შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

5 წლის ბიჭი კლინიკაში მიიღეს შეუძლოდ ყოფნის 3-დღიანი ანამნეზითა და მსუბუქი ცხელებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში, იგი უჩივის მტკივნეულ პირის ღრუს და აღინიშნება ვეზიკულები მტევნებსა და ტერფებზე. ამ ავადმყოფობამდე, ბიჭი თავს კარგად გრძნობდა. სხვა სიმპტომები არ აღინიშნება. ოჯახის დანარჩენი წევრები კარგად გრძნობენ თავს. გასინჯვისას, პაციენტს აღენიშნება ცხელება- 37.6°C (99.6°F) და რამდენიმე მცირე ზომის წყლული პირის ღრუში, ასევე მცირე ზომის ოვალური ვეზიკულები ხელისგულებზე, ერითემული ფუძით.

სხვა გამოვლინებები

გამოვლინება შესაძლებელია მხოლოდ პირის ღრუს წყლულებით, ცხელების გარეშე. სხვა შესაძლო სიმპტომებია: მუცლის ტკივილი და დიარეა, ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი და ხველა, თავის ტკივილი, უმადობა, ართრალგიები და გაღიზიანებადობა.

აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, როგორიცაა ტაივანი და მალაიზია, ენტეროვირუსი 71 (EV71) იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმას შემდეგი გართულებებით: ასეპტიკური მენინგიტი, ენცეფალიტი, ენცეფალომიელიტი, ფილტვის შეშუპება, ფილტვის ჰემორაგია, მიოკარდიტი და პოლიომიელიტის მსგავსი სინდრომი. ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდება სიკვდილი (8%-ში ეპიდაფეთქების დროს).[4][5][7][8][9][10] პაციენტების სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ამ გართულებებით, მაგრამ ინფექცია EV71 ვირუსით იშვიათია აშშ-სა და ევროპაში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას