კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
ნერწყვის პჯრ კვლევა და ვირუსული კულტურა
ტესტი
პჯრ კვლევის საშუალებით შესაძლებელია ცოფის ვირუსის რნმ-ის იდენტიფიცირება.
ვირუსის დეტექცია დაავადების მიმდინარეობის ადრეული სტადიის განმავლობაში უფრო შესაძლებელია. პაციენტთა უმრავლესობას განმეორებითი ტესტირებისას ისევ დადებითი შედეგები აღენიშნება, რადგან პჯრ ძალიან სენსიტიური კველვაა.
ნერწყვი, თზტ სითხე, კანი და შრატი ერთდროულად უნდა გამოიკვლიოს ზუსტი დიაგნოზის დასადგენად. მხოლოდ ნერწყვის გამოკვლევისას მიღებული უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ცოფის დიაგნოზს. კანის ბიოფსიის, ნერწყვის, თზტ სითხისა და შრატის (არაიმუნიზირებულ პაციენტებში) ანალიზის შედეგები, ყველა უარყოფითი უნდა იყოს ცოფის დიაგნოზის გამოსარიცხად.
ნერწყვის პჯრ კვლევის ან კულტურის დადებითი შედეგები პაციენტის ინფექციურობაზე მიუთითებს, ამიტომ აუცილებელია მათი იზოლირება და მომსახურე პერსონალში ინფექციის გავრეცელების პრევენციიის მიზნით სპეციალური ღონისძიებების გატარება.
თუ პაციენტი საკმარისად დიდხანს იცოცხლებს, აღნიშნული ანალიზი უარყოფითი ხდება, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ პაციენტი გადამდები აღარ არის.
შედეგი
ცოფის ვირუსის რნმ-ის დეტექცია; ცოფის ვირუსის იზოლირება
კანის ბიოფსია (კისრიდან) პირდაპირი ფლუორესცენტული ანტისხეულების (პფა) გამოყენებით და პჯრ კვლევა
ტესტი
კისერზე, თმის საზღვრიდან 5-6 მმ-ის ნიმუში აიღება ბიოფსიის გასაკეთებლად. ქსოვილის კარგი ნიმუში მინიმუმ თმის 10 ფოლიკულას უნდა შეიცავდეს და საკმარისი სიღრმიდან უნდა იქნას აღებული, თმის ფოლიკულის ძირში არსებული ნერვიც რომ მოხვდეს.
პფა-ის ანალიზი ქსოვილის ნიმუშში ცოფის ვირუსის ანტიგენის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
პჯრ კვლევის საშუალებით შესაძლებელია ცოფის ვირუსის რნმ-ის იდენტიფიცირება.
ვირუსის დეტექცია დაავადების მიმდინარეობის ადრეული სტადიის განმავლობაში უფრო შესაძლებელია.
მხოლოდ კანის ბიოფსიისას მიღებული უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ცოფის დიაგნოზს. კანის ბიოფსიის, ნერწყვის, თზტ სითხისა და შრატის (არაიმუნიზირებულ პაციენტებში) ანალიზის შედეგები, ყველა უარყოფითი უნდა იყოს ცოფის დიაგნოზის გამოსარიცხად.
შედეგი
პფა-ს მეშვეობით ცოფის ვირუსის ანტიგენის დეტექცია; ცოფის რნმ-ის იდენტიფიცირება
თზტ სითხის ციტოლოგია
ტესტი
პირველი კვირის განმავლობაში გვხვდება პაციენტთა 60%-ში, მეორე კვირის განმავლობაში კი 85%-ში.
შედეგი
მსუბუქი ლიმფოციტური პლეოციტოზი
თზტ სითხის ბიოქიმიური ანალიზი
ტესტი
თზტ სითხეში ცილების რაოდენობა შეიძლება ოდნავ მომატებული იყოს (>0.5 გ/დლ [>50 მგ/დლ]), გლუკოზა კი ნორმის ფარგლებში ან ოდნავ შემცირებული. თზტ სითხეში ქინოლინური მჟავის რაოდენობა თავიდანვე მაღალია, ლაქტატი კი დროთა განმავლობაში იმატებს.
შედეგი
მომატებული ცილა; დაბალი ან ნორმალური გლუკოზა; მომატებული ქინოლინის მჟავა; მომატებული ლაქტატი
თზტ სითხეში ცოფის გამანეიტრალებელი ანტისხეულები
ტესტი
მიუთითებს ცოფის ინფექციაზე.
მხოლოდ თზტ სითხის გამოკვლევისას მიღებული უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ცოფის დიაგნოზს. კანის ბიოფსიის, ნერწყვის, თზტ სითხისა და შრატის (არაიმუნიზირებულ პაციენტებში) ანალიზის შედეგები, ყველა უარყოფითი უნდა იყოს ცოფის დიაგნოზის გამოსარიცხად.
შედეგი
დადებითი
შრატში ცოფის საწინააღდეგო IgM ან IgG
ტესტი
დაავადების მიმდინარეობის ადრეულ სტადიაზე ანტისხეულების დეტექცია შეიძლება ვერ მოხერხდეს; განმეორებითი ანალიზისას ანტისხეულების რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა ჰოსპიტალიზაციის მე-14 დღისთვის. წარსულში იმუნიზირებული პაციენტების შრატში ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულები დადებითია, შესაბამისად აღნიშული ტესტი ინფექციის დიაგნოსტირებისთვის ვერ გამოიყენება.
მხოლოდ შრატის გამოკვლევისას მიღებული უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ცოფის დიაგნოზს. კანის ბიოფსიის, ნერწყვის, თზტ სითხისა და შრატის (არაიმუნიზირებულ პაციენტებში) ანალიზის შედეგები, ყველა უარყოფითი უნდა იყოს ცოფის დიაგნოზის გამოსარიცხად.
შედეგი
დადებითი
თზტ სითხის პჯრ კვლევა HSV-ზე
ტესტი
გამოიყენება მარტივი ჰერპესით პროვოცირებული ენცეფალიტის გამოსარიცხად.
შედეგი
ნეგატიური
თზტ სითხის პჯრ კვლევა ენტეროვირუსზე
ტესტი
გამოიყენება ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტის გამოსარიცხად.
შედეგი
ნეგატიური
თზტ სითხეში დასავლეთ ნილოსის ვირუსის საწინააღმდეგო IgM
ტესტი
გამოიყენება დასავლეთ ნილოსის ვირუსით პროვოცირებული ენცეფალიტის გამოსარიცხად.
შედეგი
ნეგატიური
შრატში N-მეთილ-D-ასპარტატ (NMDA) გლუტამატის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულები
ტესტი
გამოიყენება ლიმბური ენცეფალიტის ხშირი ეტიოლოგიის გამოსარიცხად.
შედეგი
ნეგატიური
გასათვალისწინებელი კვლევები
შრატში არბოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები
ტესტი
გამოიყენება არბოვირუსული ენცეფალიტის გამოსარიცხად.
შედეგი
ნეგატიური
შრატში Bartonella-ს საწინააღმდეგო ანტისხეულები
ტესტი
გამოიყენებოდა Bartonella-ს ინფექციის გამოსარიცხად.
შედეგი
ნეგატიური
შრატში Rickettsia-ს საწინააღმდეგო ანტისხეულები
ტესტი
გამოიყენება რიკეტსიული ინფექციების გამოსარიცხად.
შედეგი
ნეგატიური
თავის MRI გამოკვლევა
ტესტი
გამოიყენება მწვავე დისემინირებული ენცეფალიტის გამოსარიცხად.
შედეგი
ინფექციის პირველი კვირის განმავლობაში ნორმალურია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას