პაციენტების უმეტესობა პასუხობს პროტონულიტუმბოს ინჰიბიტორებით (PPIs) მკურნალობას . შემანარჩუნებელი PPI თერაპია რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც აქვს სიმპტომები PPI-ის შეწყვეტის შემდეგ , ასევე მათთვის, ვისაც აქვს ეროზიული ეზოფაგიტი და ბარეტის საყლაპავი.[1]Katz PO, Dunbar KB, Schnoll-Sussman FH, et al. ACG clinical guideline for the diagnosis and management of gastroesophageal reflux disease. Am J Gastroenterol. 2022 Jan 1;117(1):27-56.
https://journals.lww.com/ajg/fulltext/2022/01000/acg_clinical_guideline_for_the_diagnosis_and.14.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34807007?tool=bestpractice.com
პაციენტების უმეტესობაში PPI თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ვლინდება რეციდივი. მაინც ყოველთვის უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის შეწყვეტის ან დოზის მინიმუმამდე შემცირების მცდელობა, იმ მინიმუმამდე რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლის შესანარჩუნებლად .[63]Freedberg DE, Kim LS, Yang YX. The risks and benefits of long-term use of proton pump inhibitors: expert review and best practice advice from the American Gastroenterological Association. Gastroenterology. 2017 Mar;152(4):706-15.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28257716?tool=bestpractice.com
საყლაპავის ადენოკარცინომა შეიძლება იყოს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სერიოზული, მაგრამ იშვიათი, გართულება. როდესაც სტრიქტურა, ბარეტის მეტაპლაზია ან ადენოკარცინომა არ არის თავდაპირველ ენდოსკოპიაზე და ლორწოვანი კარგ მდგომარეობაშია, ადენოკარცინომის განვითარების რისკი უტოლდება 0.1%-ს, 7 წლის შემდეგ ხელახალი შეფასებისას.[3]Kahrilas PJ, Shaheen NJ, Vaezi MF, et al. American Gastroenterological Association medical position statement on the management of gastroesophageal reflux disease. Gastroenterology. 2008;135:1383-91.
http://www.gastrojournal.org/article/S0016-5085%2808%2901606-5/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18789939?tool=bestpractice.com