მიდგომა

დიფტერიის დიაგნოზი დგინდება ანამნეზის, ფიზიკური გამოკვლევისა და ხახის ნაცხის ან სხვა საეჭვო დაზიანებების კომბინაციით Corynebacterium diphtheriae-სთვის. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტირებას შეუძლია უზრუნველყოს დიფტერიის დიაგნოზის დამადასტურებელი მტკიცებულება და დაგვეხმაროს ტოქსიგენური და არატოქსიკური შტამების გარჩევაში. ელექის ტესტი არის ტოქსინების წარმოების ფენოტიპური ტესტი.[38][39][40]

ანამნეზი.

რესპირატორული დიფტერიის დროს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ყელის ტკივილით და ცხელებით. დაავადების პროგრესირების შედეგად შეიძლება განვითარდეს დისფაგია, დისფონია, ქოშინი და კრუპოზული ხველა, რაც მიანიშნებს ხახასა და ხორხზე ფსევდომემბრანული ნადების გავრცელებაზე და/ან უკანა ფარინგეული და ლარინგეული ნერვების ნევროლოგიურ დაზიანებაზე.[11][12] სუნთქვის უკმარისობითა და ასპირაციით გამოწვეული სასიკვდილო გამოსავლის რისკი მნიშვნელოვნად იმატებს ამ სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში.

იმუნიზაციის, დიფტერიის ვაქცინაციის ჩათვლით, ანამნეზის ძალიან დაწვრილებით შეგროვება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. შეძლებისდაგვარად, შეაგროვეთ ახლო კონტაქტების იმუნიზაციის ანამნეზიც. ანამნეზის შგროვებისას ასევე მნიშვნელოვანია მოგზაურობისა და/ან დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაც.

დიფტერია ენდემური რჩება ჰაიტიში და დომინიკის რესპუბლიკაში და აზიის, სამხრეთ წყნარი ოკეანისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში.[10]

დიფტერიის კანის ფორმის დროს ანამნეზში ჩვეულებრივ გვხდება თანმხლები დერმატოზები მჭიდროდ დასახლებულ საყოფაცხოვრებო პირობებში ან უსახლკაროებში. კანის დიფტერია ასევე გასათვალისწინებელია ჭრილობის ინფექციების მქონე მოგზაურებში, რომლებიც ჩამოვიდნენ ქვეყნებიდან, სადაც ინფექცია ენდემურია.[29] საწყის ეტაპზე ინფიცირებული კანის დაზიანება ზედაპირულია, მტკივნეული, მგრძნობიარე და ერითემატოზული; დროთა განმავლობაში ეს დაზიანებები ხშირად წყლულდება. კანის დაზიანება ხშირად აღინიშნება კიდურებზე, რადგან სხეულს ამ ნაწილებზე ჭრილობისა და მაცერაციის რისკი მეტია, რომლებიც შემდგომ შეიძლება მეორადად დაინფიცირდეს C diphtheriae-ით.

ფიზიკური გამოკვლევა

თუ ზედა სასუნთქი გზები დაზიანებულია, მაშინ ყელის ტკივილის 2-5 დღის შემდეგ იწყება ტიპიური მოყავისფრო-ნაცრისფერი ფსევდომემბრანის წარმოქმნა ნუშისებრ ჯირკვალზე და/ან ფარინქსზე. როგორც წესი, სისხლდენა ხდება მისი ამოღების ან ამოღების მცდელობის შემდეგ.[10]​ დროული მკურნალობის გარეშე, ეს ფსევდომემბრანა შეიძლება გასქელდეს და გავრცელდეს ოროფარინქსის, ნაზოფარინქსის, ხორხის და ტრაქეის სხვა ნაწილებში. ყელის შეშუპება და ლიმფადენოპათია იწვევს დამახასიათებელი, ვიზუალურად ხარისებრი კისრის განვითარებას.

კანის ფორმის დიფტერიის დროს აღინიშნება მკვეთრად გამოხატული, მტკივნეული დაზიანებები, რომლებიც ხშირად წყლულდება და იფარება მოყავისფრო-რუხი ნადებით.[2][11][Figure caption and citation for the preceding image starts]: ტიპიური ფსევდომემბრანული ნადები დიფტერიით დაავადებულ პაციენტშისაზოგადოებრივი ჯანდაცვის სურათების ბიბლიოთეკა, CDC [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6d54fa8[Figure caption and citation for the preceding image starts]: Corynebacterium diphtheriae, აღებული 18-საათიანი კულტურიდან, ალბერტის საღებავის გამოყენებითსაზოგადოებრივი ჯანდაცვის სურათების ბიბლიოთეკა, CDC [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7644f300[Figure caption and citation for the preceding image starts]: კანის ფორმის დიფტერია: შეინიშნება ღრმა წყლული, მკვეთრად შემოსაზღვრული კიდეებით.საზოგადოებრივი ჯანდაცვის სურათების ბიბლიოთეკა, CDC [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@26947a22[Figure caption and citation for the preceding image starts]: Corynebacterium diphtheriae-თი გამოწვეული კანის დაზიანებასაზოგადოებრივი ჯანდაცვის სურათების ბიბლიოთეკა, CDC [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4bfb57b5

ლაბორატორიული კვლევები

დიფტერიის დიაგნოზი საჭიროებს მიკრობიოლოგიური კულტურითა და მიკროსკოპიით დადასტურებას. ამისათვის საჭიროა სისხლის აგარის და სისხლის აგარის შემცველი ტელურიტის (ჰოილის) ან ტინსდეილის მედიის გამოყენება.[40] ცხვირის და ხახის ნაცხი აღებულია კულტურის ან მოლეკულური ტესტირებისთვის საეჭვო რესპირატორული დიფტერიის მქონე პაციენტებში და მათ ახლო კონტაქტებში. შეძლებისდაგვარად, ნაცხი უნდა აიღოთ ფსევდომემბრანის ქვემოდან, რათა არ მოხდეს მისი განძრევა, სუნთქვის ობსტრუქციის გამწვავება ან სისხლდენა.

კულტურა განასხვავებს C diphtheriae-ს სხვა Corynebacterium სახეობებისგან, რომლებიც ნაზოფარინქსისა და კანის ბუნებრივი ფლორის ნაწილია (მაგ., დიფტეროიდები).[2][38] იმ შემთხვევაშიც თუ კულტურა უაროფითია, პაციენტის ახლოს კონტაქტებისგან C diphtheriae-ის გამოყოფა მაინც ადასტურებს დიაგნოზს.[1]

მოდიფიცირებული ელექის ტესტი არის ოქროს სტანდარტი C დიფტერიის იზოლირებული შტამების ტოქსიკურობის დასადგენად, მაგრამ ეს ტექნიკურად რთული ტესტია და ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ეპიდემიის პირობებში.[38][40]​ შეერთებულ შტატებში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) აქვს ერთადერთი ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია Elek ტესტირების ჩატარება.[10]​ ამიტომ PCR ხშირად სასარგებლოა, როგორც საწყისი ტოქსიკურობის ტესტი. PCR ტესტირება დაგეხმარებათ განასხვავოთ ტოქსიგენური და არატოქსიკური შტამები დიფტერიის ტოქსინთან ასოცირებული გენების გამოვლენით (dtxR და tox).[38][39][40]​ უმეტეს შემთხვევაში, ის განასხვავებს ტოქსიგენურს არატოქსიგენური ბაქტერიებისგან, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არატოქსიკური ტოქსინის გენის მატარებელი C დიფტერიის შტამები ზოგჯერ გვხვდება.[40] ვინაიდან C დიფტერიის კულტურებზე დაფუძნებული იზოლაცია ხშირად წარუმატებელია ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების შემდეგ, PCR ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს, რადგან ის მაინც ავლენს არასიცოცხლისუნარიან C დიფტერიის ორგანიზმებს კლინიკური ნიმუშებიდან.

ასევე შეიძლება დიფტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონის განსაზღვრა. თუ ანტისხეულების დონე მაღალია, ნაკლებად მოსალოდნელია რომ დაავადება მძიმე ფორმით იქნეს წარმოდგენილი. თუმცა, სეროლოგია იშვიათად არის ხელმისაწვდომი და შეზღუდულია სარგებლობა; ის არ არის სასარგებლო ანტიტოქსინის მიღების შემდეგ. თუ ანტისხეულების ტიტრები დაბალია (არადამცავი დიფტერიის ანტისხეულების ტიტრი არის <0,01 სე/მლ), დიფტერიის დიაგნოზი არ არის გამორიცხული.[38][40]

აღრიცხვა

დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში დიფტერია არის შეტყობინებადი დაავადება, ადგილობრივი ან ეროვნული გაიდლაინებით, რომლებიც განსაზღვრავს ანგარიშგების მოთხოვნებს.[1][39][40]​ დიფტერიის საეჭვო შემთხვევები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ორგანოებს, რათა შესაძლებელი იყოს დიფტერიის ანტიტოქსინის მიღება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას