პროგნოზი

B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია შეიძლება სწრაფად ფატალური იყოს. ინფექციის ადრეულ ეტაპებზე, სწორი მკურნალობის შემთხვევაშიც კი, სიკვდილობა 4-13%-ია.[21][71] სიკვდილობა უფრო მაღალია დაბალი წონის ახალშობილებში (42%-იანი ლეტალობის მაჩვენებელი <2500 გ ბავშვებში, ხოლო 7%- ≥2500 გ წონით კატეგორიაში).[28]

სიკვდილობა უფრო მაღალია მცირეწონიან ბავშვებში (ლეტალობის მაჩვენებელი 42%-ია <2500 გ ბავშვებში, ხოლო 7%-ია ≥2500 გ ბავშვებში).[17][71]

B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექცია უფრო მეტად სავარაუდოდაა ფატალური ზრდასრულებში, ვიდრე ბავშვებში. სიკვდილობა დამოკიდებულია ინფექციის ადგილზე, პნევმონიას ახასიათებს 41%-იანი სიკვდილობა. ჯამში სიკვდილობა არის 21-25%.[21][26]

B ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციური ენდოკარდიტი, ზოგჯერ, ზემოქმედებს ბუნებრივ და ხელოვნურ სარქველებზე და ხასიათდება მაღალი სიკვდილობით.[98]

მონიტორინგი

საჭიროა მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების სტანდარტული მონიტორინგი. მონიტორინგი, ძირითადად, მოიცავს სისხლის საერთო ანალიზის, C რეაქტიული ცილის, შარდოვანას და ელექტროლიტების განმეორებით ტესტებს რეგულარული ინტერვალებით, სანამ სიმპტომები არ ალაგდება. შემდგომი მეთვალყურეობის ფარგლებში, როგორც წესი, კულტურის ჩატარება რეკომენდებული არ არის, თუმცა შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს პაციენტებში, რომელთაც თერაპიის მიმართ რეაქცია არ აქვთ. ანალოგიურად, შემდგომი მეთვალყურეობის ფარგლებში რადიოლოგიური გამოკვლევები რიგ შემთხვევაში საჭიროა.

ავადობა

არა-ორსულ ზრდასრულებიდან, რომლებიც გამოჯანმრთელდებიან B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინვაზიური ინფქეციისგან, 4%-ს განუვითრდება რეციდივი.[99] B ჯგუფის სტრეპტოკოკულმა ართრიტმა შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებული სახსრის მუდმივი ფუნქციური დარღვევა. B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადება ბავშვობაში დაკავშირებულია ნეიროგანვითარების დარღვევის გაზრდილ რისკთან. რისკი განსაკუთრებით მაღალია B ჯგუფის სტრეპტოკოკული მენინგიტის დროს.[100][101]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას