დიფთერია
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
რესპირატორული და კანის ფორმის შემთხვევების ახლო კონტაქტები
პროფილაქტიკური ანტიბიოტიკები
ახლო კონტაქტებს უნდა ჰქონდეთ აღებული ნაცხი ცხვირიდან, ყელიდან და კანის ნებისმიერი დაზიანებისგან. მათ უნდა მიიღონ პროფილაქტიკური ანტიბიოტიკები და ყურადღებით დააკვირდნენ დაავადების ნიშნებს ან სიმპტომებს. თუ მკურნალობის წინა კულტურები დადებითია, ისინი უნდა განმეორდეს მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ და მუდმივი დადებითი კულტურები ხელახლა უნდა დამუშავდეს შემდგომი 10 დღის განმავლობაში.
აშშ-ის გაიდლაინები, რომლებიც ეფუძნება კლინიკურ კვლევებს, რეკომენდაციას უწევს პერორალურ ერითრომიცინს ან ინტრამუსკულარულ ბენზათინ ბენზილპენიცილინს დიფტერიის ქიმიოპროფილაქტიკისთვის.[2]Centers for Disease Control and Prevention. Diphtheria: clinicians. Sep 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/diphtheria/clinicians.html [26]American Academy of Pediatrics Committee on Infectious Diseases. Diphtheria. In: Kimberlin DW, Brady MT, Jackson MA, Long SS, eds. Red Book: 2021 report of the Committee on Infectious Diseases. 32nd ed. Itasca, IL: American Academy of Pediatrics; 2021. https://redbook.solutions.aap.org/chapter.aspx?sectionid=247326832&bookid=2591
გაერთიანებული სამეფოს გაიდლაინები მხარს უჭერს პერორალური აზითრომიცინის ან კლარითრომიცინის გამოყენებას, რომლებიც უფრო ტოლერანტულია პაციენტებისთვის, უფრო მარტივი გამოსაყენებელია და არ არის დაკავშირებული მკურნალობის წარუმატებლობის არცერთ შემთხვევასთან.[39]UK Health Security Agency. Public health control and management of diphtheria in England. 2022 guidelines. Feb 2023 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/diphtheria-public-health-control-and-management-in-england-and-wales
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პერსონალი, რომელსაც ჰქონდა დაუცველი (მაგ., ნიღბის გარეშე), მჭიდრო, პირისპირ კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან ან მათ სეკრეტთან, უნდა იმართებოდეს როგორც მჭიდრო კონტაქტი, ცხვირის და ფარინგეალური ნაცხის აღებით და პროფილაქტიკური ანტიბიოტიკებით. ახლო კონტაქტის მაგალითებია: პაციენტის ფიზიკური გამოკვლევის ჩატარება, კვება ან დაბანა; ბრონქოსკოპია; ინტუბაცია; ან ბრონქოდილატატორების შეყვანა. კანის დიფტერიის დაზიანებების ზემოქმედება შეიძლება მოიცავდეს დაუცველ კონტაქტს დაზიანებებთან ან მათ დრენირებას,როგორიცაა დაზიანებული სახვევების შეცვლისას,ან პოტენციურად ინფექციურ სეკრეტებთან მუშაობა რეკომენდირებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობის (PPE) ტარების გარეშე (მაგ. ხალათი და ხელთათმანები).[53]Centers for Disease Control and Prevention. Infection control in healthcare personnel: epidemiology and control of selected infections transmitted among healthcare personnel and patients. Oct 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/infectioncontrol/guidelines/healthcare-personnel/selected-infections/index.html#print
პირველადი პარამეტრები
ერითრომიცინი: ბავშვები: 30-50 მგ/კგ/დღეში პერორალურად მიცემული 3-4 გაყოფილი დოზით 7-10 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 1000 მგ/დღეში; მოზრდილები: 250 მგ პერორალურად ოთხჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში
ან
ბენზატინ ბენზილპენიცილინი: <6 წლის ბავშვებში <30 კგ: 600,000 ერთეული კუნთებში ერთჯერადი დოზის სახით; >6 წლის ბავშვებში და ზრდასრულებში ≥30 კგ: 1.2 მილიონი ერთეული კუნთებში ერთჯერადად.
ან
აზიტრომიცინი: ბავშვები: 10-20 მგ/კგ პერორალურად ერთხელ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 500 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 5-7 დღის განმავლობაში.
ან
კლარითრომიცინი: ბავშვები: 7,5 მგ/კგ პერორალურად ორჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 1000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად ორჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში
დიფტერიის ანატოქსინით იმუნიზაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
თუ ახლო კონტაქტის დროს დიფტერიის იმუნიზაცია არ არის განახლებული, ადამიანმა უნდა მიიღოს ასაკის შესაბამისი ვაქცინა, რომელიც შეიცავს დიფტერიის ტოქსოიდს, როგორც გამაძლიერებელს, ან დააბრუნოს ისინი იმუნიზაციის პროგრამის გრაფიკზე.[2]Centers for Disease Control and Prevention. Diphtheria: clinicians. Sep 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/diphtheria/clinicians.html [26]American Academy of Pediatrics Committee on Infectious Diseases. Diphtheria. In: Kimberlin DW, Brady MT, Jackson MA, Long SS, eds. Red Book: 2021 report of the Committee on Infectious Diseases. 32nd ed. Itasca, IL: American Academy of Pediatrics; 2021. https://redbook.solutions.aap.org/chapter.aspx?sectionid=247326832&bookid=2591 [30]UK Health Security Agency. Diphtheria: the green book, chapter 15. Apr 2013 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/diphtheria-the-green-book-chapter-15
სამსახურიდან გათავისუფლება (მაღალი რისკის მქონე პროფესიები)
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მუშაკები და მაღალი რისკის მქონე სხვა პერსონალი (მაგ., ვინც მუშაობს არაიმუნიზებულ ბავშვებთან და რძის წარმოებაში ჩართული) სამსახურიდან უნდა გამოირიცხოს კულტურის შედეგების ცნობამდე; თუ კულტურები უარყოფითია ტოქსინების გამომწვევი C დიფტერიაზე, ისინი შეიძლება დაუბრუნდნენ მუშაობას ექსპოზიციის შემდგომი ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებისას.[39]UK Health Security Agency. Public health control and management of diphtheria in England. 2022 guidelines. Feb 2023 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/diphtheria-public-health-control-and-management-in-england-and-wales [53]Centers for Disease Control and Prevention. Infection control in healthcare personnel: epidemiology and control of selected infections transmitted among healthcare personnel and patients. Oct 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/infectioncontrol/guidelines/healthcare-personnel/selected-infections/index.html#print
რესპირატორული დიფტერია
ჰოსპიტალიზაცია + მონიტორინგი + ინფექციების კონტროლის ღონისძიებები + დიფტერიის ანტიტოქსინი.
ნაზოფარინგულ დიფტერიაზე საეჭვო პაციენტები დროულად უნდა იყვნენ ჰოსპიტალიზებული და დაექვემდებარონ მონიტორინგს სუნთვის უკმარისობის ნიშნების გამოსავლენად.
ფარინგეალური შეშუპება, ფსევდომემბრანის წარმოქმნა და პალატალური კუნთების დამბლამ შეიძლება ხელი შეუწყოს სუნთქვის დარღვევას და, როგორც წესი, სიგნალი ხდება დისფაგიის ან დისფონიის განვითარების.
სასუნთქი გზების ობსტრუქციისა და ასპირაციის პრევენციისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს ინტუბაცია. კარდიოლოგიური მონიტორინგი ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მოიკარდიტი, გულის უკმარისობა და სხვავდასხვა ტიპის არითმია შეიძლება განვითარდეს დაავადების გვიან ეტაპზე.
წვეთოვანი და კონტაქტური იზოლაციის ღონისძიებების მკაცრად დაძვა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
დიფტერიის ანტიტოქსინის ერთჯერადი დოზა უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე რესპირატორული დიფტერიის დიაგნოზის კლინიკურად ეჭვის შემდეგ. გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ კანის მგრძნობელობის ტესტირების პროტოკოლებს (და შემდგომ დესენსიბილიზაციას საჭიროებისამებრ), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცხოველებზე ალერგიის დადებითი ანამნეზი ან ცხენის იმუნოგლობულინის წინასწარი ზემოქმედება ანტიტოქსინის სრული დოზის მიღებამდე.[47]Centers for Disease Controla and Prevention. Expanded access investigational new drug (IND) application protocol: use of diphtheria antitoxin (DAT) for possible diphtheria cases. Jun 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/diphtheria/downloads/protocol.pdf [49]UK Health Security Agency. Immunoglobulin: when to use. Sep 2022 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/immunoglobulin-when-to-use გაითვალისწინეთ ანტიჰისტამინური და კორტიკოსტეროიდების წინასწარი მკურნალობა და ყურადღებით დააკვირდით არასასურველ მოვლენებს, ანაფილაქსიის ჩათვლით.
აშშ-ში ანტიტოქსინი ხელმისაწვდომია მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან, ხოლო დიდ ბრიტანეთში ის ხელმისაწვდომია დანიშნულ ცენტრებში გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოსთან განხილვის შემდეგ.[39]UK Health Security Agency. Public health control and management of diphtheria in England. 2022 guidelines. Feb 2023 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/diphtheria-public-health-control-and-management-in-england-and-wales [47]Centers for Disease Controla and Prevention. Expanded access investigational new drug (IND) application protocol: use of diphtheria antitoxin (DAT) for possible diphtheria cases. Jun 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/diphtheria/downloads/protocol.pdf
პირველადი პარამეტრები
დიფტერიის ანტიტოქსინი (ცხენის): დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ანტიბიოტიკთერაპია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ყველა პაციენტს უნდა მიეცეს შესაბამისი ანტიბიოტიკები. ბაქტერიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს, შეძლებისდაგვარად, ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე, მაგრამ ამისათვის არ უნდა დაგვიანდეს მკურნალობის დაწყება. ორალური თერაპია სასურველია, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ პარენტერალური თერაპია შეიძლება საჭირო გახდეს მძიმედ დაავადებულ პაციენტებში ან მათ, ვისაც არ შეუძლია გადაყლაპვა.
აშშ-ის სახელმძღვანელო რეკომენდაციას იძლევა პერორალური ერითრომიცინის ან პარენტერალური პენიცილინის (მაგ., ინტრამუსკულარული პროკაინის ბენზილპენიცილინი), ხოლო დიდი ბრიტანეთი და სხვა საერთაშორისო გაიდლაინები ასევე შეიცავს დებულებას აზითრომიცინისა და კლარითრომიცინის გამოყენების შესახებ.[2]Centers for Disease Control and Prevention. Diphtheria: clinicians. Sep 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/diphtheria/clinicians.html [26]American Academy of Pediatrics Committee on Infectious Diseases. Diphtheria. In: Kimberlin DW, Brady MT, Jackson MA, Long SS, eds. Red Book: 2021 report of the Committee on Infectious Diseases. 32nd ed. Itasca, IL: American Academy of Pediatrics; 2021. https://redbook.solutions.aap.org/chapter.aspx?sectionid=247326832&bookid=2591 [39]UK Health Security Agency. Public health control and management of diphtheria in England. 2022 guidelines. Feb 2023 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/diphtheria-public-health-control-and-management-in-england-and-wales [51]World Health Organization. Operational protocol for clinical management of diphtheria. Dec 2017 [internet publication]. https://www.who.int/publications/i/item/operational-protocol-for-clinical-management-of-diphtheria [52]Médecins Sans Frontières. Clinical guidelines - diagnosis and treatment manual. Chapter 2: respiratory diseases: diphtheria. Oct 2022 [internet publication]. https://medicalguidelines.msf.org/en/viewport/CG/english/diphtheria-16689456.html
მკურნალობს საწყისი კურსის დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს განმეორებითი ბაქტერიოლოგიური კვლევა გამომწვევის ერადიკაციაში დასარწმუნებლად. მკუირნალობის დასრულების შემდეგ, 24 საათიანი ინტერვალით აღებული ორი უარყოფით კულტურა ადასტურებს გამომწვევის ერადიკაციას. ეპიდემიის პირობებში, სადაც განმეორებითი მიკრობიოლოგიური ტესტირება შეუძლებელია, პაციენტები ხშირად განიხილება არაინფექციურად ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ.[51]World Health Organization. Operational protocol for clinical management of diphtheria. Dec 2017 [internet publication]. https://www.who.int/publications/i/item/operational-protocol-for-clinical-management-of-diphtheria
აქ მოცემულია შესაფერისი რეჟიმის მაგალითები; თუმცა, დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ადგილობრივ გაიდლაინებს.
მკურნალობის კურსი: 14 დღე.
პირველადი პარამეტრები
პროკაინ ბენზილპენიცილინი: ბავშვები: 50 მგ/კგ კუნთშიდა ინექცია, ყოველ 24 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 1.2 გ/დღე; ზრდასრულები: 1.2 გ კუნთშიდა ინექცია, ყოველ 24 საათში ერთხელ
ან
ერითრომიცინი: ბავშვები: 30-50 მგ/კგ/დღეში პერორალურად მიცემული 3-4 ჯერ დაყოფილი დოზით, მაქსიმუმ 2000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად ოთხჯერ დღეში
ან
აზიტრომიცინი: ბავშვები: 10-20 მგ/კგ პერორალურად დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 500 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ
ან
კლარითრომიცინი: ბავშვები: 7.5 მგ/კგ პერორალურად, ორჯერ დღეში, მაქსიმუმ 1000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად, ორჯერ დღეში
სასუნთქი გზების დაცვა ± ვენტილაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
სასუნთქი გზების დაცვა წარმოადგენს აბსოლიტურ პრიორიტეტს იმ პაციენტებში, რომელთა სასუნთქი გზები რისკის ქვეშაა. ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ სასუნთქი გზების მხრივ ჩარევის საჭიროებას მოიცავს: გაძლიერებულ ნერწყვდენას, სუნთქვის გაძნელებას ხორხის შეშუპების ან ფსევდომემბრანული ნადების წარმოქმნის გამო, აგრეთვე დისფონია ან დისფაგია (რაც მიანიშნებს ნევროლოგიური გართულებების გამო განვითარებულ რბილი სასის პარეზზე).
ინტუბაცია და მექანიკური ვენტილაცია შეიძლება საჭირო გახდეს სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფისათვის და კარდიორესპირატორული არესტის პრევენციისათვის.[24]Acosta AM, Pedro LM, Hariri S et al. Diphtheria. In: Hall E, Wodi AP, Hamborsky J, et al. Centers for Disease Control and Prevention. Epidemiology and vaccine-preventable diseases. 14th ed. Washington, DC. Public Health Foundation, 2021. https://www.cdc.gov/vaccines/pubs/pinkbook/dip.html
დიფტერიის ანატოქსინით იმუნიზაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
დიფტერიის დაავადება ყოველთვის არ ანიჭებს იმუნიტეტს, ამიტომ გამოჯანმრთელების პერიოდში პაციენტმა ასევე უნდა მიიღოს ასაკის შესაბამისი დიფტერიის ტოქსოიდის შემცველი ვაქცინა.[2]Centers for Disease Control and Prevention. Diphtheria: clinicians. Sep 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/diphtheria/clinicians.html [26]American Academy of Pediatrics Committee on Infectious Diseases. Diphtheria. In: Kimberlin DW, Brady MT, Jackson MA, Long SS, eds. Red Book: 2021 report of the Committee on Infectious Diseases. 32nd ed. Itasca, IL: American Academy of Pediatrics; 2021. https://redbook.solutions.aap.org/chapter.aspx?sectionid=247326832&bookid=2591 [30]UK Health Security Agency. Diphtheria: the green book, chapter 15. Apr 2013 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/diphtheria-the-green-book-chapter-15
დიფთერიის კანის ფორმა
მონიტორინგი + საიზოლაციო ღონისძიებები
მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან აღირიცხება მძიმე დაავადება, კანის დიფტერიის მქონე პაციენტებს ჩვეულებრივ აქვთ მსუბუქი დაავადება და მათი მკურნალობა შესაძლებელია ამბულატორიულ საფუძველზე. სახლის იზოლაცია და კონტაქტური სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული მანამ, სანამ მკურნალობა დასრულდება და დაზიანებების ნაცხიდან კულტურები უარყოფითი იქნება.
ანტიბიოტიკთერაპია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ანტიბიოტიკების ვარიანტები იგივეა რესპირატორული და კანის დიფტერიის დროს.
ბაქტერიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს, შეძლებისდაგვარად, ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე, მაგრამ ამისათვის არ უნდა დაგვიანდეს მკურნალობის დაწყება. ორალური თერაპია სასურველია, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ პარენტერალური თერაპია შეიძლება საჭირო გახდეს მძიმედ დაავადებულ პაციენტებში ან მათ, ვისაც არ შეუძლია გადაყლაპვა.
აშშ-ის სახელმძღვანელო რეკომენდაციას იძლევა პერორალური ერითრომიცინის ან პარენტერალური პენიცილინის (მაგ., ინტრამუსკულარული პროკაინის ბენზილპენიცილინი), ხოლო დიდი ბრიტანეთი და სხვა საერთაშორისო გაიდლაინები ასევე შეიცავს დებულებას აზითრომიცინისა და კლარითრომიცინის გამოყენების შესახებ.[2]Centers for Disease Control and Prevention. Diphtheria: clinicians. Sep 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/diphtheria/clinicians.html [26]American Academy of Pediatrics Committee on Infectious Diseases. Diphtheria. In: Kimberlin DW, Brady MT, Jackson MA, Long SS, eds. Red Book: 2021 report of the Committee on Infectious Diseases. 32nd ed. Itasca, IL: American Academy of Pediatrics; 2021. https://redbook.solutions.aap.org/chapter.aspx?sectionid=247326832&bookid=2591 [39]UK Health Security Agency. Public health control and management of diphtheria in England. 2022 guidelines. Feb 2023 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/diphtheria-public-health-control-and-management-in-england-and-wales [51]World Health Organization. Operational protocol for clinical management of diphtheria. Dec 2017 [internet publication]. https://www.who.int/publications/i/item/operational-protocol-for-clinical-management-of-diphtheria [52]Médecins Sans Frontières. Clinical guidelines - diagnosis and treatment manual. Chapter 2: respiratory diseases: diphtheria. Oct 2022 [internet publication]. https://medicalguidelines.msf.org/en/viewport/CG/english/diphtheria-16689456.html
მკურნალობს საწყისი კურსის დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს განმეორებითი ბაქტერიოლოგიური კვლევა გამომწვევის ერადიკაციაში დასარწმუნებლად. მკუირნალობის დასრულების შემდეგ, 24 საათიანი ინტერვალით აღებული ორი უარყოფით კულტურა ადასტურებს გამომწვევის ერადიკაციას. ეპიდემიის პირობებში, სადაც განმეორებითი მიკრობიოლოგიური ტესტირება შეუძლებელია, პაციენტები ხშირად განიხილება არაინფექციურად ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ.[51]World Health Organization. Operational protocol for clinical management of diphtheria. Dec 2017 [internet publication]. https://www.who.int/publications/i/item/operational-protocol-for-clinical-management-of-diphtheria
აქ მოცემულია შესაფერისი რეჟიმის მაგალითები; თუმცა, დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ადგილობრივ გაიდლაინებს.
მკურნალობის კურსი: 14 დღე.
პირველადი პარამეტრები
პროკაინ ბენზილპენიცილინი: ბავშვები: 50 მგ/კგ კუნთშიდა ინექცია, ყოველ 24 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 1.2 გ/დღე; ზრდასრულები: 1.2 გ კუნთშიდა ინექცია, ყოველ 24 საათში ერთხელ
ან
ერითრომიცინი: ბავშვები: 30-50 მგ/კგ/დღეში პერორალურად მიცემული 3-4 ჯერ დაყოფილი დოზით, მაქსიმუმ 2000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად ოთხჯერ დღეში
ან
აზიტრომიცინი: ბავშვები: 10-20 მგ/კგ პერორალურად დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 500 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ
ან
კლარითრომიცინი: ბავშვები: 7.5 მგ/კგ პერორალურად, ორჯერ დღეში, მაქსიმუმ 1000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად, ორჯერ დღეში
დიფტერიის ანტიტოქსინი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ანტიტოქსინს, ალბათ, არ აქვს მნიშვნელობა კანის დიფტერიის ლოკალური გამოვლინებისთვის, მაგრამ ის მაინც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან კანის დიფტერიის ტოქსიკური სისტემური შედეგები შეიძლება მოხდეს, თუმცა იშვიათად.[5]Belsey MA, LeBlanc DR. Skin infections and the epidemiology of diphtheria: acquisition and persistence of C diphtheriae infections. Am J Epidemiol. 1975 Aug;102(2):179-84. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/808123?tool=bestpractice.com არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები ანტიტოქსინის გამოყენების შესაფასებლად კანის დიფტერიის დროს.
პირველადი პარამეტრები
დიფტერიის ანტიტოქსინი (ცხენის): დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
დიფტერიის ანატოქსინით იმუნიზაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
დიფტერიის დაავადება ყოველთვის არ ანიჭებს იმუნიტეტს, ამიტომ გამოჯანმრთელების პერიოდში პაციენტმა ასევე უნდა მიიღოს ასაკის შესაბამისი დიფტერიის ტოქსოიდის შემცველი ვაქცინა.[2]Centers for Disease Control and Prevention. Diphtheria: clinicians. Sep 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/diphtheria/clinicians.html [26]American Academy of Pediatrics Committee on Infectious Diseases. Diphtheria. In: Kimberlin DW, Brady MT, Jackson MA, Long SS, eds. Red Book: 2021 report of the Committee on Infectious Diseases. 32nd ed. Itasca, IL: American Academy of Pediatrics; 2021. https://redbook.solutions.aap.org/chapter.aspx?sectionid=247326832&bookid=2591 [30]UK Health Security Agency. Diphtheria: the green book, chapter 15. Apr 2013 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/diphtheria-the-green-book-chapter-15
უსიმპტომო მტარებლები
იზოლაციის ღონისძიებები + ანტიბიოტიკოთერაპია
მჭიდრო კონტაქტები დადებით ნაცხის კულტურებთან, მაგრამ არ აჩვენებს დაავადების ნიშნებს ან სიმპტომებს, განისაზღვრება, როგორც ასიმპტომური მატარებლები.
რესპირატორული იზოლაციის ღნისძიებები (ნიღაბი და სტანდარტული ღონისძიებები, როგორიც არის ხელის დაბანა) აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება რესპირატორული ტრაქტის კოლონიზაცია. კანის ფორმის დიფტერიის უსიმპტომო მატაებლებთან გამოყენებული უნდა იყოს კონტაქტური იზოლაციის ღონისძიებები (ხელთათმანი და ხალათი).
ანტიბიოტიკოთერაპია უნდა ჩატარდეს და ნაცხი უნდა განმეორდეს თერაპიის დასრულების შემდეგ.
იზოლაციის ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ, 24 საათიანი ინტერვალით აღებული ორი კულტურა უარყოფითი არ იქნება.[2]Centers for Disease Control and Prevention. Diphtheria: clinicians. Sep 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/diphtheria/clinicians.html [26]American Academy of Pediatrics Committee on Infectious Diseases. Diphtheria. In: Kimberlin DW, Brady MT, Jackson MA, Long SS, eds. Red Book: 2021 report of the Committee on Infectious Diseases. 32nd ed. Itasca, IL: American Academy of Pediatrics; 2021. https://redbook.solutions.aap.org/chapter.aspx?sectionid=247326832&bookid=2591 ეპიდემიის პირობებში, სადაც მიკრობიოლოგიური საშუალებები არასაკმარისია იმისათვის, რომ დაუშვას ნიმუშის განმეორებითი დამუშავება კულტურისთვის, პაციენტები ხშირად განიხილება, როგორც საკმარისად არაინფექციური, რათა გააუქმოს იზოლაცია და ინფექციის კონტროლის ზომები ანტიბიოტიკოთერაპიიდან 48 საათის შემდეგ.[51]World Health Organization. Operational protocol for clinical management of diphtheria. Dec 2017 [internet publication]. https://www.who.int/publications/i/item/operational-protocol-for-clinical-management-of-diphtheria
ასიმპტომური მატარებლების ანტიბიოტიკებით მკურნალობის ვარიანტები იგივეა, რაც გამოიყენება მწვავე დაავადების დროს.[2]Centers for Disease Control and Prevention. Diphtheria: clinicians. Sep 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/diphtheria/clinicians.html [26]American Academy of Pediatrics Committee on Infectious Diseases. Diphtheria. In: Kimberlin DW, Brady MT, Jackson MA, Long SS, eds. Red Book: 2021 report of the Committee on Infectious Diseases. 32nd ed. Itasca, IL: American Academy of Pediatrics; 2021. https://redbook.solutions.aap.org/chapter.aspx?sectionid=247326832&bookid=2591 [39]UK Health Security Agency. Public health control and management of diphtheria in England. 2022 guidelines. Feb 2023 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/diphtheria-public-health-control-and-management-in-england-and-wales
მკურნალობის შემდგომი კულტურის დადებითი შედეგები იძლევა ანტიბიოტიკოთერაპიის განმეორებით კურსს.[2]Centers for Disease Control and Prevention. Diphtheria: clinicians. Sep 2022 [internet publication]. https://www.cdc.gov/diphtheria/clinicians.html [26]American Academy of Pediatrics Committee on Infectious Diseases. Diphtheria. In: Kimberlin DW, Brady MT, Jackson MA, Long SS, eds. Red Book: 2021 report of the Committee on Infectious Diseases. 32nd ed. Itasca, IL: American Academy of Pediatrics; 2021. https://redbook.solutions.aap.org/chapter.aspx?sectionid=247326832&bookid=2591
პირველადი პარამეტრები
პროკაინ ბენზილპენიცილინი: ბავშვები: 50 მგ/კგ კუნთშიდა ინექცია, ყოველ 24 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 1.2 გ/დღე; ზრდასრულები: 1.2 გ კუნთშიდა ინექცია, ყოველ 24 საათში ერთხელ
ან
ერითრომიცინი: ბავშვები: 30-50 მგ/კგ/დღეში პერორალურად მიცემული 3-4 ჯერ დაყოფილი დოზით, მაქსიმუმ 2000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად ოთხჯერ დღეში
ან
აზიტრომიცინი: ბავშვები: 10-20 მგ/კგ პერორალურად დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 500 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ
ან
კლარითრომიცინი: ბავშვები: 7.5 მგ/კგ პერორალურად, ორჯერ დღეში, მაქსიმუმ 1000 მგ/დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად, ორჯერ დღეში
დიფტერიის ანატოქსინით იმუნიზაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
მატარებლებმა უნდა მიიღონ ასაკის შესაბამისი ვაქცინა, რომელიც შეიცავს დიფტერიის ტოქსოიდს გამაძლიერებლის სახით.
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას