინის გამოყენების ისტორია

    გასინჯვა

    ჰიპოტენზია, კანის სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, ქოშინი/ჰაერის უკმარისობა, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება ან კონფუზია; კისრის ჩავარდნილი ვენები ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში მიუთითებს სისხლის დანაკარგზე; დიდი პულსური წნევა ან დისტალური პულსის არარსებობა; ძაფისებრი პულსი შეიძლება სწრაფად პროგრესირდეს ცირკულატორულ კოლაფსის განვითარებამდე, ან სიკვდილის დადგომამდე

    პირველი გამოკვლევა
    • FBC:

      ნორმალური ან შემცირებული ჰემატოკრიტი; შემცირებული ჰემოგლობინი; ჰიპერპროლიფერაციული; რეაქტიული ლეიკოციტოზი და თრომბოციტოზი სტრესული რეაქციის გამო

    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      >2%

      მეტი
    • დაზიანებული არის ულტრასონოგრაფია:

      აჩვენებს ანევრიზმის ზომას და ტიპს

      მეტი
    • დაზიანებული არის კომპიუტერული ტომოგრაფია:

      აჩვენებს ანევრიზმის ზომას და ტიპს

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • გულმკერდის რენტგენი:

      გულმკერდის აორტის ანევრიზმის დროს შესაძლოა გამოვლინდეს გაფართოებული შუასაყარი

      მეტი

    ქირურგიული ჩარევა

    ანამნეზი

    ახლახან ჩატარებული ოპერაცია, სისხლის სულ მცირე, ზომიერი დანაკარგით; ანამნეზში სისხლდენის დარღვევები და ჭარბი სისხლჩაქცევა; ანტიბიოტიკების გამოყენება

    გასინჯვა

    ჰიპოტენზია, სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, ძაფისებრი პულსი, უწყვეტი სისხლდენა ქირურგიული ჭრილობიდან, პეტექია, პურპურა; ძლიერი სისხლდენა იწვევს ქოშინს/ჰაერის უკმარისობას, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლას ან დაბნეულობას; ჩავარდნილი კისრის ვენები მწოლიარე მდგომარეობაში მიუთითებს მოცულობის დაკარგვაზე

    პირველი გამოკვლევა
    • FBC:

      ნორმალური ან შემცირებული ჰემატოკრიტი; შემცირებული ჰემოგლობინი; ჰიპერპროლიფერაციული; რეაქტიული ლეიკოციტოზი და თრომბოციტოზი სტრესული რეაქციის გამო

    სხვა გამოკვლევები
    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      >2%

    • დაზიანებული არის ულტრაბგერა:

      აჩვენებს სისხლდენის წყაროს და მოცულობას

    • დაზიანებული არის კომპიუტერული ტომოგრაფია:

      აჩვენებს სისხლდენის წყაროს და მოცულობას

    • დიაგნოსტიკური ლაპაროტომია:

      აჩვენებს სისხლდენის წყაროს და მოცულობას

    მენორაგია

    ანამნეზი

    ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა; დაღლილობა, ქოშინი დატვირთვის დროს, პიკაციზმი; ანამნეზში ფიბროიდი

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, წარმონაქმნები დანამატებში ან ფიბროიდი

    პირველი გამოკვლევა
    • FBC:

      ქრონიკული მიკროციტული ანემია ნორმალური ლეიკოციტებით; რეაქტიური თრომბოციტოზი რკინის დეფიციტის შემთხვევაში

    • სისხლის შრატის ფერიტინი:

      <100 პიკომოლ/ლ (<45 მიკროგრამი/ლ) მიუთითებს რკინადეფიციტურ ანემიაზე

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • ორსულობის ტესტი:

      ნეგატიური

    • პროთრომბინის დრო/აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო:

      როგორც წესი, ნორმაა; გახანგრძლივებულია ანტიკოაგულანტების გამოყენებისას, ჰემოსტაზში ფონური დეფექტების არსებობისას

    • თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი (TSH)/თავისუფალი თიროქსინი (T4):

      მომატებული TSH თავისუფალი T4-ის დაქვეითებულ დონესთან ერთად ჰიპოთირეოზის დროს

    • ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა:

      შეიძლება აღინიშნოს ჰიპერპლაზია, დისპლაზია, ფიბროიდი ან პოლიპები

      მეტი

    რკინის დეფიციტი

    ანამნეზი

    ანამნეზში რკინით ღარიბი დიეტა, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, წვრილი ნაწლავის რეზექცია, პეპტიკური წყლული, რეგულარული სირბილი, სისხლის მუდმივი კარგვა (მელენა, ჰემატურია, მენორაგია, ჰემოფთიზი, სისხლის ხშირი დონაცია, თვითდაზიანება), პიკაციზმი, სალიცილატის ალიმენტური გზით მიღება, კუჭის შუნტირება, ანკილოსტომით ინფესტაცია, ორსულობა ან მენორაგია

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, ქოშინი, ფიზიკური დატვირთვის ცუდი ამტანობა, კოილონიქია, ანგულარული ხეილოზი, გლოსიტი, თხელი თმა, სისტოლური ნაკადის შუილი; ბუასილი, ახალი სისხლი ან მელენა რექტული გამოკვლევისას; ორსულობის ნიშანი; დანამატებში წარმონაქმნები ან ფიბროიდი

    პირველი გამოკვლევა
    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

      მიკროციტული ანემია თრომბოციტოზთან ერთად

    • სისხლის შრატში რკინის განსაზღვრა:

      შრატში რკინის დაბალი დონე, მომატებული საერთო რკინის შეკავშირების უნარი, ფერიტინი დაქვეითებული, მომატებული ხსნადი ტრანსფერინის რეცეპტორი

    • ქსოვილის ტრანსგლუტამინაზას (tTG) IgA ტესტი და საერთო IgA ტესტი (გლუტენის შემცველ დიეტაზე):

      tTG IgA დონის მომატება ნორმალური IgA დროს მიუთითებს ცელიაკიაზე

    • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე:

      დადებითია, თუ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის დროს

    • ფეკალური იმუნოქიმიური ტესტი (FIT).:

      დადებითი რაოდენობრივი FIT მიუთთებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა სეგმენტიდან სისხლდენაზე

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია:

      კუწ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის წყაროს განსაზღვრა; კუჭის მომატებული pH აქლორჰიდრიის დროს

    • კოლონოსკოპია:

      კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა განყოფილებიდან სისხლდენის წყაროს ან ქრონიკული ანთების განსაზღვრა

    • CT კოლონოგრაფია:

      კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა განყოფილებიდან სისხლდენის წყაროს დადგენა

      მეტი
    • გამდინარე ციტომეტრია:

      ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურიის იდენტიფიკაცია

    • ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა:

      შეიძლება აღინიშნოს ჰიპერპლაზია, დისპლაზია, ფიბროიდი ან პოლიპები

      მეტი
    • განავლის მიკროსკოპია:

      ანკილოსტომას, ბეწვთავას ან შისტოსომა კვერცხების ვიზუალიზაცია

    • Helicobacter pylori ტესტი:

      დადებითი შედეგი H pylori-ის არსებობის შემთხვევაში

      მეტი

    B12 ვიტამინის დეფიციტი

    ანამნეზი

    ანამნეზში ცელიაკია ან კრონის დაავადება, აუტოიმუნური თიროიდიტი, კუჭის შუნტირება, ანტიბიოტიკების მუდმივად გამოყენება (ნაწლავის დისბაქტერიოზის სინდრომი), ვეგანური დიეტა ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება; დაღლილობა, გულის ფრიალი, დისტალური პარესთეზია, დეპრესია, კონფუზია, ყურებში ხმაური, დემენცია

    გასინჯვა

    ვიბრაციის შეგრძნების დაქვეითება და კიდურების დაბუჟება, ვიტილიგო, გლოსიტი, ცუდი წონასწორობა ან კოორდინაცია, ტაქიკარდია, სიფერმკრთალე, ჰეპატოსპლენომეგალია.

    პირველი გამოკვლევა
    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

      მეგალობლასტური მაკროციტული ანემია; შეიძლება აღინიშნოს ბაზოფილური პუნქტაცია

      მეტი
    • B12 ვიტამინის დონე შრატში:

      დაბალი

      მეტი
    • შრატში მეთილმალონის მჟავას დონე:

      მოამტებულია

      მეტი
    • შინაგანი ფაქტორის საწინააღმდეგო ანტისხეულები:

      დადებითია პერნიციოზული ანემიის დროს

    • კუჭის პარიეტული უჯრედის საწინააღმდეგო ანტისხეულები:

      დადებითია პერნიციოზული ანემიის დროს

    • ქსოვილის ტრანსგლუტამინაზას (tTG) IgA ტესტი და საერთო IgA ტესტი (გლუტენის შემცველ დიეტაზე):

      tTG IgA დონის მომატება ნორმალური IgA დროს მიუთითებს ცელიაკიაზე

    სხვა გამოკვლევები
    • ჰომოცისტეინის დონე:

      მოამტებულია

      მეტი

    ფოლიუმის მჟავის დეფიციტი

    ანამნეზი

    ანამნეზში ცელიაკია ან კრონის დაავადება, კუჭის შუნტირება, ჰემოდიალიზი, ორსულობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ან ანტიკონვულსანტების გამოყენება; დაღლილობა, გულის ფრიალი, თავის ტკივილი

    გასინჯვა

    მსუბუქი პერსისტენტული ჰიპერთერმია, ტაქიკარდია, სიფერმკრთალე, ჰეპატოსპლენომეგალია, გლოსიტი, ანგულარული ხეილიტი, კანის და ლორწოვანი გარსების ლაქოვანი ჰიპერპიგმენტაცია

    პირველი გამოკვლევა
    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

      მეგალობლასტური მაკროციტული ანემია; შეიძლება აღინიშნოს ბაზოფილური პუნქტაცია

    • B12 ვიტამინის დონე შრატში:

      ნორმაა; დაბალია ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის ერთდროული დეფიციტის დროს

      მეტი
    • შრატში ფოლიუმის მჟავა:

      დაბალი

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • შრატში ჰომოცისტეინის დონე:

      მოამტებულია

    მიელოდსპლაზიური სინდრომი

    ანამნეზი

    ანამნეზში ნავთობის დისტილაციის პროდუქტებთან (განსაკუთრებით, ბენზოლთან) ქიმიო- ან რადიოთერაპიასთან ადრინდელი ექსპოზიციის ანამნეზი; ცხელება, შეციება, დაღლილობა, სისუსტე, განმეორებითი ინფექცია, ანორექსია, ღამის ოფლიანობა, ქოშინი, სისხლაქცევების ადვილად განვითარება

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, პეტექია, პურპურა

    პირველი გამოკვლევა
    • FBC:

      არამეგალობლასტური მაკროციტული ანემია ლეიკოპენიით, მაკროოვალოციტებით; ასოცირებული ციტოპენია მოიცავს ნეიტროპენიას და თრომბოციტოპენიას

    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      <2%

    სხვა გამოკვლევები
    • ძვლის ტვინის ასპირაცია და ბიოფსია:

      მიელობლასტები მოუმწიფებელ წინამორბედებთან ერთად

      მეტი
    • ძვლის ტვინის ბიოფსიის ციტოგენეტიკა:

      მრავლობითი ქრომოსომული ტრანსლოკაციები შესაძლებელია, განსაკუთრებით, del(5q), -7/del(7q), ტრისომია 8 (+8), del(20q) და კომპლექსური კარიოტიპი

    • შრატში ვიტამინი B12:

      ნორმის ფარგლებში

      მეტი
    • ფოლიუმის მჟავა:

      ნორმის ფარგლებში

      მეტი

    მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია

    ანამნეზი

    შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება ან სისხლდენა, განმეორებითი ინფექციები, ცხელება, ართრალგია, ინფექცია, ანორექსია, ღამის ოფლიანობა, ქოშინი, ძვლების მტკივნეულობა, ეპისტაქსისი, ღრძილებიდან სისხლდენა, ღრძილების ჰიპერპლაზია

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, პეტექია, პურპურა, ტაქიკარდია, ჰეპატოსპლენომეგალია, ლიმფადენოპათია, სათესლის პარკის უმტკივნეულო ჰიპერტროფია, ღრძილებიდან სისხლდენა

    პირველი გამოკვლევა
    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

      პანციტოპენია ≥20% ბლასტური ფორმებით; ნორმოციტული ანემია; შეიძლება აღინიშნოს ჰიპერეოზინოფილია

      მეტი
    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      <2%

    სხვა გამოკვლევები
    • ძვლის ტვინის ასპირატი და ბიოფსია:

      ≥20% ბლასტები

      მეტი

    მწვავე მიელოიდური ლეიკემია

    ანამნეზი

    ანამნეზში ადრინდელი ქიმიო- ან რადიოთერაპია; შეუძლოდ ყოფნა, ღამის ოფლიანობა, დაღლილობა, სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება ან სისხლდენა, განმეორებითი ინფექციები, ცხელება, ძვლის მტკივნეულობა, ეპისტაქსისი, ღრძილებიდან სისხლდენა, ღრძილების ჰიპერპლაზია

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, პეტექია, პურპურა, ქოშინი, ტაქიკარდია

    პირველი გამოკვლევა
    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

      ჰიპოპროლიფერაციული; პანციტოპენია, ≥20% ბლასტებით; ნორმოციტური ანემია; შეიძლება აღინიშნოს ჰიპერეოზინოფილია

      მეტი
    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      <2%

    სხვა გამოკვლევები
    • ძვლის ტვინის ასპირატი და ბიოფსია:

      ≥20% ბლასტები

      მეტი

    ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია

    ანამნეზი

    როგორც წესი, საშუალო ასაკის პაციენტებში; დაღლილობა, წონის კლება, ღამის ოფლიანობა, სწრაფი დანაყრების შეგრძნება, პეტექია, პურპურა, განმეორებითი ცხელება, ძვლის ტკივილი, პოდაგრული ართრიტი

    გასინჯვა

    სუსტი სპლენომეგალია, მკერდის ძვალის ტკივილი, ლიმფადენოპათია

    პირველი გამოკვლევა
    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

      ჰიპოპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია; მიელოიდური მომწიფებული უჯრედები, ამაღლებული ბაზოფილები და ეოზინოფილები

    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      <2%

    • ძვლის ტვინის ასპირატი და ბიოფსია:

      უჯრედების მომატებული შემცველობა გრანულოციტულ ჰიპერპლაზიასთან ერთად

    სხვა გამოკვლევები
    • ციტოგენეტიკა:

      t(19;22) ფილადელფიის ქრომოსომა - BCR::ABL1 ტრანსლოკაცია

    • შრატში შარდმჟავა:

      მოამტებულია

      მეტი

    ბეწვუჯრედოვანი ლეიკემია

    ანამნეზი

    სისუსტე, დაღლილობა, წონის კლება, ღამის ოფლიანობა, სწრაფი დანაყრების შეგრძნება, პეტექია, პურპურა, განმეორებითი ცხელება, მუცლის დისკომფორტი ან მუცლის გადავსების შეგრძნება გამოწვეული ელენთის ზომაში მომატებით

    გასინჯვა

    მასიური სპლენომეგალია

    პირველი გამოკვლევა
    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

      პანციტოპენია ნორმოციტულ ანემიასთან ერთად

      მეტი
    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      <2%

    სხვა გამოკვლევები
    • ძვლის ტვინის ასპირატი და ბიოფსია:

      პუნქციური ბიოფსია აჩვენებს "ბეწვიან" უჯრედებს

      მეტი

    შეძენილი აპლაზიური ანემია

    ანამნეზი

    ანამნეზში ჰეპატიტი, აივ-ინფექცია, ბენზოლთან ექსპოზიცია, დაავადების გამომწვევი ცნობილი მედიკამენტების გამოყენება, რადიაციასთან ექსპოზიცია, ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია; შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება ან სისხლდენა, განმეორებითი ინფექციები, ცხელება

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, პეტექია, პურპურა, ქოშინი, ტაქიკარდია

    პირველი გამოკვლევა
    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

      ჰიპოპროლიფერაციული; პანციტოპენია მსუბუქი მაკროციტოზით; ნორმოციტური ანემია

    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      <2%

    სხვა გამოკვლევები
    • ძვლის ტვინის ასპირატი და ბიოფსია:

      ჰიპოცელულარული ძვლის ტვინი ყველა შტოს უჯრედების შემცირებით, ძირითადად ჩანაცვლებულია ცხიმოვანი უჯრედებით; ინფილტრაციის არარსებობა ფიბროზის ან ავთვისებიანი უჯრედების მიერ

      მეტი
    • შრატში ვიტამინი B12:

      ნორმის ფარგლებში

      მეტი
    • ფოლიუმის მჟავა:

      ნორმის ფარგლებში

      მეტი

    ინფილტრაცია მეორადი ავთვისებიანი წარმონაქმნით

    ანამნეზი

    წონის კლება, შეუძლოდ ყოფნა, ცხელება, დაღლილობა, ქოშინი, სისხლდენის ან სისხლჩაქცევის ადვილად განვითარება; ანამნეზში სოლიდური ორგანოს ავთვისებიანი მდგომარეობა (განსაკუთრებით, ძუძუს, პროსტატის, ფილტვის, ნეირობლასტომა)

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, პეტექია, პურპურა, ტაქიკარდია, გასინჯვით პათოლოგია ან წარმონაქმნის არსებობა (სოლიდური ორგანოს სიმსივნის შემთხვევაში), სისხლჩაქცევა, კახექსია

    პირველი გამოკვლევა
    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

      ჰიპოპროლიფერაციული; პანციტოპენია, ცრემლისებრი უჯრედები, პოიკილოციტები; ნორმოციტური ანემია

    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      <2%

    • ძვლის ტვინის ასპირატი და ბიოფსია:

      ძვლის ტვინის ინფილტრაცია ავთვისებიანი უჯრედებით

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • CT კვლევა:

      პირველადი სიმსივნეების ლოკალიზაციის იდენტიფიცირება

    ჭეშმარიტი ერითროციტული აპლაზია

    ანამნეზი

    თვითგანკურნებადი დაავადება: ანამნეზში გამომწვევი ცნობილი მედიკამენტების გამოყენება, გამომწვევი ინფექციების (პარვოვირუსი B19, ინფექციური მონონუკლეოზი, ვირუსული ჰეპატიტი, მალარია, რესპირატორული ინფექციები, გასტროენტერიტი, პირველადი ატიპური პნევმონია, ყბაყურა) კლინიკური ნიშნები; ქრონიკული დაავადება: ანამნეზში აუტოიმუნური დაავადება (სისტემური წითელი მგლურა [SLE], რევმატოიდული ართრიტი, დერმატომიოზიტი, სკლეროდერმა, კვანძოვანი პოლიარტერიიტი), პერსისტენტული ინფექცია ან თიმომა

    გასინჯვა

    ფონური ინფექციის ან აუტოიმუნური დაავადების კლინიკური ნიშნები

    პირველი გამოკვლევა
    • FBC:

      ჰიპოპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია

    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      <2%

    • გამომწვევი მედიკამენტის მიღების შეწყვეტის კვლევა:

      ანემია კუპირდება

    • პარვოვირუსი B19 საწინააღმდეგო ანტისხეულები:

      დადებითია პარვოვირუსის ინფექციისას

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • სქელი და თხელი პერიფერიული სისხლის ნაცხი:

      მალარიის დროს უჯრედშიდა პარაზიტები ჩანს რაითის ან გიმზას წესით შეღბვისას

    • შრატში IgM + IgG anti-HAV:

      დადებითია A ჰეპატიტის ინფექციისას

    • შრატში IgM + IgG HBcAb:

      დადებითია B ჰეპატიტის ინფექციისას

    • B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის დონე შრატში:

      დადებითია B ჰეპატიტის ინფექციისას

    • შრატში IgM + IgG anti-HCV:

      დადებითია C ჰეპატიტის ინფექციისას

    • ანტინუკლეური ანტისხეულები:

      დადებითია სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმისას

    • ორჯაჭვიანი დნმ, სმითის ანტიგენი:

      დადებითი სისტემური წითელი მგლურის დროს

    • რევმატოიდული ფაქტორი:

      დადებითია რევმატოიდული ართრიტის დროს

    • შრატის კრეატინკინაზა:

      მომატებულია დერმატომიოზიტის დროს

    • გულმკერდის რენტგენი:

      ინფილტრატები ატიპური პნევმონიის დროს; გლუვი წარმონაქმნი თიმომაში, როგორც წესი, პროეცირდება გულმკერდის ერთ-ერთ ნახევარში და ფარავს აორტის რკალს, ან "სილუეტის ნიშანი" (გულმკერდის სტრუქტურებს შორის ნორმალური საზღვრების დაკარგვა)

    მედიკამენტური ინტოქსიკაცია

    ანამნეზი

    ანემიის გამოვლინებამდე დაავადების გამომწვევი პრეპარატის მიღების ცნობილი ფაქტი ან ეჭვი აღნიშნულზე, ფიზიკური დატვირთვის ცუდი ამტანობა

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, სიყვითლე (მხოლოდ ჰემოლიზური ანემიით), ქოშინი

    პირველი გამოკვლევა
    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

      ჰიპოპროლიფერაციული ან ჰიპერპროლიფერაციული; ჩვეულებრივ ნორმოციტური ანემია; დნმ-ის სინთეზის ინჰიბიტორები, ფოლიუმის მჟავა ან B12 ვიტამინი წარმოქმნიან მეგალობლასტურ მაკროციტურ ანემიას

    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      <2%-ზე, თუ პრეპარატები თრგუნავს ძვლის ტვინს; > 2%-ზე, თუ ისინი იწვევს ჰემოლიზს

    • გამომწვევი მედიკამენტის მიღების შეწყვეტის კვლევა:

      ანემია კუპირდება

    სხვა გამოკვლევები
    • შრატის ბილირუბინი:

      მომატებული ჰემოლიზური ანემიის დროს

    ანემია ქრონიკული დაავადების დროს

    ანამნეზი

    ანამნეზში ქრონიკული ანთებითი პროცესი, აუტოიმუნური ან ინფექციური მდგომარეობები; მდგრადი ფიზიოლოგიური სტრესი, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის დაავადება, გულის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, ვასკულიტი ან კოლაგენური სისხლძარღვთა დაავადებები, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ჰიპოგონადიზმი; ვარჯიშის ცუდი ამტანობა; ანემია კორელაციაშია ანთებითი პროცესის სიმძიმესთან

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, დაღლილობა, ქოშინი; ფონური დაავადების სპეციფიკური ნიშნები

    პირველი გამოკვლევა
    • FBC:

      ნორმოციტული ანემია

      მეტი
    • სისხლის შრატში რკინის განსაზღვრა:

      შრატის რკინა დაქვეითებული/ნორმა, საერთო რკინის შეკავშირების უნარი დაქვეითებული და ფერიტინი ნორმა/მომატებული; მწვავე ფაზის რეაქციის დროს ფერიტინი ნორმა ან მომატებული

      მეტი
    სხვა გამოკვლევები
    • შრატში ერითროპოეტინის დონე:

      ნორმა ან მომატებული; თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს ხშირად დაქვეითებულია.

      მეტი

    თირკმლის ქრონიკული დაავადება

    ანამნეზი

    თირკმლის ქრონიკული დაავადება, ფიზიკური დატვირთვის ცუდი ამტანობა; მეორადი ჰიპოპარათირეოზის მახასიათებლები: კუნთების სპაზმი, ძვლის ტკივილი

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, დაღლილობა, ქოშინი; თირკმლის უკმარისობის ნიშნები: სიყვითლე, კანის სილურჯე, ფილტვებში ხიხინი, პერიკარდიუმს ხახუნის ხმიანობა, შეშუპება, ცუდი კონცენტრაცია ან მეხსიერება, მიოკლონუსი; ხვოსტეკის დადებითი ნიშანი ან ტრუსოს ნიშანი, ასოცირებული ჰიპერპარათირეოზთან

    პირველი გამოკვლევა
    • FBC:

      ჰიპოპროლიფერაციული; ნორმოციტური ან მიკროციტური ანემია თრომბოციტოზით

    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      <2%

    • სისხლის შრატის კრეატინინი:

      მოამტებულია

    • შარდის საერთო ანალიზი:

      ჰემატურია და/ან პროტეინურია

    • სისხლის შრატში რკინის განსაზღვრა:

      შრატში რკინის დაბალი დონე და ფერიტინი ნორმა/მომატებული, საერთო რკინის შეკავშირების მაღალი უნარი რკინის დეფიციტის დროს

    • შრატში ერითროპოეტინის დონე:

      ნორმის ფარგლებში ან დაქვითებული

    სხვა გამოკვლევები
    • შრატში კალციუმის დონე:

      შემცირებული ასოცირებული მეორადი ჰიპერპარათირეოზის დროს

    • შრატში პარათიროიდული ჰორმონის დონე უცვლელი:

      მომატებული ასოცირებული მეორადი ჰიპერპარათირეოზის დროს

    • თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა:

      თირკმლის მცირე ზომა; ობსტრუქცია ან ჰიდრონეფროზი; თირკმლის კენჭები

    • თირკმლის ბიოფსია:

      თირკმლის ფონური პათოლოგიის იდენტიფიცირება

    ღვიძლის ქრონიკული დაავდება

    ანამნეზი

    ანამნეზში ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ფიზიკური დატვირთვის ცუდი ამტანობა; შეიძლება იყოს უსიმპტომო ან დაღლილობით, სისუსტით, წონის კლებით, განმეორებითი ინფექციებით, ლიბიდოს დაქვეითებით; ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, დაღლილობა, ქოშინი, სიყვითლე, ქვედა კიდურების შეშუპება; ხელის და ფრჩხილის მახასიათებლები: ლეიკონიქია, ხელისგულის ერითემა, "დოლის ჩხირისებრი" თითები, ობობასებრი ჰემანგიომა; სახის მახასიათებლები: ტელეანგიექტაზია, სისხლჩაქცევა, რინოფიმა, ყბაყურა ჯირკვლის შეშუპება, კანის "დოლარისებრი შესახედაობა" (კანის ქსეროდერმა), სებორეული დერმატიტი, ქსანთელაზმა; მუცლის ნიშნები: "მედუზას თავი", სისხლჩაქცევა, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, მუცლის შებერილობა; მამაკაცებში, მეორადი სასქესო თმის ცვენა და სათესლეების ატროფია, გინეკომასტია

    პირველი გამოკვლევა
    • FBC:

      არამეგალობლასტური მაკროციტული ანემია; შეიძლება აღინიშნოს თრომბოციტოპენია

    • პროთრომბინის დრო:

      შემცირებული ღვიძლის სინთეზური ფუნქციის დარღვევისას

    • ღვიძლის ფუნქციური სინჯები:

      პათოლოგიური; დამოკიდებულია ფონურ მიზეზზე

    სხვა გამოკვლევები
    • მუცლის ულტრაბგერა, CT ან MRI:

      ღვიძლის კვანძოვანი ზედაპირი, მცირე ზომის ღვიძლი, მარცხენა/კაუდალური წილის შესაძლო ჰიპერტროფია, ასციტის ან კოლატერალური ცირკულაციის ნიშანი

    • ღვიძლის ბიოფსია:

      ფონური მიზეზის ან შემდგომი ციროზის დიაგნოზი

    ორსულობა

    ანამნეზი

    ორსულობა, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში

    გასინჯვა

    მუცლის შებერილობა, რომელიც შეესაბამება ორსულობას, სიფერმკრთალე

    პირველი გამოკვლევა
    • FBC:

      მიკროციტური ანემია თრომბოციტოზით რკინის დეფიციტის დროს; მეგალობლასტური მაკროციტური ანემია ფოლიუმის მჟავას დეფიციტის დროს; მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია სისხლის წითელი უჯრედების ფრაგმენტაციასთან ერთად არის HELLP (ჰემოლიზი, ღვიძლის ფერმენტების ამაღლებული დონეები და თრომბოციტოპენია) სინდრომის შემადგენელი კომპონენტები

    სხვა გამოკვლევები
    • სისხლის შრატში რკინის განსაზღვრა:

      შრატში რკინის დაბალი დონე, მომატებული საერთო რკინის შეკავშირების უნარი, ფერიტინი დაქვეითებული, მომატებული ხსნადი ტრანსფერინის რეცეპტორი რკინის დეფიციტის დროს

    • შრატში ფოლიუმის მჟავა:

      დაქვეითებულია ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს

      მეტი

    იშვიათია

    გენერალიზებული მალნუტრიცია

    ანამნეზი

    ცილის, კალორიის დეფიციტი; მალაბსორბციის სინდრომი; მოუვლელობა; ანამნეზში კვების დარღვევა

    გასინჯვა

    კანქვეშა ცხიმის დაკარგვა, აპათია და ლეთარგია, დეპიგმენტაცია, გადიდებული მუცელი, "ფრთისებრი" ბეჭი, აქერცლილი კანი, ქვედა კიდურების შეშუპება

    პირველი გამოკვლევა
    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

      მიკროციტული ანემია რკინის დეფიციტის შემთხვევაში; მეგალობლასტური მაკროციტული ანემია B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტისას; ნორმოციტული ანემია ვიტამინისა და მინერალის დეფიციტთან ერთად

    • სისხლის შრატში რკინის განსაზღვრა:

      შრატში რკინის დაბალი დონე, მომატებული საერთო რკინის შეკავშირების უნარი და ტრანსფერინის დაბალი დონე რკინის დეფიციტის დროს

    სხვა გამოკვლევები
    • შრატში ვიტამინი B12:

      დაბალი

    • შრატში ფოლიუმის მჟავა:

      დაბალი

      მეტი
    • შრატში სპილენძის დონე:

      დაბალი

      მეტი

    ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპია

    ანამნეზი

    ანამნეზში მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპია; დაღლილობა; თავის ტკივილი; ფიზიკური დატვირთვის ცუდი ამტანობა

    გასინჯვა

    სიფერმკრთალე, ლეთარგია, ქოშინი

    პირველი გამოკვლევა
    • FBC:

      ჰიპოპროლიფერაციული; პანციტოპენია ნორმოციტური ანემიით

      მეტი
    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

      <2%

      მეტი
    სხვა გამოკვლევები

      სხივური თერაპია

      ანამნეზი

      ანამნეზში ახლახან ჩატარებული დასხივება, განსაკუთრებით, მენჯის ან გულმკერდის მიდამოში; დაღლილობა, თავის ტკივილი, ფიზიკური დატვირთვის ცუდი ამტანობა

      გასინჯვა

      სიფერმკრთალე, ლეთარგია, ქოშინი, კანის ერითემა დასხივების ადგილებზე

      პირველი გამოკვლევა
      • FBC:

        ანემია (პანციტოპენია)

      • რეტიკულოციტების რაოდენობა:

        <2%

      სხვა გამოკვლევები
      • ძვლის ტვინის ასპირატი და ბიოფსია:

        ძვლის ტვინის ფიბროზი ან ავთვისებიანი ინფილტრაცია

      ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

      ანამნეზი

      ანამნეზში დიდი რაოდენობით ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება

      გასინჯვა

      სხეულის ჭარბი წონა, კანის ზედაპირული სისხლძარღვოვანი ქსელის მომატებული ამობურცულობა, პერიფერიული ნეიროპათია, ცვლილებები ნორმალურ თანკბილვაში და პირიდან ცუდი სუნი, ღვიძლის დაავადების პოტენციური ნიშნები: ჰეპატომეგალია ან პატარა ზომის ღვიძლი, სიყვითლე, ასციტი

      პირველი გამოკვლევა
      • FBC:

        მაკროციტური ანემია; მეგალობლასტური ან არამეგალობასტური

      სხვა გამოკვლევები
      • დიაგნოსტიკური გამოკითხვა:

        ალკოჰოლური დამოკიდებულების დიაგნოზი

      • ალკოჰოლის დონე (სუნთქვა და სისხლი):

        მოამტებულია

      ტყვიით მოწამვლა

      ანამნეზი

      ანამნეზში ტყვიის პროდუქტებთან ან ძველ საღებავთან საყოფაცხოვრებო ან რეკრეაციული ექსპოზიცია; ნეიროფსიქიატრიული დარღვევა, უძილობა, მუცლის ტკივილი, ცუდი მადა, პიკაციზმი

      გასინჯვა

      ღრძილის ლურჯი ხაზი (ბარტონის ხაზი), ჰიპერტენზია, პოდაგრა (ტყვიისმიერი პოდაგრა); დაკიდებული იდაყვი ან ტერფი

      პირველი გამოკვლევა
      • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

        ნორმოციტული ანემია ბაზოფილური პუნქტაციით; მიკროციტული ანემია, თუ ვლინდება ასოცირებული რკინის დეფიციტი

      • რეტიკულოციტების რაოდენობა:

        >2%

      • მთლიან სისხლში ტყვიის დონე:

        მოამტებულია

      სხვა გამოკვლევები

        ჰიპოთირეოზი

        ანამნეზი

        სისუსტე, ლეთარგია, შენელებული მეტყველება, სიცივის შეგრძნება, გულმავიწყობა, ყაბზობა, წონის მომატება, ფიზიკური დატვირთვის ცუდი ამტანობა

        გასინჯვა

        სიფერმკრთალე; ქოშინი; უხეში, მშრალი კანი; ქუთუთოების შეშუპება; სქელი ენა; სახის შეშუპება; ბრადიკარდია

        პირველი გამოკვლევა
        • FBC:

          ჰიპოპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია; მაკროციტური, მეგალობლასტური თუ ჰიპოთირეოზი ასოცირდება აუტოიმუნურ დაავადებასთან

        • შრატის თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი:

          მოამტებულია

        • შრატის თიროქსინი:

          შემცირებულია

        • რეტიკულოციტების რაოდენობა:

          <2%

        სხვა გამოკვლევები

          აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია

          ანამნეზი

          ანამნეზში აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი ან სკლეროდერმა), ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები (არაჰოჯკინის ლიმფომა ან ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია), ახლახან გადატანილი ვირუსული ავადმყოფობა ან მონონუკლეოზი; შეიძლება იყოს უსიმპტომო; სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, ფიზიკური დატვირთვის ცუდი ამტანობა, გადატანილი ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, მუქი ფერის შარდი, თიხისფერი განავალი

          გასინჯვა

          სიფერმკრთალე, ლეთარგია, ქოშინი, ტაქიკარდია, სიყვითლე, სპლენომეგალია (განსაკუთრებით, ექტსრავასკულური ჰემოლიზის შემთხვევაში)

          პირველი გამოკვლევა
          • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

            ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია, სფეროციტებით

          • რეტიკულოციტების რაოდენობა:

            >2%; როგორც წესი, 4%

            მეტი
          • ლაქტატ დეჰიდროგენაზა (LDH):

            მოამტებულია

          • ჰაპტოგლობინი:

            დაბალი

          • პირდაპირი ანტიგლობულინის რეაქცია (კუმბსის ტესტი):

            ჩვეულებრივ დადებითი

            მეტი
          • შრატის ბილირუბინი:

            მოამტებულია

          სხვა გამოკვლევები
          • ანტინუკლეური ანტისხეულები:

            დადებითია სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმისას

          • ორჯაჭვიანი დნმ (ds-DNA), სმითის ანტიგენი:

            დადებითი სისტემური წითელი მგლურის დროს

          • რევმატოიდული ფაქტორი:

            დადებითია რევმატოიდული ართრიტის დროს

          ტრანსფუზიაზე რეაქცია

          ანამნეზი

          მრავალჯერადი გადასხმა; ცხელება, ზურგის ტკივილი და ქოშინი, ჩვეულებრივ ტრანსფუზიიდან 6 საათის განმავლობაში; ბოლოდროინდელი სისხლის გადასხმა შეიძლება დაკავშირებული იყოს ნორმოციტურ ანემიასთან, ჰემოლიზთან და რეტიკულოციტების ჰიპერპროლიფერაციასთან ტრანსფუზიის რეაქციის გამო

          გასინჯვა

          სიფერმკრთალე, ლეთარგია, ქოშინი, მუქი ფერის შარდი, სიყვითლე

          პირველი გამოკვლევა
          • ABO ტიპირება:

            გადასხმისთვის გამოყენებული სისხლის შეუსაბამობა

            მეტი
          • პლაზმის დათვალიერება ცენტრიფუგირების შემდეგ, შეუდედებელი ვენური სისხლის ნიმუშში:

            გამჭვირვალე ან ვარდისფერ-წითელი ჰემოგლობინემიის პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში

          • ცენტრიფუგირების შემდეგ მიღებული შარდის დათვალიერება:

            ჰემოგლობინემიის დროს სუფთა წითელი ფერისაა

          სხვა გამოკვლევები
          • პირდაპირი ანტიგლობულინის რეაქცია (კუმბსის ტესტი):

            IgG anti-A, anti-B ან anti-AB დეტექცია მოცირკულირე წითელ უჯრედებში

          • შრატის ბილირუბინი:

            მოამტებულია

          მალარია

          ანამნეზი

          ანამნეზში კოღოს ნაკბენი ან მალარიის ენდემურ რეგიონში ცხოვრება; დაღლილობა, ქოშინი, ცხელება და პროსტრაცია, ფიზიკური დატვირთვის ცუდი ამტანობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა; სიმპტომები, ჩვეულებრივ, ციკლურად მეორდება ყოველი 48-დან 72 საათის განმავლობაში და ემთხვევა ერითროციტების (RBC) დესტრუქციას

          გასინჯვა

          სიყვითლე ან სიფერმკრთალე, სპლენომეგალია, ქოშინი, გულის მაღალი ნაკადის შუილი, ფილტვის შეშუპება, მუქი ფერის შარდი, ცხელება

          პირველი გამოკვლევა
          • FBC:

            ჰიპოპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია ± თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია

          • რეტიკულოციტების რაოდენობა:

            >2%; როგორც წესი, 4%

            მეტი
          • სქელი და თხელი პერიფერიული სისხლის ნაცხი:

            უჯრედშიდა პარაზიტები ჩანს რაითის და გიმზას მეთოდით შეღებვისას

            მეტი
          სხვა გამოკვლევები
          • შრატის ბილირუბინი:

            მოამტებულია

          • სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები (RDTs):

            პარაზიტის ანტიგენის ან ფერმენტების აღმოჩენა

            მეტი

          ვირუსული ჰეპატიტი

          ანამნეზი

          პერინატალური ექსპოზიცია, სხეულის ბიოლოგიური სითხეების პირდაპირი ტრანსმისია, ექსპოზიცია საკვებისმიერ ეპიდაფეთქებასთან (A ჰეპატიტის დროს); გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა და თავის ტკივილი, მუქი ფერის შარდი, აქოლიური (თიხისფერი) განავალი, სიყვითლე, ქავილი (B ჰეპატიტის დროს); C ჰეპატიტი, როგორც წესი, უსიმპტომოა.

          გასინჯვა

          სიყვითლე, ჰეპატომეგალია, მარჯვენა ზედა კვადრანტის ტკივილი, აქოლიური განავალი, მაკულოპაპულური ან ურტიკარიული გამონაყარი კანზე (B ჰეპატიტი დროს); ჩვეულებრივ ნორმალურია C ჰეპატიტის დროს

          პირველი გამოკვლევა
          • FBC:

            ჰიპოპროლიფერატიული; ნორმოციტური ანემია

          • რეტიკულოციტების რაოდენობა:

            <2%

          • ამინოტრანსფერაზების დონე შრატში:

            მოამტებულია

          • შრატში IgM + IgG anti-HAV:

            დადებითია A ჰეპატიტის ინფექციისას

          • შრატში IgM + IgG HBcAb:

            დადებითია B ჰეპატიტის ინფექციისას

          • B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის დონე შრატში:

            დადებითია B ჰეპატიტის ინფექციისას

          • C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო შრატის იმუნოგლობულინი IgM + IgG:

            დადებითია C ჰეპატიტის ინფექციისას

          სხვა გამოკვლევები

            ტოქსოპლაზმოზი

            ანამნეზი

            როგორც წესი, აღინიშნება ორსულ და იმუნოსუპრესიულ პაციენტებსა და ახალშობილებში; ანამნეზში შინაურ კატებთან, ცხვართან ან პირუტყვთან ექსპოზიცია ან უმი ხორცის მიღება

            გასინჯვა

            სიყვითლე, ცხელება, დაღლილობა, ლეთარგია, გამონაყარი, ჰეპატოსპლენომეგალია; სამშობიარო გზებში ინფიცირებულ ახალშობილს შესაძლოა ჰქონდეს ქორიორეტინიტი, მიკროცეფალია, გულყრები,   გონებრივი ჩამორჩენილობა

            პირველი გამოკვლევა
            • FBC:

              ჰიპოპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია და თრომბოციტოპენია; შეიძლება გამოხატული იყოს ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია

            • რეტიკულოციტების რაოდენობა:

              >2%; როგორც წესი, 4%

            • IgM ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი (ELISA) ან IgG-ს ავიდურობის ტესტი:

              IgM დეტექცია მწვავე ინფექციისას; IgG დეტექცია ქრონიკული ან ადრინდელი ექსპოზიციის დროს

              მეტი
            • საბინ-ფელდმანის საღებავი ნივთიერებით ტესტი:

              IgG ანტისხეულები დადებითი

            სხვა გამოკვლევები
            • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია Toxoplasma gondii-სთვის:

              დადებითი

            ლეიშმანიოზი

            ანამნეზი

            ანამნეზში კოღოს ნაკბენის ზემოქმედება, განსაკუთრებით, ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში; შიდსი, იმუნოსუპრესია ან მალნუტრიცია; დაღლილობა და ანორექსია; ხანგრძლივი, პერსისტენტული, სუბფებრილური წყვეტილი ინტერმისიული ცხელება; ზრდაში ჩამორჩენა, შებერილი მუცელი

            გასინჯვა

            სიფერმკრთალე, სიყვითლე, ჰეპატოსპლენომეგალია, ლიმფადენოპათია, დიარეა, კანის წყლულები, ნაზოფარინგული წყლულები

            პირველი გამოკვლევა
            • FBC:

              ჰიპოპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ერითრობლასტოზი

            • ლეიშმანიის სეროლოგია:

              დადებითია ლეიშმანიის ანტისხეულებზე, ან ანტისხეულების ტიტრი აღემატება რეგიონისთვის დადგენილ ზღვრულ მაჩვენებელს

              მეტი
            სხვა გამოკვლევები
            • რეტიკულოციტების რაოდენობა:

              >2%

            • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

              ლეიშმანიის დნმ

              მეტი
            • ელენთის ან ძვლის ტვინის ასპირატი:

              ვლინდება პარაზიტის ამასტიგოტები

              მეტი
            • პირდაპირი ანტიგლობულინის რეაქცია (კუმბსის ტესტი):

              დადებითი

            B19 პარვოვირუსით ინფექცია

            ანამნეზი

            მწვავე ინფექცია: დამახასიათებელი გამონაყარი კანზე ართრალგიასთან ერთად ან მის გარეშე

            გასინჯვა

            მწვავე ინფექცია: "აწითლებული ლოყები"("სილაგაწნული ლოყები"), რასაც მოსდევს ბადისებრი ერითემატოზული გამონაყარი კიდურებზე და ხელის, მაჯების, მუხლების ან კოჭების ართრიტი

            პირველი გამოკვლევა
            • FBC:

              ჰიპოპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია

            • რეტიკულოციტების რაოდენობა:

              <2%

            სხვა გამოკვლევები
            • პარვოვირუსი B19 საწინააღმდეგო ანტისხეულები:

              დადებითი

              მეტი

            ინფექციური მონონუკლეოზი

            ანამნეზი

            დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, ყელის ტკივილი, გულისრევა, თვალის ტკივილი, ფოტოფობია

            გასინჯვა

            ცხელება, ლიმფადენოპათია, ფარინგიტი, გამონაყარი, მსუბუქი სპლენომეგალია, სასის პეტექია, პერიორბიტალური შეშუპება, სიყვითლე

            პირველი გამოკვლევა
            • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

              ჰიპოპროლიფერაციული ან ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია, სფეროციტებით და ატიპიური ლიმფოციტებით

            • რეტიკულოციტების რაოდენობა:

              > 2% და, როგორც წესი, 4% ჰემოლიზური ანემიის დროს, <2% ჭეშმარიტი ერითროციტული აპლაზიის შემთხვევაში

            სხვა გამოკვლევები
            • ლაქტატ დეჰიდროგენაზა (LDH):

              მოამტებულია

            • ჰაპტოგლობინი:

              დაბალი

            • ჰეტეროფილური ანტისხეულების გამოვლების ტესტი ან ვირუსული კაფსიდური ანტიგენი (VCA) IgM:

              დადებითი

            ციტომეგალოვირუსი

            ანამნეზი

            ინფექცია, როგორც წესი, უსიმპტომოა; შეიძლება გამოვლინდეს მაკულოპაპულოზური გამონაყარი, რომელიც მოჰყვება ანტიბიოტიკების შეყვანას; დაღლილობა გამოწვეულია ანემიით; სიმპტომური ინფექცია ფონური იმუნოსუპრესიის ნიშანია

            გასინჯვა

            როგორც წესი, ნორმალური; სიყვითლე გამოწვეულია ჰემოლიზური ანემიით; სიმპტომური ინფექცია იწვევს ცხელებას, ლიმფადენოპათიას, ფარინგიტს, გამონაყარს, მსუბუქ სპლენომეგალიას, სასის პეტექიას, პერიორბიტალურ შეშუპებას

            პირველი გამოკვლევა
            • FBC:

              ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია

            • რეტიკულოციტების რაოდენობა:

              >2%; როგორც წესი, 4%

            სხვა გამოკვლევები
            • ლაქტატ დეჰიდროგენაზა (LDH):

              მოამტებულია

            • ჰაპტოგლობინი:

              დაბალი

            • ჰეტეროფილური ანტისხეულების გამოვლების ტესტი ან ვირუსული კაფსიდური ანტიგენი (VCA) IgM:

              ნეგატიური

              მეტი
            • ციტომეგალოვირუსის IgM:

              დადებითი

            ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია

            ანამნეზი

            პაციენტისა და/ან მშობლების ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის ცნობილი დიაგნოზი; ადრინდელი მტკივნეული ვაზოოკლუზიური კრიზი; დაღლილობა,ფიზიკური დატვირთვის ცუდი ამტანობა, პერსისტენტული ტკივილი ჩონჩხის, გულმკერდის ან მუცლის არეში, პრიაპიზმი, ნაღვლოვანი კენჭები, ინსულტი, ქვედა კიდურების კანის წყლულები, პნევმონიის მსგავსი სინდრომი

            გასინჯვა

            მაღალი სიცხე, სიფერმკრთალე, ლეთარგია, ქოშინი, სიყვითლე მწვავე კრიზის განმავლობაში

            პირველი გამოკვლევა
            • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

              ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია ნამგლისებრი უჯრედებით

              მეტი
            • რეტიკულოციტების რაოდენობა:

              >2%

            • ჰემოგლობინის იზოელექტრული ფოკუსირება:

              მომატებული ჰემოგლობინი S/A თანაფარდობა (დაახლოებით 100/0)

            • ლაქტატ დეჰიდროგენაზა (LDH):

              მოამტებულია

            • შრატის ბილირუბინი:

              მოამტებულია

            სხვა გამოკვლევები

              თალასემია

              ანამნეზი

              სისხლის დაავადებების ოჯახური ანამნეზი, განსაკუთრებით, სისხლის განმეორებითი ტრანსფუზიებით; ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მცხოვრები; ცვლადი სიმძიმის, დაწყებული ასიმპტომურიდან დამთავრებული მძიმე ფორმის, ტრანსფუზიაზე დამოკიდებული სიმპტომებით

              გასინჯვა

              სპლენომეგალია, სიყვითლე, მუცლის შებერილობა, იქტერუსი; ჩონჩხის ანომალიები, დიდი თავი, "ციყვისებრი სახე" და არასწორად განლაგებული კბილები ნანახია გარდამავალი და დიდი ბეტა თალასემიის დროს

              პირველი გამოკვლევა
              • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

                ჰიპოპროლიფერაციული ან ჰიპერპროლიფერაციული; მიკროციტური ანემია MCV-ით, როგორც წესი, უფრო ახლოს 70 fL, დაბალი საშუალო კორპუსკულური ჰემოგლობინი (Hb); ჩანს სამიზნე უჯრედები

              • რეტიკულოციტების რაოდენობა:

                ჩვეულებრივ <2%, რაც განასხვავებს დარღვეულ ერითროციტოზს ერითროციტების გაზრდილი მოხმარებისგან (რაც გამოიწვევს რეტიკულოციტების რაოდენობას >2%)

                მეტი
              • ჰემოგლობინის ელექტროფორეზი:

                მომატებული ჰემოგლობინი F; ჰემოგლობინის სხვა ნიმუშები შეთავსებადია შესაბამის თალასემიასთან

              სხვა გამოკვლევები
              • სისხლის შრატის ფერიტინი:

                მომატებულია რკინით ზედმეტი გადატვირთვის დროს

              თანდაყოლილი სფეროციტოზი

              ანამნეზი

              ანამნეზში სისხლის დაავადება, სპლენექტომია ან პიგმენტური ნაღვლოვანი კენჭები; შეიძლება იყოს უსიმპტომო, თუ ექსტრამედულარული ჰემატოპოეზი ახდენს კომპენსირებას

              გასინჯვა

              შეიძლება იყოს ნორმალური ან გამოვლინდეს სიფერმკრთალე, სიყვითლე, ქვედა კიდურის კანის წყლულები, სპლენომეგალია

              პირველი გამოკვლევა
              • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

                ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია, საშუალო კორპუსკულური ჰემოგლობინისა და სფეროციტების მომატებით

              • რეტიკულოციტების რაოდენობა:

                >2%

              • ოსმოსური მდგრადობის სინჯი:

                დადებითი (უჯრედები იშლება ჰიპოოსმოსური ხსნარის ზემოქმედებით)

              სხვა გამოკვლევები
              • პირდაპირი ანტიგლობულინის რეაქცია (კუმბსის ტესტი):

                ნეგატიური

                მეტი

              გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი

              ანამნეზი

              როგორც წესი, აფრიკელ, ხმელთაშუა ზღვის, სარდინიის ან სეფარდული წარმოშობის ებრაელ მამაკაცებში; მწვავე ჰემოლიზის თვითგანკურნებადი ეპიზოდები, როდესაც ხდება ექსპოზიცია ოქსიდაციურ სტრესთან; სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები უფრო ხშირია ხმელთაშუა ზღვის ვარიანტთან

              გასინჯვა

              სიფერმკრთალე, სიყვითლე, მსუბუქი ქოშინი

              პირველი გამოკვლევა
              • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

                ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია ჰაინცის სხეულებით, ექსცენტროციტებით ან დეგმაციტები (მოკბეჩილი უჯრედები)

                მეტი
              • რეტიკულოციტების რაოდენობა:

                >2%

              • შრატში ჰაპტოგლობინის დონე:

                დაქვეითებული

              • ლაქტატ დეჰიდროგენაზა (LDH):

                მოამტებულია

              სხვა გამოკვლევები
              • G6PD ფერმენტის ანალიზი:

                რაოდენობრივი ან ხარისხობრივი დარღვევები

                მეტი
              • შრატის ბილირუბინი:

                მომატებული არაპირდაპირი ბილირუბინი

              • პირდაპირი ანტიგლობულინის რეაქცია (კუმბსის ტესტი):

                ნეგატიური

                მეტი

              ძვლის ტვინის უკმარისობის სინდრომები

              ანამნეზი

              განმეორებითი ინფექციები დაბადებიდან ხანმოკლე პერიოდში, ცხელება, სისხლდენის ან სისხლჩაქცევის ადვილად განვითარება, ორგანოთა პათოლოგიები, ტანდაბლობა

              გასინჯვა

              ვლინდება წონის კლებით, სიფერმკრთალით, ლეთარგიით, ქოშინით, პეტექიით, პურპურითი და/ან პირის ღრუს მიკოზით

              პირველი გამოკვლევა
              • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

                პანციტოპენია ნორმოციტური ან მაკროციტური არამეგალობლასტური ანემიით

                მეტი
              • რეტიკულოციტების რაოდენობა:

                <2%

              სხვა გამოკვლევები
              • ძვლის ტვინის ასპირაცია და ბიოფსია:

                ვარირებს ფონური მიზეზისგან გამომდინარე

              • დიეპოქსიბუტანის ან მიტომიცინი- c მდგრადობის ტესტი:

                დადებითი ფანკონის ანემიის დროს

              • გენეტიკური კვლევა:

                დამახასიათებელი გენეტიკური მუტაციების დეტექცია

              ჰემოლიტიკური ურემიული სინდრომი

              ანამნეზი

              თირკმლის მწვავე უკმარისობა, როგორც წესი, სისხლიანი დიარეით მიმდინარე ნაწლავური ბაქტერიული ინფექციის (Escherichia coli 0157:H7), ან სტერპტოკოკული პნევმონიის შემდეგ; ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, კლოპიდოგრელი, ორალური კონტრაცეპტივები და ზოგიერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატი შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ურემიული სინდრომი

              გასინჯვა

              სიფერმკრთალე, ლეთარგია, ქოშინი, პეტექია, პურპურა, სისხლიანი დიარეა; როგორც წესი, თვითგანკურნებადია ბავშვებში

              პირველი გამოკვლევა
              • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

                ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია, თრომბოციტოპენია, შისტოციტები

              • ერითროციტის რაოდენობა:

                >2%

              სხვა გამოკვლევები
              • პროთრომბინის დრო/აქტივირებული PTT:

                ნორმის ფარგლებში

                მეტი
              • შრატში ჰაპტოგლობინის დონე:

                დაქვეითებული

              • ლაქტატ დეჰიდროგენაზა (LDH):

                მოამტებულია

              • სისხლის შრატის კრეატინინი:

                შეიძლება მომატებული იყოს

              • შრატის ბილირუბინი:

                მოამტებულია

              • პირდაპირი ანტიგლობულინის რეაქცია (კუმბსის ტესტი):

                ნეგატიური

                მეტი
              • განავლის კულტურა და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტები:

                დადებითი ენტეროჰემორაგიული E. coli გენებისთვის

              • ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი (ELISA):

                დადებითი შიგა ტოქსინი

              • შარდის საერთო ანალიზი:

                შეიძლება გამოვლინდეს ჰემატურია და/ან პროტეინურია

              დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება (DIC)

              ანამნეზი

              მიმდინარე მძიმე ფორმის ინფექცია, სეფსისი (როგორც წესი, გრამ-უარყოფითი გამომწვევებით), ავთვისებიანი მდგომარეობა, სამეანო გადაუდებელი მდგომარეობა, ტრავმა, დამწვრობა, ინტოქსიკაცია, მედიკამენტის ზედოზირება, ენდოთელიუმის დაზიანების რაიმე მიზეზი

              გასინჯვა

              დიფუზური სისხლდენა, განსაკუთრებით, პუნქციური ბიოფსიის ადგილიდან ან მცირე ტრავმიდან; არაპროვოცირებული თრომბები; ფონური მიზეზის კლინიკური ნიშნები

              პირველი გამოკვლევა
              • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

                ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია, თრომბოციტოპენია, შისტოციტები

              • რეტიკულოციტების რაოდენობა:

                >3% თუ ვივარაუდებთ, რომ ძვლის ტვინის ფუნქცია ადეკვატურია

              • პროთრომბინის დრო:

                გახანგრძლივებულია

              • აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო:

                ცვალებადობს VII ფაქტორის დონიდან გამომდინარე

              • DIC პანელი:

                მომატებული D-დიმერი და ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტები დაბალი ფიბრინოგენთან ერთად

                მეტი
              სხვა გამოკვლევები

                თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა

                ანამნეზი

                არასპეციფიკური პროდრომი, სინდრომი, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი, კონფუზია, ფოკალური სისუსტე, გულყრები, კომა; სისხლდენის გამო შეიძლება აღინიშნოს მენორაგია

                გასინჯვა

                სიფერმკრთალე, ლეთარგია, ქოშინი, პურპურა, ეკქიმოზი

                პირველი გამოკვლევა
                • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

                  ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია, სფეროციტებით

                • რეტიკულოციტების რაოდენობა:

                  >2%

                • პირდაპირი ანტიგლობულინის რეაქცია (კუმბსის ტესტი):

                  ნეგატიური

                  მეტი
                სხვა გამოკვლევები

                  ჰემანგიომა

                  ანამნეზი

                  როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვის ან ჩვილის კანის გაფართოებული სისხლძარღვოვანი დაზიანება; ასევე შეიძლება იყოს ღვიძლსა ან სხვა ვისცერულ ორგანოში

                  გასინჯვა

                  დამოკიდებულია დაზიანებ(ების)ის ლოკაცილიზაციაზე, რომლებიც, როგორც წესი, მოწითალო-ყავისფერი ან იისფერია; სხვა სიმპტომები შეესაბამება ანემიას

                  პირველი გამოკვლევა
                  • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

                    ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია, თრომბოციტოპენია

                    მეტი
                  • რეტიკულოციტების რაოდენობა:

                    >2%

                  სხვა გამოკვლევები
                  • საეჭვო მიდამოს რენტგენი:

                    რბილი ქსოვილის ჩრდილები, ვენური კონკრემენტები

                  • საეჭვო მიდამოს MRI:

                    გაძლიერებული სიგნალი ორივე T1- და T2 შეწონილ გამოსახულებებზე

                  ავთვისებიანი არტერიალური ჰიპერტენზია

                  ანამნეზი

                  ჰიპერტენზიის, თირკმლის დაავადების ან ეკლამფსიის ანამნეზი; ხანდაზმული ასაკი, მამრობითი სქესი, შავკანიანთა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები; თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, მგრძნობელობის ან მოტორული ძალის დაკარგვა, გულმკერდის არეში ტკივილი ან ზეწოლა, ქოშინი, შეშუპება

                  გასინჯვა

                  სისტოლური არტერიული წნევა > 210მმ.ვწყ.სვ. და დიასტოლური არტერიული წნევა > 130 მმ.ვწყ.სვ., ლეთარგია, ახალი შუილი, გულის აუსკულტაციისას S3 ტონი, საუღლე ვენების შებერვა, ხიხინი ან ქვედა კიდურების შეშუპება, ოლიგურია ან პოლურია, ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები, ჰიპერტენზიული რეტინოპათია

                  პირველი გამოკვლევა
                  • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

                    ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია, სფეროციტებით

                  • რეტიკულოციტების რაოდენობა:

                    >2%

                  • ელექტროკარდიოგრამა:

                    იშემიის ან ინფარქტის ნიშანი, როგორიცაა ST-სეგმენტის ან T-კბილის ცვლილებები

                  • სისხლის შრატის კრეატინინი:

                    მომატებული თირკმლის უკმარისობის დროს

                  სხვა გამოკვლევები
                  • გულმკერდის რენტგენი:

                    ფილტვის შეშუპების ნიშანი, რაც მიუთითებს მარცხენა პარკუჭის უკმარისობაზე

                  • თავის CT ან MRI:

                    ინფარქტის ან სისხლდენის ნიშანი

                  ხელოვნური სარქველები და პროტეზები

                  ანამნეზი

                  ანამნეზში აორტის ან მიტრალური სარქვლის ლითონის სარქვლით ჩანაცვლება, შედედების დაქვეითება; სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი; ფიზიკური დატვირთვის ცუდი ამტანობა, ადრე არსებული ნაღვლოვანი კენჭები, მუქი ფერის შარდი

                  გასინჯვა

                  სიფერმკრთალე, ლეთარგია, ქოშინი, პეტექია, პურპურა, სიყვითლე

                  პირველი გამოკვლევა
                  • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

                    ჰიპერპროლიფერაციული; ნორმოციტური ანემია, სფეროციტებით

                  • რეტიკულოციტების რაოდენობა:

                    >2%

                  • პირდაპირი ანტიგლობულინის რეაქცია (კუმბსის ტესტი):

                    ნეგატიური

                    მეტი
                  სხვა გამოკვლევები

                    კანის დამწვრობა

                    ანამნეზი

                    დამწვრობით დაზიანება სხეულის საერთო ზედაპირის (TBSA) სულ მცირე, 10%-ზე; ბევრი ქირურგიული პროცედურა

                    გასინჯვა

                    ეპიდერმისის ან დერმის დაზიანება დამწვრობით

                    პირველი გამოკვლევა
                    • სისხლის საერთო ანალიზი პერიფერიული სისხლის ნაცხით:

                      ნორმოციტული ანემია თრომბოციტოპენიით; სისხლის ნაცხზე ჩანს შიზოციტები პერიფერიული დესტრუქციიდან

                    სხვა გამოკვლევები
                    • რეტიკულოციტების რაოდენობა:

                      >2%

                    ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას