პირველადი პრევენცია

ინფიცირების რისკის შემცირება შესაძლებელია ჰიგიენის წესების დაცვით. პაციენტებმა, მშობლებმა ან მომვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ხელის დაბანას პირადი ჰიგიენის კონტექსტში და საკვების მომზადების აქტივობების დროს. ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეებით დაბინძურებული ნივთები და ზედაპირები უნდა გაიწმინდოს წყალნარევი მათეთრებელი საშუალებებით. რადგანაც დაავადება ძალიან გადამდებია, დაავადებულმა პირებმა თავი უნდა აარიდონ სხვებთან კონტაქტს, აქტიური ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის პერიოდში. დაავადება ყველაზე გადამდებია ავადმყოფობის პირველ კვირაში, მაგრამ ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ნიშნებისა და სიმპტომების გაქრობის შემდეგაც, რადგან იგი რჩება განავალში 1 თვემდე პერიოდის განმავლობაში. CDC: hand, foot, and mouth disease Opens in new window აზიის იმ რეგიონებში, სადაც დაავადების ეპიდემიებს იწვევს ენტეროვირუსი 71 (EV71), ახლა ხელმისაწვდომია ვაქცინა.[14][15][16]

მეორეული პრევენცია

ინფექციის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელია ჰიგიენის ზომების დაცვა. ინსტიტუციურ პირობებში ეპიდაფეთქების შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეებით, მაგ. ნერწყვით, ვეზიკულას სითხით ან განავლით, დაბინძურებული ნივთები და ზედაპირები უნდა გაიწმინდოს და ჩატარდეს დეზინფექცია წყალნარევი, ქლორის შემცველი მათეთრებელი საშუალებით.

ზოგადი წესის მიხედვით, დაინფიცირებულმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ საჯარო სივრცეებში გადაადგილებისაგან. თუმცა, არ არსებობს სპეციფიკური გაიდლაინები დაინფიცირებული პირების ბაღში, სკოლაში თუ სხვა ჯგუფურ პირობებში სიარულის შესახებ. ინფექციის გავრცელების შემცირება შესაძლებელია ავადმყოფობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვების სახლში დატოვებით, როდესაც მათ აღენიშნებათ ვეზიკულები პირის ღრუში (და ნერწყვდენა), ან ხელებზე გამსკდარი დაზიანებები. ამის მიუხედავად, ინფექციის გავრცელების სრული პრევენცია შეუძლებელია, რადგან ვირუსი კვლავ გამოიყოფა სიმპტომების დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. CDC: hand, foot, and mouth disease Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას