გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

ცოფის მქონე პაციენტებში სიკვდილის ხშირი მიზეზია.

მოკლევადიანი
მაღალი

პაციენტი კარგავს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნების უნარს და დამბლადაცემული სხეული გარემოს ტემპერატურას იძენს. საჭიროა გარემოს ტემპერატურის რეგულირება სხეულის ნორმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად. აღნიშნული მდგომარეობა არ რეაგიერებს სიცხის დამწევ მედიკამენტებზე.

მოკლევადიანი
მაღალი

თზტ სითხის პროგრესული ლაქტოაციდოზი აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში გაზომვის შედეგად, დამოუკიდებლად თავის ტვინის პერფუზიის არაინვაზიური კვლევებისა.

მოკლევადიანი
მაღალი

კომა შორსწასული ფაზის მქონე ყველა პაციენტში ვითარდება. ტვინის სიკვდილის დიაგნოზის დასმა განსაკუთრებით რთულია ასეთ პაციენტებში. ცოფი შეიძლება ტვინის ღეროს სიკვდილის მსგავსად გამოვლინდეს, რადგან მიმდინარე ელექტრული აქტივობის მიუზედავად, პერიფერულ დენერვაციას იწვევს. ტვინის სიკვდილის კლინიკური კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არ გამოიყენება; ელექტრული აქტივობისა და თავის ტვინის პერფუზიის განსაზღვრა ტვინის სიკვდილის დიაგნოსტირების უფრო სანდო მეთოდია.[13][44]

მოკლევადიანი
საშუალო

ვითარდება სიმპტომური ინფექციის პირველ 10 დღეში. არითმიები მოიცავს ტაქიკარდიას ან სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიას, რომელიც ჰიპერტენზიასთან, ან ბრადიკარდიასა და ასისტოლიასთან ერთად ვლინდება. ზოგიერთ პაციენტში ბრადიკარდია ან ასისტოლია იწვევს სიკვდილს. არითმიები, როგორც წესი, რეაგირებს ძლიერ სედაციაზე, თუმცა ფეისმეიქერი მაინც შეიძლება გახდეს საჭირო. ბრადიკარდია ხშირად არ რეაგირებს ანტიქოლინერგულ მედიკამენტებზე.

მოკლევადიანი
საშუალო

შეიძლება ნებისმიერ დროს განვითარდეს სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ვითარდება დეჰიდრატაციის შედეგად და შეიძლება აგრეთვე დაკავშირებული იყოს ტეტრაჰიდრობიოპტერინის (BH4) ნაკლებობით გამოწვეულ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობასთან.

მოკლევადიანი
საშუალო

სეკრეტები შეიძლება ვისკოზური იყოს და გამოიწვიოს ასპირაცია. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ინტუბაცია დასჭირდეს. სასუნთქი გზების ადექვატური გაწმენდის მიზნით შეიძლება ბრონქოსკოპია გახდეს საჭირო.

მოკლევადიანი
საშუალო

როგორც წესი, სიმპტომების გამოვლენიდან მეორე კვირის განმავლობაში ვითარდება და გრძელდება 5-7 დღე. ნაზოეიუნური კვება რეკომენდებულია.

მოკლევადიანი
საშუალო

ვითარდება მეორე კვირის განმავლობაში. რთულია დიფერენცირება ელექტროლიტების დამკარგავი სინდრომისგან. აუცილებელია შარდის მოცულობის, შრატში გლუკოზისა და ელექტორლიტების კონტროლი. შარდმდენები არ უნდა იქნას გამოყენებული.

მოკლევადიანი
საშუალო

ვითარდება მეორე კვირის განმავლობაში, იმუნური საპასუხო რეაქციების ფორმირების პარალელურად (შესაძლოა მხოლოდ ღამურით გავრცელებული ცოფის დროს). დაკავშირებულია თზტ სითხეში ცოფის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაღალ ტიტრთან (>10 ერთ/მლ). ანტისხეულების აღნიშნული რეაქცია შეიძლება დაყოვნდეს მეთილპრედნიზოლონის პულსური თერაპიის გამოყენებით.

მოკლევადიანი
საშუალო

თავიდანვე ვითარდება და სავარუადოდ გამოწვეულია დეჰიდრატაციით ან ელექტროლიტების კარგვით, SIADH მაგივრად. აუცილებელია შრატში ნატრიუმისა და შარდის მოცულობის კონტროლი.

მოკლევადიანი
დაბალი

ვითარდება დამბლის გამოვლენამდე. შეიძლება გამოიწვიოს რეფლექსური დისაუტონომია.

მოკლევადიანი
დაბალი

სიმპტომური ინფექციის დროს გულის უკმარისობა ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს და სავარაუდოდ მიოკარდიტთან ან ცატექოლამინების სიჭარბესთან არის დაკავშირებული.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას