დიფერენციული დიაგნოზები
მწვავე კორონარული სინდრომს
ნიშნები / სიმპტომები
გულ-მკერდის ტკივილის მქონე ადამიანებში GORD-ის დიაგნოზის განხილვამდე უნდა გამოირიცხოს კარდიოლოგიური ეტიოლოგია.[1]
ტიპური ტკივილი გულმკერდის არეში არის ზეწოლის ან სიმძიმის შეგრძნება მკერდქვეშ, რომელიც გადაეცემა ყბას, ხელს ან კისერს.
შესაძლოა განვითარდეს დიაფორეზი, დისპნოე და სინკოპე.
კვლევები
ელექტროკარდიოგრამაზე შეიძლება გამოვლინდეს ST სეგმენტის ცვლილებები ან Q კბილი.
გულის ბიომარკერები (მაგ. ტროპონინი) შესაძლოა მომატებული იყოს.
სტაბილური ანგინა
ნიშნები / სიმპტომები
გულ-მკერდის ტკივილის მქონე ადამიანებში GORD-ის დიაგნოზის განხილვამდე უნდა გამოირიცხოს კარდიოლოგიური ეტიოლოგია.[1]
სტაბილური სტენოკარდია იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში რომელიც ძირითადად მკერდისქვეშაა, გამოწვეულია გადაღლით და მსუბუქდება მოსვენებით.
კვლევები
ელექტროკარდიოგრამაზე შეიძლება გამოვლინდეს ST სეგმენტის ცვლილებები ან Q კბილი.
სავარჯიშო სტრეს ტესტმა შესაძლოა აჩვენოს ST სეგმენტის ელევაცია და დეპრესია.
გულის კომპიუტერულმა ტომოგრაფიულმა ანგიოგრაფიამ (CCTA) შესაძლოა აჩვენოს >50% სანათურის შევიწროება.
საყლაპავის ფუნქციური დაავადება/ფუნქციური გულძმარვა
ნიშნები / სიმპტომები
არ არსებობს ზუსტი, სანდო განმასხვავებელი ნიშანი ან სიმპტომი.
კვლევები
ფუნქციური გულძმარვა განიმარტება, როგორც გულძმარვა, რომელიც არ ვლინდება ენდოსკოპიით. არა-ეროზიული GORD-ისა და ფუნქციური გულძმარვის განსხვავება შესაძლებელია საყლაპავის pH-ის ნორმალურ შედეგზე დაყრდნობით. ალტერნატივას წარმოადგენს ნორმალური წინაღობის-pH კვლევა. ეს კვლევები ძირითადად უნდა ჩაუტარდეთ იმ პაციენტებს, რომლებიც არ პასუხობენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (PPI) თერაპიაზე.
აქალაზია
ნიშნები / სიმპტომები
ხშირად გამოხატულია დისფაგია.
კვლევები
საყლაპავი მილის მანომეტრია და/ან ეზოფაგოგრამა პათოლოგიურია და შეესაბამება აქალაზიის სურათს.
ფუნქციური (არა წყლულოვანი) დისპეპსია
ნიშნები / სიმპტომები
დისპეპსიის სიმპტომებია მუცლის ღრუს ზედა ნაწილის ტკივილი, სწრაფი დანაყრების შეგრძნება, ბოყინი, მეტეორიზმი და გულისრევა.
სიმპტომები გამოკვლეულია ენდოსკოპიითა და სხვა რელევანტური ანალიზებით, რომლებიც გამორიცხავენ სიმპტომების ორგანულ გამომწვევ მიზეზებს.[53]
კვლევები
არ არსებობს განმასხვავებელი დამადასტურებელი ანალიზი. სიმპტომებმა შესაძლოა გადაფაროს ერთმანეთი.
არაეროზიული გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისა და ფუნქციური დისპეპსიის დროს ეზოფაგიტი და პეპტიკური წყლული არ აღმოჩნდება ენდოსკოპიით.
კუჭის პეპტიური წყლული
ნიშნები / სიმპტომები
ტკივილი ეპიგასტრიუმში წვის შეგრძნებით, რომელიც ვითარდება კვებიდან რამდენიმე საათში ან შიმშილისას.
ტკივილის გამო პაციენტს ხშირად ეღვიძება ღამით. ტკივილი გაივლის საკვების ან ანტაციდების მიღების შემდეგ.
კვლევები
ენდოსკოპიურად ვლინდება წყლული.
Helicobacter pylori ინფექციის ანალიზი ხშირად დადებითია, თუმცა არ არის დიაგნოსტიკური.
ეოზინოფილური ეზოფაგიტი
ნიშნები / სიმპტომები
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისა და ეოზინოფილური ეზოფაგიტის ნიშნები ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, პაციენტები ეოზინოფილური ეზოფაგიტით შესაძლოა იყვნენ ნაკლები ასაკის ან ჰქონდეთ დისფაგიის სიმპტომები, საკვების ჩაჭედვა ან დადასტურებული კვებითი ალერგიები.[54]
კვლევები
ენდოსკოპიურად შეიძლება გამოვლინდეს საყლაპავის რგოლები, ხაზოვანი ნაოჭები, თეთრი ფოლაქები, ექსუდატები, დიაფრაგმის თიაქრის არარსებობა და ვიწრო კალიბრის საყლაპავი მილი.[54]
მაქსიმალური პერიფერიული ეოზინოფილების რაოდენობა შეიძლება იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე ეს GORD-ის დროს იქნებოდა.[54]
ეოზინოფილების რაოდენობა შეიძლება ≥15-ჯერ მეტი იყოს მაღალი გადიდების მხედველობის ველში საყლაპავის ქსოვილიდან აღებულ ნიმუშში.
ბიოფსიურ ნიმუშებში შეიძლება გამოვლინდეს ეოზინოფილური დეგრანულაცია.[54]
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებზე (PPI)-მოპასუხე საყლაპავის ეოზინოფილია
ნიშნები / სიმპტომები
საერთაშორისო კონსენსუსით განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად , ხშირ შემთხვევაში პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორზე -მორეაგირე ეზოფაგური ეოზინოფილია არ განსხვავდება ეოზინოფილური ეზოფაგიტისაგან (EoO) და რომ PPI-ები უფრო კლასიფიცირებულია, როგორც საყლაპავის ეოზინოფილიის მკურნალობა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს EoO კლინიკური კრიტერიუმებით, ვიდრე დიაგნოსტიკური კრიტერიუმებით.[55]
კვლევები
თერაპიული პასუხი PPI მკურნალობაზე.
PPI-ის დოზები უნდა იყოს მინიმუმ GORD-თან დაკავშირებული ეროზიული ეზოფაგიტის სამკურნალოდ გამოყენებული დოზების მსგავსი, 8 კვირის ხანგრძლივობით, შემდგომი ენდოსკოპიისა და ბიოფსიის ჩატარებამდე .
ავთვისებიანი მდგომარეობა
ნიშნები / სიმპტომები
ეჭვის მიტანა შესაძლებელია შედარებით ასაკოვან პირებში, რომელთაც გამოუვლინდებათ საგანგაშო სიმპტომები: ანემია, მწვავე ან პროგრესირებადი დისფაგია, ჰემატემეზისი, მელენა, პერსისტენტული გულისრევა ან წონის უნებლიე კლება.[9]
კვლევები
ლაბორატორიული ტესტებით შეიძლება გამოვლინდეს ანემია ან პათოლოგიური შედეგი ღვიძლის ფუნქციური სინჯებით.
ენდოსკოპიით შეიძლება გამოვლინდეს საყლაპავის ან კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე.
მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს პანკრეასის და ჰეპატობილიარული კარცინომა.
ქსოვილოვანი მასალის ბიოფსია დიაგნოსტიკურია.
ლარინგოფარინგული რეფლუქსი
ნიშნები / სიმპტომები
ზედა მომნელებელი ტრაქტის ქსოვილის ანთებითი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია გასტროდუოდენური შიგთავსის რეფლუქსის პირდაპირ და არაპირდაპირ ეფექტებთან.[56]
ხორხის სიმპტომებია დისფონია, ხველა, გლობუსის შეგრძნება, ყელის მუდმივი გაწმენდა და/ან დისფაგია. უფრო ნაკლებად, პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ სახმო იოგების პოლიპები ან გრანულომები, ლარინგოსპაზმი ან სუბგლოტის სტენოზი
50%-ზე ნაკლებ პაციენტებს აქვთ გულძმარვა; ეზოფაგიტი წარმოდგენილია პაციენტთა 25%-ში.[56]
კვლევები
დიაგნოზი ძირითადად კლინიკურია, არცერთი ანალიზი არ ადასტურებს მას.
ლარინგოსკოპია გამოსადეგია ხახის სხვადასხვა ხარისხის შეშუპებისა და ერითემის საჩვენებლად.
ორმაგი სენსორის pH პრობი განიხილება ლარინგოფარინგული რეფლუქსის სადიაგნოსტიკო ოქროს სტანდარტად.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით ემპირიული თერაპიაზე კლინიკური პასუხი შესაძლოა გამოდგეს სადიაგნოსტიკო საშუალებად.[56][57]
არა-მჟავური რეფლუქსი
ნიშნები / სიმპტომები
არამჟავური (pH >4) რეფლუქსი, როგორც წესი, ვითარდება პოსტპრანდიალური პერიოდის განმავლობაში, როდესაც კუჭის მჟავა ბუფერირებულია საკვების მიღებით.[58] ეს ასევე შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მჟავას დამთრგუნველი მედიკამენტებით. არამჟავური რეფლუქსის ძირითადი მიზეზებია საყლაპავის ქვედა სფინქტერის გარდამავალი რელაქსაცია და ჰიატალური თიაქრის არსებობა. არამჟავურ რეფლუქსზე უნდა იყოს ეჭვი მიტანილი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მუდმივი რეფლუქსის სიმპტომები, მიუხედავად მჟავას ადეკვატური ფარმაკოლოგიური დათრგუნვისა.
ნაღვლის რეფლუქსი შეიძლება განვითარდეს ოპერაციისწინა პერიოდში , ნაწლავის გაუვალობის ან წვრილი ნაწლავის მოტორიკის დარღვევის ფონზე.[59]
კვლევები
ენდოსკოპია ჩვეულებრივ ავლენს ეროზიული ეზოფაგიტის არარსებობას. საყლაპავის ბიოფსიით უნდა გამოირიცხოს ალტერნატიული მდგომარეობები, როგორიცაა ეოზინოფილური ეზოფაგიტი. pH / წინაღობის ტესტი ზუსტ დიაგნოზს იძლევა .[1]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას