შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

48 წლის მამაკაცს უჩივის პერიოდულ დიფუზურ ტკივილს მუცლის არეში, რომელიც ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ. ტკივილი აღენიშნება უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, თუმცა ბოლო პერიოდში მდგომარეობა გაუარესდა. სიმპტომების გამოვლინებიდან მას აქვს წონის მნიშვნელოვანი კლება. ანამნეზში აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა, რომელიც რთულად ექვემდებარება სამედიცინო მართვას.

შემთხვევის ანამნეზი #2

78 წლის ქალს მიოკარდიუმის ინფარქტისა და წინაგულების ფიბრილაციის უახლესი ანამნეზით, უეცრად დაეწყო ძლიერი, მუდმივი და დიფუზური მუცლის ტკივილი, გულისრევა და სისხლიანი დეფეკაცია. მას აღენიშნება ოფლიანობა, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და გამოიყურება ძალიან ცუდად.

სხვა გამოვლინებები

იმ პაციენტთა 6.7%-ს, რომლებსაც ჩაუტარდათ გულის ან მსხვილ სისხლძარღვთა ღია ან ენდოვასკულარული პროცედურები, უვითარდებათ მსხვილი ნაწლავის იშემია; ამ პოპულაციაში სიკვდილობა შეიძლება იყოს 80%-მდე.[2][3]გულმკერდის და მუცლის აორტის ანევრიზმების (AAAs) ქირურგიული მკურნალობა მჭიდროდ უკავშირდება ნაწლავის იშემიას; დაზიანებული AAA-ს პლასტიკის შემდეგ გავრცელება შეადგენს 10%-მდე, ხოლო ენდოვასკულური აღდგენის შემდეგ ინციდენტობა 2.8%-მდეა.[3][4]ამ პაციენტებს, ჩვეულებრივ აღენიშნებათ სპასტიური მუცლის ტკივილი და წყლიანი დიარეა ქირურგიული ჩარევიდან რამდენიმე დღეში. ფაქტორები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად ედოს აღნიშნულ ციფრებს, არის აორტის ჯვარედინი დაჭერის პროცედურის შედეგად გამოწვეული ემბოლია, ნაწლავების ჰიპოპერფუზიის რისკი პოსტოპერაციულ პერიოდში და გულის უკმარისობის შედარებით მაღალი ინციდენტობა ასეთ პაციენტებში. გულის ოპერაციის შემდგომ მეზენტერული იშემიის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია: ხანდაზმულ ასაკი (70 წელზე მეტი), გახანგრძლივებული შუნტირების დრო, სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, დიდი მოცულობით სისხლის დაკარგვა და პოსტოპერაციული ორგანოების დისფუნქციის სხვა ნიშნები, როგორიცაა ლაქტატის, ტრანსამინაზების და კრეატინინის მატება.[5][6]​​​

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას