ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკფაქტორების არსებობა
რისკფაქტორებია: იმუნოსუპრესია, ბავშვები <10 წლამდე, ოჯახში ან სკოლაში ინფიცირებული პირების არსებობა.
სუბფებრილური ცხელება
ცხელება ძირითადად აღინიშნება <38.5°C (<101.3°F).
პირის ღრუს ვეზიკულები და წყლულები
პირ-ხახა ანთებითია, გაფანტულად ფიქსირდება პაპულები, მაკულები ან ვეზიკულები ან, უფრო ხშირად, მოყვითალო წყლულები ერითემული ფუძით ენაზე, ხახაში, ლოყის ლორწოვან გარსზე, ღრძილებზე და ზოგჯერ ტუჩებზე. დაზიანებები ხორცდება 1 კვირის განმავლობაში.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხელის მტევნის, ტერფისა და პირის ღრუს დაავადება. პირის ღრუს გარშემო არსებული გამონაყარი 1 წლის ბიჭში, რომელსაც აღენიშნება ხელის მტევნის, ტერფისა და პირის ღრუს დაავადება (HFMD). HFMD გამოწვეულია picornaviridae-ის ოჯახის ნაწლავური ვირუსების მიერ. HFMD-ის გამომწვევი ყველაზე ხშირი შტამებია კოქსაკის A ვირუსი ტიპი A16 და ენტეროვირუსი 71 (EF-71).ექიმი P. Marazzi/სამეცნიერო ფოტოგრაფიული ბიბლიოთეკა [Citation ends].
გამონაყარი და/ან ვეზიკულები ხელის მტევნებსა და ტერფებზე
გამონაყარი შედგება მცირე ზომის, ოვალური ან წრფივი ნაცრისფერი-თეთრი ვეზიკოპუსტულებისაგან. ვეზიკულები რბილი, თხელკედლიანი წარმონაქმნებია, ერითემული რგოლით. ზოგჯერ მტკივნეულია და მქავანა. ხშირად განიცდის დაწყლულებას და იკეთებს ქერქს. დაზიანებები შეიძლება დარჩეს 10 დღემდე პერიოდის განმავლობაში.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხელის მტევნის, ტერფისა და პირის ღრუს დაავადება. მტევანზე არსებული გამონაყარი (ვეზიკულები) 3 წლის ბიჭში, რომელსაც აღენიშნება ხელის მტევნის, ტერფისა და პირის ღრუს დაავადება (HFMD). HFMD გამოწვეულია picornaviridae-ის ოჯახის ნაწლავური ვირუსების მიერ. HFMD-ის გამომწვევი ყველაზე ხშირი შტამებია კოქსაკის A ვირუსი ტიპი A16 და ენტეროვირუსი 71 (EF-71).ექიმი P. Marazzi/სამეცნიერო ფოტოგრაფიული ბიბლიოთეკა [Citation ends].
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
საერთო სისუსტე
პაციენტი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ზოგადი შეუძლოდ ყოფნის ჩივილით.
მტკივნეული პირის ღრუ
პირის ღრუს დაზიანებები შეიძლება იყოს მტკივნეული.
უმადობა
ზოგჯერ ვლინდება მადის დაქვეითება.
ყელის ტკივილი
პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ყელის ტკივილი.
იშვიათი
გამონაყარი და/ან ვეზიკულები დუნდულებზე
მაკულოპაპულური გამონაყარი შეიძლება გამოჩნდეს დუნდულებზე.[12] დაზიანებები შეიძლება დარჩეს 10 დღემდე პერიოდის განმავლობაში.
მუცლის ტკივილი
სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ტკივილს მუცლის არეში.
დიარეა
სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს დიარეას.
ხველა
შესაძლოა გამოხატული იყოს ხველა.
ენის ერითემა/შეშუპება
შეიძლება განვითარდეს ენის ერითემა და შეშუპება.
ართრალგია
ზოგჯერ ვლინდება.
რისკფაქტორები
ძლიერი
იმუნოსუპრესია
იმუნოკომპრომისული (სუსტი იმუნიტეტის მქონე) ბავშვები ან იმუნოსუპრესულ მკურნალობაზე მყოფი ბავშვები მეტად მგრძნობიარენი არიან ინფექციის მიმართ.
10 წლამდე ასაკი
ყველაზე ხშირად, დაავადება აზიანებს <10 წლამდე ბავშვებს.
ინფექციასთან კონტაქტი ოჯახში ან სკოლაში
ინფექცია ვრცელდება ინფიცირებული პირის ცხვირის ან ხახის გამონადენთან, ნერწყვთან, ვეზიკულას სითხესთან ან განავლის მასალასთან პირდაპირი კონტაქტით. ვირუსი რჩება განავალში 1 თვემდე პერიოდის განმავლობაში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას