ეტიოლოგია

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებასა და სასწრაფო/გადაუდებელი დახმარების ცენტრებში შემოსული პაციენტების მწვავე ქოშინის (დისპნოეს) ყველაზე ხშირი მიზეზებია:[6]

  • ასთმა

  • ფქოდ - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

  • გულის უკმარისობა

  • პნევმონია (ან სხვა ინფექცია)

ქრონიკული დისპნოეს (>1 თვე) შემთხვევების უმეტესობას შეადგენს ხუთი მთავარი ეტიოლოგიური კატეგორია:[7][8]

  • ფილტვის დაავადებები

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

  • სასუნთქი კუნთების დისფუნქცია

  • ფსიქოგენური დისპნოე

  • უმოძრაობა/სიმსუქნე.

დისპნოეს დიაგნოსტიკაში სწორი მიდგომაა ეტიოლოგიის და დიაგნოსტიკური კვლევების წარმოდგენა, როგორც საკონტროლო ჩამონათვალი ფიზიოლოგიური პროცესებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ ჟანგბადის ჰაერიდან მიტოქონდრიებამდე გადატანას. დისნოეს რესპირატორულმა (მათ შორის პულმონური) მიზეზებმა შეიძლება დააზიანოს სასუნთქი ტრაქტის ნებისმიერი დონე, ცხვირიდან და პირიდან დაწყებული, ფილტვის ალვეოლების ჩათვლით. რესპირატორული ტუმბო (დაზიანებული ნევროლოგიური და ნერვკუნთოვანი დაავადებების დროს) პლევრაში უარყოფითი წნევის წარმოსაქმნელად (პლევრის დაავადებები) და ფილტვის ელასტიური პარენქიმის გასაფართოვებლად (პარენქიმული დაავადებები) საჭიროებს გამტარ სასუნთქ გზებს (ხორხის და ტრაქეო-ბრონქული დაავადებები), რათა ჟანგბადით ადეკვატურად გაჯერებული ჰაერით ( ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე) უზრუნველყოს ოქსიგენაცია. სისხლის მიმოქცევის სისტემა საჭიროებს ჟანგბადის გადამტანების საკმარის რაოდენობას (ანემია და ჰემოგლობინოპათია) და სისხლის ერთი მიმართულებით, შეუწყვეტელ დინებას (წინაგულისა და სარქველების დაზიანებები), ასევე მთავარ ტუმბოებს (დიასტოლური და სისტოლური დისფუნქცია), ასევე ღია სისხლძარღვოვან ქსელს (ფილტვის და სისტემური ვასკულური დაავადებები), რათა ჟანგბადმა მიაღწიოს ფილტვებს და შემდეგ ისეთ სამიზნე ორგანოებს, როგორიცაა კუნთები. გული უნდა გაფართოვდეს, რათა მიიღოს სისხლი (პერიკარდიუმის დაავადებები და რესტრიქციული კარდიომიოპათია) და გადასცეს სისხლი ფილტვებისაკენ (ფილტვის ემბოლია და ჰიპერტენზია). ასევე აუცილებელია სისხლის განაწილება გაზთაცვლისათვის (ვენტილაცია-პერფუზიის პათოლოგია და შუნტები, რომლებიც არ რეაგირებს ჟანგბადის დამატებაზე), სანამ სისხლი მიაღწევს მარცხენა წინაგულს(ფილტვის ვენოოკლუზიური დაავადება და წინაგულოვანი არითმიები). მთავარი მარცხენა ტუმბო ამ სისხლს მიიტანს სისტემურ ცირკულაციამდე რამდენიმე ვასკულარული გადამტანით (ათეროსკლეროზი და სხვა ობსტრუქციული ვასკულოპათიები).ბოლოს ჟანგბადი კაპილარებიდან დიფუზირდება მიტოქონდრიებში (მიოპათიები და მიტოქონდრიული დაავადება).

პაჯეტის დაავადება, ატრიოვენტრიკულური მალფორმაცია, მემკვიდრული ტელეანგიექტაზია, არტერიული შუნტის არდახურვა, ოვალური ხვრელის არდახურვა, შეიძლება იწვევდეს სისხლის გულისშიდა ან გარე შუნტირებას.

ატრიოვენტრიკულური გამტარობის შემანელებელი მედიკამენტების მიღების ფონზე გულმა შეიძლება ვერ გაუძლოს ვარჯიშის დროს ჟანგბადზე მომატებულ მოთხოვნას (ქრონოტროპული უკმარისობა). ეს ვლინდება დისპნოეს, პრესინკოპეს და სინკოპეს სახით.

გასათვალისწინებელია, რომ დისპნოე ყოველთვის არ გულისხმობს ჰიპოქსემიას; დისპნოეს მქონე მრავალი პაციენტი ჰიპოქსიური არ არის და მსგავსად, ქრონიკული ჰიპოქსემია შეიძლება არც იწვევდეს დისპნოეს.

უმოძრაობას მივყევართ ქრონიკულ დისპნოემდე და შეიძლება იყოს იმობილიზაციის შედეგი სომატური დაავადების შემდგომ , ქირურგიული ჩარევის/ოპერაციის (განსაკუთრებით ორთოპედიული), ტრავმის, უმოძრაო ცხოვრების წესის ან აერობული პროგრამის შეჩერების გამო. დისპნოეს მქონე პაციენტები შეიძლება გაურბოდნენ აქტივობას, რათა შეამცირონ თავიანთი სიმპტომები. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს აძლიერებს ჩონჩხის კუნთების ატროფიას, რაც აუარესებს ქრონიკულ დისპნოეს. დისპნოეს ეტიოლოგია ხშირად მრავალი ფაქტორით არის განპირობებული.[9][10]​​​​[11]

2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

COVID-19 პოტენციურად მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციაა ხშირი კლინიკური გამოვლინება არის რესპირატორული ინფექცია ცხელებით, ხველით, დისპნოეთი და/ან დაღლილობით. სიმპტომების სიმძიმე ვარირებს მსუბუქი, გაციების მსგავსი ავადმყოფობიდან მძიმე ვირუსულ პნევმონიამდე, რამაც შეიძლება განაპირობოს პოტენციურად ფატალური მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი. მძიმე ავადმყოფობა ასოცირებულია ხანდაზმულ ასაკთან და თანმხლები დაავადებების არსებობასთან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას