პროგნოზი

ალერგიული კონიუნქტივიტი

პაციენტთა უმრავლესობა რეაგირებს მკურნალობაზე, მაგრამ არის გამწვავების შემთხვევებიც.

ბაქტერიული კონიუნქტივიტი

ძირითადად თვითგანკურნებადია 5 - 10 დღის განმავლობაში; მნიშვნელოვანი გახანგრძლივებული გართულება არ აღენიშნება. კონტაქტური ლინზის მომხმარებელ და იმუნოკომპრომისული (სუსტი იმუნიტეტის მქონე) პაციენტებს აქვთ გართულების ყველაზე დიდი რისკი.[51]

ვირუსული კონიუნქტივიტი

შემთხვევათა უმეტესობა თვითგანკურნებადია; ადენოვირუსული ეპიდემიური კერატოკონუქტივიტის მქონე პაციენტთა 30%- 50% უნვითარდება სუბეპითელური ინფილტრატი, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სინათლისადმი მგრძნობელობის და .მხედველობის პერსისტენტულ დაკარგვასთან[102][103][104][105][106] მიზანშეწონილია კონსულტაცია თვალის ექიმთან შესაძლო კორტიკოსტეროიდული მკურნალობის დანიშვნისთვის.

არაინფექციური კონიუნქტივიტი

პაციენტთა უმრავლესობა ინკურნება გამომწვევი მიზეზის ალაგებისთანავე

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას