პროგნოზი
ცოფი ფატალური დაავადებაა. როგორც წესი, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ცოფის მქონე პაციენტები ვერ ცოცხლობენ 18 დღეზე დიდხანს, თანამედროვე კრიტიკული დახმარების მედიცინის მიუხედავად.[53] მსოფლიო მასშტაბით აღრიცხულია დაახლოებით 15 გადარჩენილი პირი, რომელთაგან ყველას აღენიშნება საშუალო ან მძიმე ნევროლოგიური გართულებები.[59]
ინფექციის ფეტალური გამოსავალი ძალიან იშვიათად შეიძლება მოხდეს ადამიანებში, რომლებმაც დაიწყეს პოსტ-ექსპოზიციის პროფილაქტიკა (PEP) ზოონოზური ექსპოზიციის შემდეგ. ინფექციების აღმოჩენის მქონე პაციენტებში, ექსპოზიციიდან სიმპტომების გამოვლენამდე საშუალო დრო იყო 20 დღე. პაციენტების უმეტესობამ მიიღო PEP ექსპოზიციიდან 2 დღის განმავლობაში და ხშირი იყო მძიმე ჭრილობები. ძირითადი პრაქტიკის დაცვა (მაგ., ჭრილობის გაწმენდა და ვაქცინის შეყვანა) მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადი პრაქტიკიდან გადახრები დაფიქსირდა ინფექციების აღმოჩენის მქონე პაციენტების 56%-ში.[60]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას