დიფერენციული დიაგნოზები
Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტი
ნიშნები / სიმპტომები
გამოკვეთილი ყელის ტკივილის და ცხელების სწრაფი დაწყება.
თავის ტკივილი და გასტროინტესტინალური სიმპტომები ხშირია.
გაწითლებული ყელი და გადიდებული ტონზილები (ნუშურები) დაფარულია ყვითელი ან სისხლის მინარევიანი ექსუდატით.
გადიდებული და მტკივნეული კისრის ლიმფადენოპათია.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება წვრილი პაპულური გამონაყარი პერიფერიული სიფერმკრთალით და მარწყვის ენით (სკარლეტ ცხელება).[43]
კვლევები
დადებითი კულტურა ხახის ნაცხიდან არის Streptococcus pyogenes-ის დამადასტურებელი ტესტი.
ანტიგენის სწრაფი დეტექციის ტესტით რამდენიმე წუთის განმავლობაში შეიძლება დაადასტუროს ხახის ნაცხში A ჯგუფის სტრეპტოკოკის ნახშირწყლოვანი ანტიგენის არსებობა. თუმცა, ამ ტესტების მგრძნობელობა არის 70%-დან 90%-მდე სისხლის აგარის ფირფიტის კულტურასთან შედარებით.
მწვავე ეპიგლოტიტი
ნიშნები / სიმპტომები
მწვავე ელვისებური მიმდინარეობა მაღალი ცხელებით, ყელის ტკივილითა და სწრაფად პროგრესირებადი სასუნთქი გზების ობსტრუქციით.
ჩვეულებრივ ახლავს სალივაცია და პაციენტი ცდილობს იჯდეს იძულებით პოზაში კისერი წინწახრილი (hyperextended neck), რათა შეინარჩუნოს სასუნთქი გზების გამავლობა.[44]
კვლევები
ხორხსარქველის პირდაპირი ვიზუალიზაციისას ჩანს ენის ალუბლისფერი-წითელი შეშუპება.
კისრის რბილი ქსოვილების გვერითი რენტგენოლოგიური გამოკვლევა აჩვენებს ხორხსარქველის ზომაში მომატებას, რომელიც გამოშვერილია ჰიპოფარინქსიდან (ცერა თითის ნიშანი).
ჩვეულებრივ გამოწვეულია Haemophilus influenzae b-ით, რომელიც, დიფტერიის მსგავსად, უნდა იყოს პრევენციული ვაქცინით.
ინფექციური მონონუკლეოზი
ნიშნები / სიმპტომები
ტონზილების (ნუშურა ჯირკვლების) გამოხატული გადიდება ექსუდატით და კისრის ლიმფადენოპათია.
ჩვეულებრივ, თან ახლავს ჰეპატომეგალია და სპლენომეგალია.
გამონაყარი და საერთო სისუსტე ჩნდება ინფექციური მონონუკლეოზის სინდრომის დროს.[45]
კვლევები
დადებითი ჰეტეროფილური ანტისხეულების ტესტი ან დადებითი სეროლოგიური ტესტი ეპშტეინ-ბარის ვირუსზე.
ინფექციური მონონუკლეოზის ტიპის დაავადებები ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ციტომეგალოვირუსით, ტოქსოპლაზმოზით, აივ სეროკონვერსიით და ზოგიერთი სხვა პათოგენით.
მწვავე ნეკროზული წყლულოვანი გინგივიტი (ვინსენტის ანგინა)
ნიშნები / სიმპტომები
პერიდონტალური დაავადება, რომელიც ასოცირებულია სპიროქეტასა და ფუზობაქტერიასთან
კბილებს შორის ღრძილების lლორწოვანის ნეკროზი და დაწყლულება, მორუხო ფსევდომემბრანული ნადების განითარებით, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ღრძილების ლორწოვანს.
ცხელება, შეუძლოდ ყოფნა და ლიმფადენოპათია.
კვლევები
ფსევდომემბრანის ჩამონაფხეკის/ნაწილების ბნელ ველში მიკროსკოპიით ჩანს სპიროქეტები.
სტაფილოკოკური ან სტრეპტოკოკული იმპეტიგო
ნიშნები / სიმპტომები
როგორც წესი, დაზიანებულია სახის ან კიდურების კანი.
თავიდან ვითარდება ვეზიკულები ან პუსტულები, რომლებიც გარდაიქმნება ბუშტუკებად და გასკდომის შემდეგ იფარება თაფლისფერი ქერქით.
ტკივილი მცირე ინტენსივობისაა, ან არ არის. გარეომცველი ერითემა და კონსტიტუციური (სისტემური) სიმპტომები არ აღინინშნება.
კვლევები
ბაქტერიოლოგიური კვლევით გამოიყოფა სტაფილოკოკება ან სტრეპტოკოკები.
ყბაყურა
ნიშნები / სიმპტომები
ის ყველაზე მეტად გავრცელებულია პაროტიდური ჯირკვლების მტკივნეული ორმხრივი შეშუპებით ყელის ტკივილის ან ექსუდატის/ფსევდომემბრანის გარეშე.
ხშირად კლინიკურად განსხვავდება დიფტერიისგან, მაგრამ სახისა და კისრის შეშუპება შეიძლება გამოიყურებოდეს მსგავსი და ორივე მდგომარეობის სიხშირე იზრდება დაბალი ვაქცინის მქონე პოპულაციებში.
კვლევები
დიაგნოზი (და დიფტერიისგან განსხვავება) ხშირად კლინიკურია, მაგრამ პირის ღრუს ნაცხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) და სეროლოგიურ (IgM) გამოვლენამ შეიძლება უზრუნველყოს ლაბორატორიული დადასტურება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას